Goal.Ge

ბლოგი: ბუცი წარბში



ბუცი წარბში – ყველას თავის სიმართლე აქვს. ინგლისური ფეხბურთის ყველაზე სკანდალური ისტორია. ინგლისი, ფეხბურთის სამშობლო. დევიდ ბექჰემი - ნაკრების კაპიტანი, მანჩესტერ იუნაიტედის მოხდენილი „შვიდიანი“, ერთ–ერთი ლიდერი და ყველაზე ცნობილი საფეხბურთო სახე მსოფლიოში. სერ ალექს ფერგიუსონი - შოტლანდიელი გენიოსი, საფეხბურთო მენეჯერი რომელმაც ყველაფერი დაიპყრო საკლუბო ფეხბურთში თავისი არნახული მონდომებით და შარმით. ძნელია იპოვო მისი მსგავსი მაინც, აი ახალ ფერგის ხომ უბრალოდ ვერ ვნახავთ. ერთადერთი და განუმეორებელი, უხეში და მკაცრი ვისკის კაცი - სერ ალექს ფერგიუსონი. [caption id="attachment_28025" align="alignnone" width="450"]ფერგი და დევიდი. ბექჰემის პირველი კონტრაქტი ფერგი და დევიდი. ბექჰემის პირველი კონტრაქტი[/caption] იყო დრო, როდესაც პატარა დევიდ ბექჰემი მოვიდა ამ დიადი კლუბის წინ, ჯერ სკოლის ასაკის. ის ლონდონიდან ჩავიდა მანჩესტერში, სადაც დიდი ფეხბურთის თამაში უნდოდა. მისი კონურენტები იყვნენ მომავალი მეგობრები - რაიან გიგზი, გარი ნევილი, პოლ სქოუზლი, ნიკი ბატი. დევიდის მშობლები ყვებიან რომ ის ძალინ მორცხვი ბავშვი იყო. სკოლის შეჯიბრებაზე ტურნირის საუკეთესოდ დაასახელეს, ამ დროს ყველა მას ეძებდა პრიზის გადასაცემად, ის კი კუთხეში იჯდა და ტელევიზორში ფეხბურთს უყურებდა. დევიდის დედა იხსენებს რომ პატარას ოცნება მუდამ მანჩესტერ იუნაიტედში თამაში იყო. გარი ნევილი იხსენებს დევიდ ბექჰემთან პირველ შეხვედრას - მან ნახა პატარა გამხდარი ბიჭი, რომელსაც დაყენებული თმები და ახალი სპორტულები ეცვა. გარიმ ფიქრებში ბექჰემის პარამეტრებიდან გამომდინარე დიდ კონკურენტად არ ჩათვალა, თუმცა როგორც კი დევიდმა ბურთი მიიღო და დაარტყა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. მას შეეძლო ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში ბურთის დასმა. ბექჰემის პირველი მწვრთნელიც იხსენებს ინტერვიუში, რომ მას დარტყმის არნახული ტექნიკა ჰქონდა. „მე ვარჯიშზე ხშირად ვავალებდი დევიდს გაერტყა ზურგში სხვადასხვა ბავშვებისთვის, ეს მისთვისთვის არანეირ პრობლემას არ წარმოადგენა. ნებისმიერი მანძილიდან მას ეს უპრობლემოდ გამოსდიოდა.“ პატარა და ნიჭიერი დევიდ ბექჰემი შემდეგ ფერგის საყვარელ მოთამაშედ გადაიქცა. მათი მამა–შვილური დამოკიდებუება და კარიერული მისწრაფებები ყველამ იცოდა. ფერგიმ დააყენა ინგლისური საფეხბურთო გიგანტი 90–იანებში რომლის ერთ–ერთი მთავარი გმირიც დევიდი იყო. [caption id="attachment_28026" align="alignnone" width="450"]სერ ალექს ფერგიუსონი და დევიდ ბექჰემი სერ ალექს ფერგიუსონი და დევიდ ბექჰემი[/caption] თუმცა ბექჰემი მოედნის მიღმაც ძალიან აქტუალური და თვალშისაცემი ფიგურა გახლდათ, მითუმეტეს ინგლისური პრესისთვის. ვიქტორია ადამსთან ქროწინების შემდეგ ეს ყველაფერი ასმაგად გაიზარდა და კარიერული წინსვლებმა თუ არ დაიწია ფერგისთან ურთიერთობაზე ნამდვილად იქონია გავლენა. სიტუაცია დაეძაბათ და დაეკარგათ ის ახლო ურთიერთობა რაც ჰქონდათ და რაც ამ გიგანტურ გუნდს ძალას აძლევდა. ბექჰემი