» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

თემურ ქეცბაია: "ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. გეჩქარებათ?"



საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დავით მინაშვილის გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმი ნაკლებად გამოვიდა. სამწუხაროდ, იმ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი, რომელიც გულშემატკივარს აინტერესებს, იმ ქაოსში ჩაიკარგა, რაც გადაცემის მსვლელობის დროს სტუდიაში ხდებოდა. დამსწრე ჟურნალისტთაგან უმრავლესობამ კითხვის დასმა მხოლოდ გადაცემის დასრულების შემდეგ მოახერხა. ბატონ თემურს პირველ რიგში ის ვკითხეთ, შეხვდა თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას, რომელიც მის საქართველოში ჩამოსვლამდე აცხადებდა, რომ ნაკრების მწვრთნელის მიმართ კითხვები ჰქონდა. თემურ ქეცბაიამ ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გაგვცა: "მოქმედი კონტრაქტი მაქვს. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 4 წლის განმავლობაში ვიქნებოდი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ვაგრძელებ მუშაობას. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, თუკი ამ თემაზე ვინმეს მოუნდება საუბარი, ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ. თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ 4-წლიან ციკლზე ვიმუშავებდით და არა 2-ზე. იყო 2+2-ზეც საუბარი, თუმცა საბოლოოდ ამაზე შევთანხმდთ. მინდა ნაკრები მოვამზადო იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხდეთ. ამდენი შრომა ჩავდეთ და ახლა უნდა გადავაბაროთ სხვას? სხვა სანამ მოვა, სანამ გაიგებს... ეს გეგმა შემუშავებული იყო, ამიტომ ვაგრძელებ მუშაობას. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ შედეგი არ არის, მაგრამ ვის არ უნდა შედეგი? ვის არ უნდა რომ ფინალურ ეტაპზე გავიდეს გუნდი? წინსვლა რომ არის, მაგას თქმა არ უნდა. თუ არ გვინდა, ვერ დავინახავთ". - ხომ არ გრძნობთ სპორტის სამინისტროსგან რაიმე ზეწოლას? - ამ თემაზე რომ არის საუბარი, ალბათ ამის უკან ვიღაც დგას. ყველაფერს რეალურად უნდა შევხედოთ. კონკრეტულად მე არ ვიცი, მაგრამ, რადგან ამ თემაზე საუბრობენ, ე.ი. ამის მიზეზიც არსებობს. - როცა ნაკრებს ჩაუდექით სათავეში კონკრეტული მიზნები დასახეთ. ისევ ამ მიმართულებით გააგრძელებთ მუშაობას? - მიზანი ის იყო, რომ მომდევნო შესარჩევი ეტაპისთვის გუნდი მესამე აგდილისთვის იბრძოლებს. შესარჩევ ეტაპებზე გუნდი მეექვსედან მეხუთეზე, შემდეგ მეოთხეზე ავიყვანეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. გეჩქარებათ? არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის შანსი მივეცით. სანამ შესარჩევი ეტაპი დაიწყება, წინ კიდევ ერთი წელიწადია. ამ დროისთვის ბიჭები უფრო გაიზრდებიან და მზად იქნებიან იმისთვის, რომ პლეი ოფში გავიდეთ და გვქონდეს იმის შანსი, რომ ფინალურ ეტაპზე ვიასპარეზოთ. - რაიმე გეგმა ხომ არ გაქვთ შემუშავებული ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად ტრავმებს ასახელებენ იმის მიზეზად, რომ შეკრებებზე ვერ ჩამოდიან? - ტრავმებთან დაკავშირებით არაფერი იქნება შემუშავებული. ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში იქნება გამოძახებული, არჩამოსვლის მიზეზად კი ტრავმას დაასახელებს და შემდეგ თავის კლუბში ითამაშებს, აღარ გამოვიძახეთ. არის შემთხვევები, როცა მოთამაშეებს რეალური პრობლემები აქვთ, მაგრამ ჩვენ რომ დავინახავთ, რომ მას პრობლემა არ აქვს და თავის გუნდში თამაშობს, თავს იკლავს, ასეთი ფეხბურთელი არამარტო მე, არამედ არც სხვა მწვრთნელს და არც თქვენ, ჟურნალისტებს არ მოგინდებათ. - ერთ-ერთი მიზეზი ფეხბურთელების ნაკრებში არჩამოსვლისა, რომელზეც ხშირად საუბრობენ, მოთამაშეებსა და თქვენს შორის კომუნიკაციის პრობლემაა... - კომუნიკაცია ვისთან უნდა მქონდეს? იმ ფეხბურთელების უმრავლესობა, რომლებიც ნაკრებში თამაშობენ, 90% ჩემი მოყვანილია. გეთანხმებით, არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებთანაც ეს პრობლემა არის. ფეხბურთელი, რომელიც ითამაშებს ნაკრებში, მეორე დღეს კი გამოვა და იტყვის, სანამ ქეცბაია იქნება, ნაკრებში მე არ ვითამაშებო, რა უნდა ვთქვა? - რატომ იქმნება ამ ფეხბურთელებთან მსგავსი პრობლემა? - მე არ ვიცი, მათ კითხეთ რატომ არის ეს პრობლემა. ჩემგან არაფერი, მე პირიქით მოვიყვანე ნაკრებში, მივეცი თამაშის საშუალება. მან ეს ვერ გაიგო. უმადური ხალხი ვართ. არაფრის დაფასება არ გვინდა. ჩვენ გვიდა ერთმანეთს ვენდოთ. ფეხბურთელმა რომ არ მოგვატყუოს, თუ მას არ უნდა თამაში, ის მაინც მოიგონებს მიზეზს და არ ითამაშებს. ჩვენ გვინდა, რომ ფეხბურთელებს უნდოდეთ აქ ჩამოსვლა. მირანდა სურმანიძე, Geosports.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება", - არტეტა

