» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რევაზ არველაძე: „ჩვენი სტუმრები თბილისიდან უზომოდ კმაყოფილები წავიდნენ“



გასულ კვირაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვანი ვიზიტით ეწვია უეფას წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი 2015 წელს, თბილისში გასამართი უეფას სუპერთასისთვის მოსამსადებელი სამუშაოების დათვალიერება და ქართული მხარისთვის რეკომენდაციების გაწევა იყო. რამდენიმედღიანი ნაყოფიერი და ინტენსიური მუშაობის შემდეგ, უეფას დელეგაცია თბილისიდან კმაყოფილი და იმედიანი წავიდა. ვიზიტის შესახებ კი, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ. რევაზ არველაძე: „უეფადან საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები გვყავდა. ვიზიტის ძირითადი თემა იყო უეფას 2015 წლის სუპერთასის საორგანიზაციო საკითხები; ისეთები, როგორიცაა თამაშისთვის მომზადება, აეროპორტისა და ქალაქში ტრანსპორტირების თემები, ორივე მონაწილე გუნდის გულშემატკივრებისთვის ფან-ზონების გაკეთება, სტადიონების დათვალიერება - რომელი იქნება უფრო კარგი ამ ღონისძიებისთვის და ა.შ. უეფას დელეგაციაში იყო საკლუბო გათამაშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფინალური მატჩების დირექტორი, რომელიც უკვე წლებია ხელმძღვანელობს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ფინალების ჩატარების ორგანიზებას; აქ იყვნენ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები და რასაკვირველია, უეფას იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც უკვე დაგვიტოვა იმ დიდი ხელშეკრულების ე.წ. „დრაფტი“, რომელზეც უეფამ და ქართულმა მხარემ უნდა მოაწერონ ხელი. მხარეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა, ასევე იგულისხმება რამდენიმე ინსტანცია - აეროპორტი, სტადიონი, ქალაქის მერია და სხვა საჭირო ორგანიზაციები. ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე, რომ სტადიონთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. მარტისთვის უკვე დავგეგმეთ უეფას მომდევნო ვიზიტი თბილისში, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიცხადეს მოგვიტანს ბევრ საკითხთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ყოველდღიური, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ჩვენს ფედერაციაში, სტუმრებს ჰქონდათ შეხვედრა ქალაქის მერთან, ორივე სტადიონის („დინამო არენა“ და „მიხეილ მესხი“) ხელმძღვანელობასთან და უშუალოდ, თამაშების პროცესში ნახეს ეს სტადიონები; ასევე, დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც შეიძლება განთავსდეს ფან-ზონები. ნახეს რამდენიმე ვარიანტი, სადაც უნდა გაიმართოს სუპერთასის ოფიციალური გალა-ვახშამი, რომელიც ამ დიდი ღონისძიების ტრადიციული ნაწილია და სადაც წარმოდგენილია თასი, ესწრებიან უეფას და კლუბების ხელმძღვანელები... ვიმუშავეთ იმ თემაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის ბრენდინგი - ანუ როგორ უნდა შეიფუთოს ქალაქი ამ ღონისძიებისთვის. როგორც უკვე გითხარით, უეფას მომავალი ვიზიტი, სავარაუდოდ, 2014 წლის მარტში შედგება. ჩვენი ძირითადი ამოცანა კი, მათ ჩამოსვლამდე სტადიონების თემაზე უფრო კარგად ჩამოყალიბება იქნება. რა რეკომენდაციებიც ჩვენ მივიღეთ, არაფერი განსაკუთრებული და რთული ამაში არ არის. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ეტაპი. ამ ეტაპზე, ჩვენ ჯერ გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები; მერე, ბევრი რამაა გასაკეთებელი და ბოლო ეტაპია ყველაზე დატვირთული და მნიშვნელოვანი. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბილეთის ფასს, სტადიონს, რადგან ძალიან გვინდა, რომ სუპერთასს „მიხეილ მესხმა“ უმასპინძლოს, მაგრამ ეს საკითხი ცოტა მოგვიანებით გადაწყდება. ახლავე შემიძლია გითხრათ და ეს უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ბილეთების საკითხი კვოტირებული იქნება: მონაწილე კლუბები მიიღებენ გარკვეულ რაოდენობას, ნაციონალური ფედერაციები თავის კვოტას, უეფა, მისი სტუმრები, სპონსორები და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი გარკვეულ რაოდენობას. დანარჩენი ბილეთები კი, როგორც ყოველთვის uefa.com - ზე გაიყიდება. მარტში კი, მთავარი რაც მოხდება - გაფორმდება ხელშეკრულება უეფასა და ქართულ მხარეს შორის, სადაც მხარეების ყველა ვალდებულება დეტალურად იქნება გაწერილი. დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტუმრები თბილისიდან უზომოდ კმაყოფილები წავიდნენ. კმაყოფილები ჩვენი მზაობით, ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ინტელექტუალური რესურსითა და კომუნიკაბელურობით, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება.“ სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დორტმუნდმა სანჩოს საბოლოო ფასი დაასახელა

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

დღეს, 12:33

Playboy-ს ყოფილი მოდელი საფეხბურთო კლუბის ყიდვას აპირებს

ჟურნალ Playboy-ს ყოფილმა მოდელმა, ანამარია პროდანმა შესაძლოა საფეხბურთო კლუბი იყიდოს.

დღეს, 12:26

პსჟ-მ 60 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა - GOAL.COM

"პსჟ"-მ "ლაციოს" ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა.

