არის ელიტრაუნდი! არის რევანში! არის პირველი ადგილი!



საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ევროშესარჩევის ბოლო მატჩში ჰოლანდიის დამარცხებით ჯგუფის პირველადგილოსანი გახდა და რევანშიც ღირსეულად აიღო. როგორც იცით, ეს ის ჰოლანდიის ნაკრები გახლდათ, რომელთანაც ვასილ მაისურაძის გუნდმა 2012 წლის 13 მაისს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, დრამატულ ბრძოლაში წააგო. დღეს კი, ჰოლანდიის ნაკრები მხოლოდ საქართველოსთან არ დამარცხდა. „ნარინჯისფერები“ სრულიად მოულოდნელად ჯგუფში ჩარჩნენ, რადგან პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, უელსმა სასურველი ანგარიშით - 6:0 დაამარცხა მოლდოვა. ასე რომ, 4-4 ქულიან ჰოლანდიასა და უელსს შორის, ტურნირის რეგლამენტის თანახმად, უპირატესობა უელსს მიენიჭა, რადგან მათ კონკურენტს გატანილი ბურთებით აჯობეს და თან, ჰოლანდიასთან ფრე ჰქონდათ ნათამაშები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ნაკრებს ქულაც ჰყოფნიდა, გუნდმა ბოლომდე, თავდადებით იბრძოლა და სასურველ შედეგს მიაღწია. ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გახსნა უკვე მე-11 წუთზე შეძლეს. ლუკა კიკაბიძის დარტყმული ოლიმ მოიგერია; დამატებაზე კი, გიორგი პაპუნაშვილმა იმარჯვა და შორეულ კუთხეში გაიტანა. ტაიმის ბოლოს, ჰოლანდიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. თუმცა, მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდანვე, საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, რაც 52-ე წუთზე, გიორგი აბურჯანიას გატანილი გოლით დაგვირგვინდა. ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით, ნაკრების ნახევარმცველმა თითქმის ნახევარი მოედანი გადაკვეთა და დაბნეული მცველების გარემოცვაში მყოფმა ახლო კუთხეში გაიტანა. მატჩის ბოლო წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. თუმცა, სწორად დაგეგმილი თამაშის წყალობით, ვასილ მაისურაძემ მშვიდად შეძლო საფინალო სასტვენამდე თავისი გუნდის მიყვანა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს წარმატება მოედანზევე აღნიშნეს და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადეს. „მადლობა ბიჭებს, მადლობა ჩემს სამწვრთნელო შტაბს და მთელ სტაფს. ჩვენ გვქონდა მიზანი, რომელსაც მივაღწიეთ. ჰოლანდია ევროპული ფეხბურთის ფლაგმანია და მისი დამარცხება იოლი არაა. ეს ქართული ფეხბურთის წარმატებაა. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ უფრო მოვუმატოთ და ელიტრაუნდშიც ღირსეულად ვიასპარეზოთ“ - განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვასილ მაისურაძემ. 28 ნოემბერს კი, უეფაში 17 და 19-წლამდელთა ელიტრაუნდების წილისყრა გაიმართება, სადაც ამ ორ ასაკში, ჩვენი მომავალი მეტოქეების ვინაობა გაირკვევა. უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. მე-11 ჯგუფი 18 ნოემბერი, 2013. სტადიონი „მიხეილ მესხი“ საქართველო - ჰოლანდია 2:1 (1:1) ეშჩ საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ნ.ჭანტურია (კაპ), თევზაძე (სამხარაძე 90+3), ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (გოროზია 70), კერძევაძე, კიკაბიძე (ახვლედიანი 86), ზარანდია მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე ჰოლანდია: ოლი, კარსდორპი, ლუკასენი, ჰენდრიქსი, რიდეველდი (ჰესაკერსი 64), ბაზოერი (ვლოეტი 71), ბასაჩიკოღლუ, ლემანსი, ჟივკოვიჩი, კაბრალი, სანო (აკოლასტე 57) მთ.მწვრთნელი - ვიმ ვან ზვამი გოლები: პაპუნაშვილი (11), ჟივკოვიჩი (45), აბურჯანია (52) გაფრთხილება: ბაზოერი, ლუკასენი, თევზაძე, აბურჯანია, ლემანსი, ცინცაძე მსაჯი - მიროსლავ ზელინკა (ჩეხეთი) სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტიაგო სილვა: "პსჟ-ში ახალი გადასული ვიყავი, როცა ზლატანმა დამირეკა"

"პსჟ"-ს მცველმა, ტიაგო სილვამ გაიხსენა, თუ როგორც აღმოჩნდა პარიზულ კლუბში.

