Goal.Ge

GOAL.GE -ს ბლოგი: 5 გამორჩეული საფეხბურთო წყევლა



რასაც აქ წაიკითხავთ, შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაფერი სიმართლეა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა... ავსტრალიის ნაკრების წყევლა მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრალიის ეროვნულმა ნაკრებმა ცოდვის ჩადენა გადაწყვიტა. გუნდი მოზამბიკში როდეზიასთან (ახლა ზიმბაბვე ჰქვია) სათამაშოდ ჩავიდა. ავსტრალიელებმა ადგილობრივ შამანს მეტოქის დაწყევლა სთხოვეს. ის დათანხმდა და ავსტრალიამ 3:1 გაიმარჯვა. შამანმა სანაცვლოდ 1000 ფუნტი მოითხოვა. ტრიუმფატორებმა უთხრეს, ამდენი ფული არ გვაქვსო და ისე წამოვიდნენ მოზამბიკიდან, რამაც მათ მრავალწლიანი ტანჯვა მოუტანა. ფლეი-ოფში ავსტრალიის მეტოქე ისრაელი იყო. პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე მწვანე კონტინენტის წარმომადგენლების რამდენიმე ფეხბურთელი ავად გახდა - გამარჯვებული ისრაელი დარჩა. მეორე მატჩი ფრედ დასრულდა და ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩა. 1974-ში ავსტრალია მაინც გავიდა მუნდიალზე, მაგრამ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპი გუნდისთვის ნამდვილ წამებად გადაიქცა. 1997-ში მათ ორბურთიანუ უპირატესობა ხელიდან გაუშვეს და საფრანგეთში მოსახვედრი ბილეთები ირანის ნაკრებს ჩაუდესხელში. 2001 წელს ავსტრალიამ შინ ურუგვაი დაამარცხა, მაგრამ სტუმრად 0:3 წააგო და სამხრეთ კორეის მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვეს. ნაკრების ყოფილი მოთამაშე ჯონი უორენი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ ყოველთვის, როცა წარუმატებლად ასრულებდნენ ასპარეზობას, ის შამანი ახსენდებოდა: "ჩვენმა ფეხბურთის ფედერაციამ უნდა იპოვნოს ის და 1000 ფუნტი გადასცეს" [jwplayer player="1" mediaid="105791"] ჯონ საფრანმა პატიება ითხოვა. გუუს ჰიდინკის გაწვრთნილი ავსტრალია მჩ-2006-ზე გავიდა და 1/8 ფინალშიც შეძლო თამაში. ბელტ გუტმანის წყევლა ალბათ, ეს მსოფლიოს ფეხბურთის ყველაზე ცნობილი წყევლაა. 1962 წელს "ბენფიკას" მწვრთნელმა ბელა გუტმანმა, რომელმაც 3 სეზონში ორი ჩემპიონატი და ორი ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის გაზრდა სთხოვა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ზუსტად არავინ იცის, რა თქვა გუტმანმა, როცა კლუბს ტოვებდა. ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად, გუტმანის სიტყვები დაახლოებით ასე ჟღერდა: "უახლოესი 100 წლის განმავლობაში ვერც ერთი პორტუგალიური კლუბი ვერ მოიგებს 2 ევროპის ჩემპიონთა თასს, "ბენფიკა" კი საერთოდ ვერასდროს შეძლებს ამას". წყევლის პირველი ნაწილი ჟოზე მოურინიომ მოხსნა 2004 წელს, როცა "პორტუ" გახადა ევროპის საუკეთესო გუნდი. გუტმანის წყევლის მეორე ნაწილი დღემდე აქტუალურია. უნგრელი სპეციალისტის წასვლის შემდეგ "ბენფიკამ" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში 5-ჯერ ითამაშა და ვერც ერთხელ ვერ მოიგო. გარდა ამისა, პროტუგალიელებმა 1983-ში უეფას თასის ფინალი, ხოლო 2012-ში ევროპა ლიგის ფინალიც წააგეს. 