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ ჟოზე მოურინიოს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:39

"ბარსა ნამდვილი ვალჰალაა, დე ლიგტი იუვეში გადასვლით არ შემცდარა", - აიაქსის ექს-ანალიტიკოსი

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ვიდეო-ანალიტიკოსმა, მიშელ სანტონიმ მატეის დე ლიგტის სატრანსფერო გადაწყვეტილება შეაფასა:

დღეს, 10:31

"დე ხეა ჩვეულ დონეზე ვეღარასდროს დაბრუნდება", - კარაგერი

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა დავიდ დე ხეას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:22

ჩემპიონობა ორშაბათს? - რეალი მიზანთან ძალიან ახლოს არის

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 35-ე ტურის ფარგლებში მადრიდის "რეალმა" საკუთარ კედლებში დაამარცხა "დეპორტივო ალავესი"

დღეს, 10:13

რეალის მახლობლად - ხამესისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Cadena SER-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" შემტევი, ხამეს როდრიგესი გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოს არის.

დღეს, 10:03

კარიერის საუკეთესო სეზონი - კურტუას ბრწყინვალე შედეგები რეალში

მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტუამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და "ალავესთანაც" დამაჯერებელი იყო.

დღეს, 04:12

ზიდანი: "ჩემპიონობა? - წინ კიდევ 3 მატჩია და ვნახოთ, რა მოხდება"

"ალავესთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 04:09

რეალის გამორჩეული შედეგი - პირველად 2006 წლის შემდეგ

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ალავესს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 04:01

ლამპარდმა ჰავერცის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ კაი ჰავერცი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.

დღეს, 03:59

ფერნანდეშმა კრიშტიანუს შედეგი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ ზამთარს ტოპ ტრანსფერი განახორციელა. ბრუნო ფერნანდეში გუნდის მთავარ ლიდერად იქცა.

დღეს, 03:55

კლოპი: "რაც არ უნდა მოხდეს, პრემიერ ლიგის თასი ჰენდერსონმა უნდა აწიოს!"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ პრემიერ ლიგის თასი ჰენდერსონმა უნდა აწიოს.

დღეს, 03:52

მარსელო ამ სეზონში აღარ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგისთვის მოემზადება

ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო ამ სეზონში აღარ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოემზადება.