დღეს, 20:15

ბრაზილიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეა გაანადგურა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში ბრაზილიის ნაკრები სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

დღეს, 19:42

"იუვენტუსში ბედნიერი არ ვარ", - ემრე ჯანის აღიარება

"იუვენტუსის" შუახაზელმა, ემრე ჯანმა განაცხადა, რომ ტურინულ გრანდში ბედნიერი არ არის.

დღეს, 19:38

ოფიციალურად: იაპონიის ნაკრების მწვრთნელმა ოლ ბლექსზე უარი თქვა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა კონტრაქტი გაახანგრძლივა.

დღეს, 19:34

ახალგაზრდა ტალანტი, რომლის შეძენაც მანჩესტერ იუნაიტედს სურს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "რედინგის" ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის იბრძვის.

დღეს, 19:33

ბაიერნის ახალი პრეზიდენტი გვარდიოლას შესაძლო დაბრუნებას აფასებს

ამ ეტაპზე, "ბაიერნი" აქამდე გათავისუფლებული ნიკო კოვაჩის შემცვლელს კვლავ ეძებს.

დღეს, 19:28

ჩელსი, სიტი, მანჩესტერი თუ ტოტენჰემი? - ფავორიტი გამოიკვეთა

ბრიტანული პრესის ცნობით, პრემიერ ლიგის გრანდები ახალგაზრდა ტალანტისთვის იბრძვიან.

დღეს, 19:21

ახალი სამიზნე - ბარსელონა იანვარში მცველის ყიდვას აპირებს

კატალონიის "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მცველის ყიდვას გეგმავს.

დღეს, 19:17

უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ცნობილია

უმცროსი ბორჯღალოსნები 2020 წელს იტალიაში გასამართი ახალგაზრდუი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან და პირველ მაღალი დონის საკონტროლო მატჩს დეკემბრის დასაწყისში გამართავენ.

დღეს, 19:14

ბექა გიგაშვილმა ტულონში დასამკვიდრებლად კარგი შანსი მიიღო

ტულონს ბექა გიგაშვილის მთავარი კონკურენტი გამოაკლდა?

დღეს, 19:13

მილიტო: "იკარდის წასვლა ყველასთვის კარგი ნაბიჯი იყო"

„ინტერის“ ექს-თავდამსხმელი, არგენტინელი დიეგო მილიტო დარწმუნებულია, რომ მაურო იკარდის „პსჟ-ში“ წასვლა ყველასთვის მომგებიანი იყო.

დღეს, 18:15

ლევან კობიაშვილმა უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს უხელმძღვანელა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უეფას ფეხბურთის კომიტეტს თავჯდომარის რანგში პირველად უხელმძღვანელა.

დღეს, 17:45

ბათუმის მშენებარე ფეხბურთის სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო

შპს სტადიონის დირექტორის, ჯაბა სურმანიძის განცხადებით ბათუმის მშენებარე სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო

დღეს, 17:43

ოპერაცია "პოგბას დაბრუნება 2.0" დაწყებულია - შეხვედრა 2-3 კვირაში გაიმართება

„იუვენტუსი“ ექს-ფეხბურთელის გუნდში დაბრუნების ოპერაციას იწყებს.

დღეს, 17:02

"სამწუხაროდ, კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი", - როდის დაბრუნდება კიელინი?