1990 წელს, ვენის ჩემპიონთა თასის ფინალის წინ, ეისებიო გუტმანის საფლავზე მივიდა და მას წყევლის მოხსნა სთხოვა, მაგრამ ამან არ გაამართლა - "ბენფიკა" "მილანთან" დამარცხდა. ყოველთვის, როცა "ბენფიკა" გუტმანის სასაფლაოსთან ახლოს თამაშობს, მის საფლავს ყვავილებით ამკობენ, მაგრამ ამას შედეგი არ მოქვს - ასეთი რამ გაუნცხადა CNN -ს პორტუგალიელმა ჟურნალისტმა ხოსე სოარეშმა. "ბირმინგემის" წყევლა ლეგენდის თანახმად, 1906 წელს, როცა "ბირმინგემმა" არენა შეიცვალა და "სენტ ენდრიუსზე" გადავიდა, იქ დასახლებულ რუმინელ ბოშათა ჯგუფს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. მათ ეს სტადიონი 100-წლიანი წყევლით "დააჯილდოვეს". გუნდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს იგებდა. რაღაც პერიოდში სერიოზულადაც კი დაიწყეს ამ წყევლაზე ფიქრი. 80-იან წლებში "ბირმინგემის" მწვრთნელმა რონ სანდერსმა ფეხბურთელებს უთხრა, ბუცების ძირები წითლად შეეღებათ, მაგრამ უშედეგოდ. უფრო საინტერესო გამოსავალი ნახა სხვა მწვრთნლემა, ბარი ფრაიმ. მან ნაცნობ ჯადოქარს სთხოვა დახმარება და სტადიონის ოთხივე კუთესთან "რიტუალი ჩატარდა". "უშვალა თუ არა ამან? თავიდან მოგება დავიწყეთ და ვიფიქრე, რომ - კი, მაგრამ შემდეგ გუნდიდან გამიშვეს, ასე რომ - არა!" - განაცხადა ფრაიმ FourFourTwo-სთან ინტერვიუში. 2006 წლის ე.წ "ბოქსინგ დეის" დროს, წყევლას დრო გაუვიდა. ამ დღეს "ბირმინგემმა" "ქპრ" დაამარცხა და სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგაშიც გადავიდა. "დერბის" წყევლა ეს ისტორია წინას ძალიან ჰგავს. სტადიონ "ბეისბოლ გრაუნდის" მშენებლობის დროსაც გადაასახლეს ვიღაც ბოშები. თურმე ბოშებმა უთქვამთ, ეს კლუბი ინგლისის ასოციაციის თასს ვერასდროს მოიგებსო. 1895-დან 1909-მდე "დერბი" 13-ჯერ მოხვდა მინიმუმ თასის ნახევარფინალში, მაგრამ ერთხელაც ვერ მოიგო. 1946 წელს, როცა გუნდი ფინალში გავიდა, რამდენიმე ფეხბურთელი ბოშებთან პატიების სათხოვნელად მივიდა. "დერბიმ" ის ფინალი მოიგო, მაგრამ რის ფასად?! "დერბი ქაუნთიმ" "ჩარტლონის" კარი თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე აიღო. დარჩენილი დრო ლონდონელებს ანგარიშის გასათანაბრებლად ეყოთ. ბერტ ტერნერმა ჯარიმა გაიტანა. "დერბიმ" შემდეგ ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა დარტყმის დროს ბურთი გასკდა. იმ დროს ბურთები ხშირად სკდებოდა, მაგრამ გულშემატკივრებმა უმალ ბოშათა წყევლა გაიხსენეს. საბოლოოდ, დამატებით დროში "დერბიმ" 3 გოლი გაიტანა და, როგორც იქნა, თასი მოიგო. ნორვეგიელების წყევლა 1999 წელს ნორვეგიული კლუბი "ჰამერფესტი" ძალიან ცნობილი გახდა არბიტრ ნილს მიკელ სარას წყევლის გამო. ყველაფერი დერბი «ალტა» — «ჰამერფესტი»-დან დაიწყო (მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს). თამაშის შემდეგ "ჰამერფესტის" წარმომადგენლებმა მსაჯი პრესასთან გააკრიტიკეს. მსაჯმა თქვა, თუ კლუბი არ მოიბოდიშებს ჩემ მიმართ, დავწყევლი და ყველა დარჩენილ შეხვედრას წააგებს, რის გამოც ჩემპიონატიდან გავარდებაო. კლუბის წარმომადგენლებიდან არც ერთმა არ ინდომა მობოდიშება, რის გამოც, მათ დარჩენილი ყველა თამაში მართლაც წააგეს! "არ მინდოდა ბიჭებს ეს დაებინათ, მაგრამ წამყვანმა ფეხბურთელებმაც კი დაიჯერეს წყევლის. ძნელია ითამაშო, როცა იცი, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილია", - განაცხადა კლუბის მწვრთენლმა ტერი ჰანსენმა. სეზონის ბოლოს "ჰამერფესტი" ნორვეგიის მე-3 დივიზიონში დაქვეითდა. შემდეგ ტერი და ჰანსენი შერიგდნენ. მომავალ სეზონში კლუბმა კვლავ მოიპოვა მეორე ლიგის საგზური. ჰანსენმა განაცხადა, თავიდანვე უნდა მოგვეხადა ბოდიშიო. მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE -სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერი შინ სლავიასთან მარცხს კომპენსირებულ დროში გადაურჩა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ინტერმა" "სლავიას" უმასპინძლა.