დღეს, 03:47

როგორი ფორმით ითამაშებს რეალი შემდეგ სეზონში? [ფოტო]

ცნობილია მადრიდის "რეალის" ის ახალი ფორმა, რომლითაც გუნდი მომდევნო სეზონში იასპარეზებს.

დღეს, 03:45

მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაციას უხსნიან? - ყველაფერი 2 დღეში გაირკვევა

არის იმის ალბათობა, რომ "მანჩესტერ სიტის" უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მისცეს.

დღეს, 03:41

მოურინიო: "ტოტენჰემზე დოკუმენტური ფილმი? - ამის ყურების სურვილი არ მაქვს"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამბობს რომ ის მისი გუნდის დოკუმენტური ფილმის ხილვას არ აპირებს.

დღეს, 03:38

შოთა არველაძე: "ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა სწორად არ მიმაჩნია"

თორნიკე შენგელიას "ცსკა"-ში გადასვლას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გამოეხმაურა.

დღეს, 03:33

სრული სვლით 34-ე ლა ლიგისკენ! რეალმა ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში მადრიდის „რეალმა" „ალავესს" უმასპინძლა.

დღეს, 01:57

ნანი: "ბავშვობაში ვშიმშილობდით, ვირთხები და ხვლიკები ჩვენი ყოველდღიურობა იყო"

„მანჩესტერ იუნაიტედის" და პორტუგალიის ნაკრების ექს-შემტევმა, ლუის ნანიმ, საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:56

ლივერპული მზადაა ტიაგო შეიძინოს, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში

„ლივერპულის" მიერ „ბაიერნის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას შეძენა, ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გუშინ, 23:37

ბუნდესლიგის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ოფიციალურად გაირკვა

გერმანიის საფეხბურთო საბჭომ 2020/21-წლების სეზონის დაწყების თარიღები დაასახელა.

გუშინ, 23:34

მცველი ლუკას ვასკესი - რეალის სასტარტო ალავესთან მატჩში

მცველების არყოფნაში, ზინედინ ზიდანმა მარჯვენა მცველად ლუკას ვასკესი დააყენა.

გუშინ, 23:20

სიტის ევროთასების ბანს მოუხსნიან - ინსაიდერი

ინსაიდერული ინფორმაციით, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო „სიტის" ევროთასებიდან ორწლიან ბანს მოუხსნის.

გუშინ, 23:18

ჰენდერსონის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

"ლივერპულის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი მიმდინარე სეზონში

გუშინ, 23:01

პოგბას მანჩესტერში დარჩენა ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას მომავალი კვლავინდებურად ბურუსით არის მოცული.

გუშინ, 22:48

მანჩესტერი, ინტერი ან საერთოდ სხვა გუნდი - სად იქნება სანჩესი მომავალ სეზონში?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მთელი ძალებით ცდილობს ალექსის სანჩესის ერთხელ და საბოლოოდ მოშორებას.

გუშინ, 22:39

სეტიენი: "ექიმებმაც კი არ იციან, როდის დაბრუნდება უმტიტი"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ისაუბრა თავისი შეგირდის, სამუელ უმტიტის ტრავმის შესახებ:

გუშინ, 22:23

"რაშფორდს, მარსიალსა და გრინვუდს ლივერპულის ტრიოს დონემდე მისვლა შეუძლიათ", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა "ლივერპულის" თავდასხმას "წითელი ეშმაკების" შეტევა შეადარა:

გუშინ, 22:11

"კიელინი რთულ მდგომარეობაშია", - სარი

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ თავისი გუნდის ტრავმირებულების შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 22:00

რეალმა მარსელო ლა ლიგის ბოლომდე დაკარგა

მადრიდის „რეალის" მცველმა, მარსელომ, ტრავმა მიიღო.

გუშინ, 20:49

ბარსელონა ლაუტაროს შეუთანხმდა, მაგრამ ტრანსფერი კოუტინიოზეა დამოკიდებული

„ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის მომავალი კვლავაც გაურკვეველია.

გუშინ, 20:47
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10