დღეს, 11:54

მარსელო: "სულმოუთქმელად ველოდებით პირველ მატჩს"

"რეალის" მცველი, მარსელო ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონის განახლებაზე დადასტურებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დღეს, 11:29

ბაიერნი მანჩესტერ სიტის ხმაურიან გაცვლას სთავაზობს

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, ლეროი სანეს გადაბირება უნდა.

დღეს, 11:15

კურტუა: "შვილებს ვესაუბრები, მაგრამ უკვე ერთი თვეა არ მინახავს"

ტიბო კურტუამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, შვილები ერთი თვეა არ უნახავს.

დღეს, 11:12

"მესისა და მარადონას წინააღმდეგ მითამაშია, მესი უფრო მაგარია", - კოსტაკურტა

"მილანის" ექს-მცველმა გაიხსენა დღე, როცა ახალგაზრდა ლიონელ მესის წინააღმდეგ ითამაშა.

დღეს, 10:58

შეთანხმება მიღწეულია, იკარდის მომავალი გადაწყდა

"ინტერის" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 10:43

ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ხსნილია - ბაიერნი საკუთარ კედლებში აუთსაიდერს უმასპინძლებს

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ფეხბურთი ნელ-ნელა ბრუნდება.

დღეს, 10:26

"ბრეიტუეიტის ყიდვით, ბარსელონამ გაგვანადგურა", - ლეგანესის დირექტორი

"ლეგანესის" სპორტულმა დირექტორმა, ჩემა ინდიასმა მარტინ ბრეიტუეიტის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 09:03

მანჩესტერი კეინზე 4-ჯერ უფრო იაფ ფორვარდზე გადაერთო

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ "ტოტენჰემის" ლიდერის,

დღეს, 08:50

"ფურცელზე დაწერილითა და დაზეპირებული მეთოდებით ლივერპული არ თამაშობს", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის ფორმაციის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:38

გიგსმა თანამედროვეობის 3 ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა,

დღეს, 08:24

"იუვენტუსს პიანიჩი აღარ სჭირდება", - ტურინელთა ყოფილი სელექციონერი

ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდული სექტორის ყოფილმა უფროსმა,

დღეს, 08:13

რეინიერი ლა ლიგის ორ გუნდს სურს

Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი, რეინიერ ჟეზუსი ლა ლიგის ორ გუნდს სურს.

დღეს, 08:02

კიკე სეტიენი: "5 ცვლილება ჩემს გუნდს დააზარალებს"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი სეზონის განახლებას და ცვლილებების შეტანას გამოეხმაურა.

დღეს, 03:20

დიეგო კოშტას პატიმრობა ემუქრება

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელს დიეგო კოშტას პატიმრობა ემუქრება.

დღეს, 03:16

სერია ა-ს პირველი მატჩი გაიმართება იქ, სადაც კორონავირუსი დაიწყო

ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლებას 18 ივნისიდან უნდა ველოდოთ.

დღეს, 01:59

VIDEO: ზუსტად ერთი წლის წინ, ჰოლანდმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ მატჩში 9 გოლი გაიტანა

დღესდღეობით, "დორტმუნდის" შემტევი ერლინგ ჰოლანდი პოპულარული ფეხბურთელია, თუმცა ერთი წლის წინ მას ნაკლებად იცნობდნენ.

დღეს, 01:55

სერბეთის შემდეგ, ტრიბუნაზე მაყურებელს კიდევ ერთ ქვეყანაში დაუშვებენ

გუშინ, სერბეთში ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ივნისიდან მაყურებელს სტადიონზე მისვლა შეეძლება.

დღეს, 01:50

ბრენდან როჯერსს კორონავირუსი ჰქონდა

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა.

დღეს, 01:45

მაჰრეზმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები შეაფასა: "ამისთვის ყველაფერი გვაქვს"

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა რიად მაჰრეზმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები შეაფასა.

დღეს, 01:42

თორნიკე შენგელია სეზონის საუკეთესო 5-ეულში მოხვდა!

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროლიგამ სეზონი გაუქმებულად გამოაცხადა.

დღეს, 01:33

ქეცბაიასთან საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს?

კვიპროსული პრესის ცნობით, შესაძლოა, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატოს.

დღეს, 01:28

ჰავერცმა ერთბაშად 3 დიდებული რეკორდი დაამყარა

ბუნდესლიგის გასულ ტურში "ლევერკუზენმა" "ფრაიბურგი" ჰავერცის ერთადერთი გოლით დაამაარცხა.

დღეს, 01:21

გერმანელი ტალანტის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - ჰავერცმა ლევერკუზენს კვლავ მოაგებინა

გერმანიის ბუნდესლიგაში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ფრაიბურგსა" და "ლევერკუზენს" შორის.

დღეს, 01:15

"რონალდუმ რეალი გახადა დიდებული, რეალმა კი რონალდუ", - ფიგუ

მადრიდის "რეალის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ლუიშ ფიგუმ ისაუბრა თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუს შესახებ:

დღეს, 00:48

გომეშმა ერთმანეთს მესი და რონალდუ შეადარა

"ევერტონის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა:

დღეს, 00:34

სუარესი: "კორონავირუსმა დრო მომაგებინა"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა თავისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:23

კლოპი ჩემპიონობის შესახებ: "არ აქვს მნიშვნელობა ცარიელი ენფილდი იქნება თუ სხვა სტადიონი"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის მოსალოდნელი ჩემპიონობის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 00:10
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10