დღეს, 22:57

"მისი იმედგაცრუების გვესმის, მაგრამ...", - ლიოვმა ტერ შტეგენს უპასუხა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ეროვნულ გუნდში გოლკიპერებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 22:36

გვარდიოლა: "კლოპმა თქვა, რომ სიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია?"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპს უპასუხა.

დღეს, 22:26

განრისხებული იგუაინი - არგენტინელმა ვარჯიშზე მწვრთნელს დაარტყა [VIDEO]

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი ვარჯიშის მიმდინარეობისას მოულოდნელად წყობიდან გამოვიდა.

დღეს, 22:20

"მიეცით ნეიმარს მეორე შანსი", - ვერატი პსჟ-ს გულშემატკივრებს

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ფრანგული გუნდის გულშემატკივრებს მიმართა.

დღეს, 22:06

იბრაჰიმოვიჩმა MLS-ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:30

ბარსელონა და ფატი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, დეტალები ცნობილია

"ბარსელონა" თავდამსხმელ ანსუ ფატის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

დღეს, 21:23

კლუბი, რომელსაც ალეგრიმ იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ უარი უთხრა

მოგეხსენებათ, მასიმილიანო ალეგრი 2018/19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ უკლუბოდაა.

დღეს, 21:13

ლეონარდო: "ვფიქრობ, მოვიდა დრო ნეიმარზე საუბარი დასრულდეს"

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:04

სიტის მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრალური მცველი დარჩა

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.

დღეს, 20:52

ნეიმარი - კაზემიროს: "დილის შვიდამდე ქაუნთერი უნდა გეთამაშო, ხვალ დაღლილი მინდა გნახო"

პსჟ-სთან“ მატჩის წინ, კაზემირომ სოციალურ ქსელში სურათი განათავსა და წარწერაც დაურთო: „Hala Madrid”.

დღეს, 20:25

ორი სასჯელი, რომელიც შესაძლოა ბარსელონას დაეკისროს

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo წერს საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 20:11

რონალდუ: "როცა შენს პატიოსნებას ეჭვქვეშ აყენებენ, მტკივნეულია"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:58

ვილიანმა სასურველი სათამაშო ადგილი დაასახელა

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ვილიანმა საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:44

მანჩესტერმა იანვრისთვის მთავარი სამიზნე შეარჩია

"იუნაიტედმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრი უკვე დაიწყო.

დღეს, 19:41

"თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ", - აზარი ზიდანზე

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა გუნდის თავკაც ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

დღეს, 19:36

ბარსელონას გრიზმანის ტრანსფერის გამო კამპ ნოუზე ასპარეზობას აუკრძალავენ?

„ბარსელონას“ ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გამო დასჯა ჯერ კიდევ ემუქრება.

დღეს, 18:27

სახალისო ფაქტი: მილნერს პრემიერ ლიგაში თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი აქვს გატარებული

დღეს, „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტნის პრემიერ ლიგაში დებიუტს 6155 დღე შეუსრულდა.

დღეს, 18:01

"ტოტენჰემში კარიერის დასრულებას არ ვაპირებ", - სად აიღო გეზი ლორისმა?

„ტოტენჰემის“ ფრანგი მეკარის თქმით, ის ლონდონურ გუნდში კარიერის დასრულებას არ აპირებს.

დღეს, 17:57

მანჩესტერი დიბალას გადაბირებას იანვარშიც შეეცდება

„იუვენტუსის“ ფორვარდი, პაულო დიბალა, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მაინც გადავიდეს.

დღეს, 17:53

ვალენსიას ფეხბურთელებმა ჩელსისთან მატჩის წინ პრესკონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადეს

„ღამურების“ ფეხბურთელები გუნდის მთავარი მწრთნელის, მარსელინო გარსია ტორალის გათავისუფლებით უკმაყოფილონი არიან.

დღეს, 17:50

ალეგრიმ სასურველი გუნდი შეარჩია

RMC-ის ცნობით, მასიმილიანო ალეგრიმ სასურველი გუნდი შეარჩია.

დღეს, 16:20

იკარდის ცოლი უკვე ახალ გუნდზე ფიქრობს: "იანვარში შესაძლოა სიურპრიზი ვიხილოთ"

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:11

იუვენტუსს ატლეტიკოსთან კოსტა ვერ დაეხმარება

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დუგლას კოსტასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დღეს, 16:01

ვარანი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა:

დღეს, 15:49

დელ პიერო: "ტიტულების მოსაგებად მხოლოდ რონალდუ საკმარისი არ არის"

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ "ბებერ ქალბატონზე" ისაუბრა:

დღეს, 15:34

რეალს პსჟ-სთან მატჩისთვის 6 ფეხბურთელი გამოაკლდება

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს დაუპირისპირდება.

დღეს, 15:24

ნეიმარს ევროთასებზე სასჯელი შეუმსუბუქეს

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი ევროთასებზე სამ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით არის დასჯილი.

დღეს, 15:09

არქი სამტრედიას გენერალური სპონსორი გახდა

16 სექტმებერს დეველოპერულმა კომპანია არქიმ დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე კლუბ „სამტრედიასთან“ ხელშეკრულების მემორანდუმი გააფორმა და მისი ოფიციალური პატრონაჟი აიღო.

დღეს, 14:40

ტოტიმ რომას წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 14:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10