„იუვენტუსის“ მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, მოედანზე დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 16:56

აგენტი: "ბაიერნი? გვარდიოლა თავისი კონტრაქტის პირობებს ყოველთვის ბოლომდე ასრულებს"

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას აგენტმა, ჟოზეპ მარია ორობიტგმა, „ბაიერნში“ შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 16:52

ჟურნალისტი: "გრიზმანს ბარსელონა და მესი ყელში ამოუვიდა და პსჟ-ში წასვლაზე ფიქრობს"

„ბარსელონას“ ფორვარდი, ანტუან გრიზმანი, კატალონიურ გუნდში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა და „პსჟ-ში“ გადასვლა უნდა.

დღეს, 16:49

"რობერტ მორენომ ყველაფერი პირველმა შეიტყო", - პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს დაბრუნება განმარტა

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, ნაკრებში ლუის ენრიკე დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 16:46

კრის სმოლინგი სერია ა-ს ლიდერების რადარზე მოხვდა

„რომას“ მიერ იჯარით აყვანილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის, კრის სმოლინგის შეძენით, „იუვენტუსი“ და „ინტერი“ დაინტერესდნენ.

დღეს, 16:15

ინტერი გრანდებისგან თავს იზღვევს და ლაუტაროს ახალ კონტრაქტს უმზადებს

„ინტერის“ ფორვარდმა, ლაუტარო მარტინესმა, გუნდთან შესაძლოა კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

დღეს, 16:10

ოფიციალურად: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა

ინფორმაცია, რომელიც პრესაში ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ტრიალებდა, დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

დღეს, 15:53

"ყველაზე მეტად მძულს", - კლოპმა დაასახელა სტადიონი, რომელზე თამაშსაც ვერ იტანს

„ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აღიარება.

დღეს, 15:46

მილანის ექს-სპორტული დირექტორი: "ნაპოლიმ თუ კესიე იყიდა, საუკუნის ტრანსფერს გაჩარხავს"

„მილანის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ, გუნდის ნახევარმცველზე, ფრანკ კესიეზე ისაუბრა, რომელსაც „ნაპოლის" უკავშირებენ.

დღეს, 15:05

აზარი: "ახლა კარგ ფორმაში ვარ და მინდა, ეს იმპულსი შევინარჩუნო"

მადრიდის „რეალის" და ბელგიის ნაკრების შემტევმა, ედენ აზარმა, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 15:01

რუმინეთის 5:0 დამარცხების შემდეგ, მორენომ შეიტყო, რომ ესპანეთის ნაკრებიდან გათავისუფლებულია

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტ მორენომ, რუმინეთთან 5:0 მოგების შემდეგ, გასახდელში შეიტყო, რომ გუნდიდან გათავისუფლებულია.

დღეს, 14:55

კრიშტიანუმ მოიფიქრა, თუ როგორ უნდა შემოირიგოს იუვენტუსის თანაგუნდელები

„იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, თანაგუნდელებთან შერიგების გზა იპოვნა.

დღეს, 14:50

"დაღესტანი - რუსეთია", - ნურმაგომედოვის მამას ჰკითხეს, რატომ არ გადის მისი შვილი ბრძოლებზე რუსეთის დროშით

UFC-ს მსუბუქი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ, აბდულმანაპმა, შვილის ბრძოლების დროს, რუსეთის დროშის არქონა განმარტა.

დღეს, 14:46

კლუივერტი: "ვფიქრობ, დე ლიგტი ცოტა ნანობს, რომ ბარსელონა არ აირჩია"

„ბარსელონას" ახალგაზრდების განვითარების დირექტორი, პატრიკ კლუივერტი მიიჩნევს, რომ მატეის დე ლიგტი კატალონიურ გუნდში არგადასვლას ნანობს.

დღეს, 14:39

ლუის ენრიკეს ნაკრებში დაბრუნება უნდა, მაგრამ ასისტენტად რობერტ მორენოს ხილვა - არა

ლუის ენრიკეს წიგნის, "ლუის ენრიკეს მეთოდები-ს" ავტორმა, ლიუის ლანსმა, დაადასტურა ინფორმაცია, რომ მწვრთნელს ნაკრებში დაბრუნდება უნდა.

დღეს, 14:30

შეხვედრა შედგა! პოჩეტინო თავად წავა?

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის პრეზიდენტ დანიელ ლევისთან შეხვედრა გამართა.

დღეს, 13:47

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10