თავის წიგნში წერს, როგორ კარგავდა ნელ–ნელა მამშვილური ურთიერთობას ფერგიუსონთან. როგორ გრძნობდა მის მიმართ მუდმივ იგნორს. ის იხსენებს რომ რამდენჯერმე სცადა დალაპარაკება მათი ურთიერთობის შესახებ თუმცა, ფერგისგან უარი მიიღო. ფერგი დევიდს ყოველთვის მუშა ფეხბურთელად მოიხსენიებდა, ის ყოველთვის ამბოდა რომ დევიდი მუდამ ბოლომდე იხარჯებოდა და მოხიბლული იყო მისი გამძლეობით. ამიტომაც ჰქონდა ალბათ დევიდთან ასეთი ახლო ურთიერთობა, ფერგის ყოველთვის უყვარდა „ჰარდ უორქ“ ტიპები ფეხბურთში, მაგრმა როგორც კი ბექჰემი „სელებრითი“ გახდა როგორც კი მის მიმართ დიდ ინტერესი და ყურადღება გაჩნდა და ეს დევიდმა შეიფერა ისე ალბათ როგორც ყოველი მეორე ადამიანი გააკეთებდა. ფერგიმ მის მიმართ ნდობა და ალბათ სიყვარულიც დაკარგა. [caption id="attachment_28027" align="alignnone" width="450"]ფერგი და დევიდი კონფლიქტის პერიოდში ფერგი და დევიდი კონფლიქტის პერიოდში[/caption] ბექჰემი წერს თავის წიგნში როგორც განიცდიდა მწვრთნელთან ასეთ ურთიერთობას. როცა დევიდ ბექჰემი ხარ, საფეხბურთო ბრენდი, როცა ცდები საფეხბურთო მინდვრებს, ძნელია შეინარჩუნო სახლი – ვარჯიშის პრინციპი, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მწვრთნელს ასე უნდა. ფეხბურთელობა არ ნიშნავს მონობას, არც იმ შემთხვევაში თუ შენში ფულს იხდიან. ფეხბურთელი ჯერ პიროვნება, შემდეგ მშობლებისთვის – შვილი. ცოლისთვის მეუღლე და შვილებისთვის მამა. შემდეგ მოდის მოედანი და ფეხბურთი. ეს ასეა ყველგან და ასე იქნება ყოველთვის. ფერგისთან დაძაბულობამ პიკს მიაღწია მაშინ როდესაც ბექჰემის უფროსი ვაჟი ბრუკლინი ავად გახდა და დევიდმა ლონდონიდან ვერ მოასწრო მანჩესტერში ჩასვლა. ვარჯიშზე არ გამოცხადდა და განრისხებული ფერგი კიდევ უფრო განრისხდა და აბობოქრდა. ფერგიმ არ დაიჯერა ეს ამბავი იმიტომ რომ გაზეთებმა დაწერეს “ვიქტორია ლონდონში შოპინგზე ჩავიდა” კამერებმა ვიქტორია ჰოსპიტალთან დააფიქსირეს სადაც ბრუკლინი იწვა, ის ამის შესახებ ერთ–ერთ დოკუმენტურ ფილმში ჰყვება. ბექჰემების შესახებ დოკუმენტური ფილმი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე – http://www.youtube.com/watch?v=6Z15VC-oJzc კონფლიქტი უფრო და უფრო მძლავრი ხდებოდა, დევიდი უფრო და უფრო იშვიათად ხვდებოდა მოედანზე, თავის მხირვ ამის მიზეზი იყო ფერგის მაშიდელი დამხმარე, კარლოს კეირუში. გარი ნევილი თავის წიგნში წერს რომ მისი და დევიდი დუეტი მარჯვენა მხარეს სწორედ მან დაშალა, რადგან ფერგის მუდვიმად ურჩევდა უფრო სწრაფი „ვინგერის“ ყოლას გუნდში. ფერგის და დევიდის კონფლიქტმა მწვერვალს დეკემბერში მიაღწია. სათასო მატჩში იუნაიტედმა არსენალთან „ოლდ ტრაფორდზე“ წააგო. გაბრაზებული ფერგი ჯოჯოხეთს უწყობდა ფეხბურთელებს. იმ მატჩში ბექჰემი ტრიბუნაზე იჯდა და მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს გამოექომაგა, ამას სერ ალექსის განრისხება და დევიდის მიმართ მოზღვავებული აგრესიის აფეთქება მოჰყვა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ რაც ფერგის ხელში მოხვდა დევიდს ის გაუქანა და ეს „რაღაცა“ ბუცი იყო, ბუცი კი პირდაპირ ბექჰემის წარბში წავიდა. ბექჰემის სისხლით მოისვარა გასახდელი და თავშიავარდნილმა „გოლდენ ბალსმაც“ მწვრთნელისკენ გაიწია, თუმცა ნისტელროიმ და გიგზმა შეაჩერეს. ფერგი ბოდიშს უხდიდა დევიდს და უხსნიდა რომ შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი. დარჩა ქაოსური სიტუაცია, დასისხლიანებული ბექჰემი, ანერვიანებული მწვრთნელი და დაბნეული ფეხბურთელები. მეორე დღეს ბექჰემი თმა აწეული გამოჩნდა იუნაიტედის სავარჯიშო ბაზაზე, რათა კარგად ენახათ ჟურანლისტებს მისი წარბი. ამბავმა მალევე გაჟონა და ინგლისს მეტი სალაპარაკო არ ჰქონია. [caption id="attachment_28028" align="alignnone" width="450"]ბექჰემი კონფლიქტის მეორე დღეს იუნაიტედის ბაზაზე ბექჰემი კონფლიქტის მეორე დღეს იუნაიტედის ბაზაზე[/caption] „მის მაგივრად სხვა ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, ეს ისტორია გასახდელის გარეთ არ გავიდოდა, მაგრამ ეს ხომ ბექჰემი იყო. გაზეთებმა აიტაცეს ეს ამბავი და აბუქებდნენ და აბუქებდნენ. პრესა დასდევდა მას ყველგან.“ – გარი ნევილის ავტობიოგრაფიიდან. ბექჰემი დარჩა პროფესიონალად და გააგრძელა ვარჯიში ისე, როგორც მანამდე. ამასობაში გაზეთები მის მომავალს ხან მადრიდის რეალთან, ხან ბარსელონასთან, ხანაც მილანთან აკავშირებდა. თუმცა ბექჰემი სათათარიგოზე აღმოჩნდა სეზონის დასკვნითი ნაწილის მატჩებში. მადრიდის რეალთანაც მხოლოდ შეცვლაზე შევიდა სადაც ორი გოლი გაიტანა. [caption id="attachment_28029" align="alignnone" width="450"]ფილ ნევილი, დიეგო ფორლანი, დევიდ ბექჰემი სათადარიგოთა სკამზე ფილ ნევილი, დიეგო ფორლანი, დევიდ ბექჰემი სათადარიგოთა სკამზე[/caption] ფერგი ერთხელ ოლდ ტრაფორდის შესასვლელში შეხვდა დევიდის დედას სადაც მასზე ესაუბრა. როგორც დევიდი წიგნში წერს საუბარი იყო ბექჰემის ცხოვრების სტილზე და მის გარშემომყოფებზე. რომ ის ცუდ წრეში იყო და ყურადღების მიქცევა სჭირდებოდა. ყველამ იცის როგორ დატოვა ბექჰემმა იუნაიტედი. ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ ცხოვრებაში ხშრად ხდება სურვილის საწინააღდეგო მოვლენები, რასაც ხელს ვერ შეუშლი. შენ უბრალოდ უნდა წახვიდე, წახვიდე წინ. გასაგებია მწვთნელისაც, ძნელია მილიონერებით და ფლეიბოი ფეხბურთელებით გუნდის დაყენება, ამიტომაც ჰქონდა ფერგის ე.წ. „თმის საშრომი“. ძალიან მკაცრი, პრინციპული და მე ვიტყოდი სასტიკი საფეხბურთო მენეჯერი იყო ფერგი. მაგრამ ამაშია ყველაფერი. ის წარმატება და ნათელი დღეები რაც გუნდში მოიტანა მხოლოდ ამის დამსახურებით შესძლო. როცა დიდი დამპყრობლები სალაშქროდ მიდიოდნენ იცოდნენ რაც მოელოდათ წინ, რომ ახალ მიწებს საუბრებითა და დიალოგებით ვერ ჩაიგდებდნენ. ასეა ფერგიც, მხოლოდ ასე შეეძლო მას წარმატების მიღწევა. მაგრამ ფეხბურთელი ამ შემთხვევაში დევიდ ბექჰემი არის პიროვნება, ვიღაცისთვის შვილი, ვიღაცისთვის მეუღლე და ვიღაცისთვის მშობელი. ასე რომ როგორც საფეხბურთო გადმოსახედიდან ჩანს მხოლოდ ეგრე არ არის, სანამ მინდორზე გახვალ და ითამაშებ შენი კლუბის მაისურით პიროვნება უნდა იყო. ბექჰემს წასვლის შემდეგ არაერთხელ გამოუვლენია ფანების და კლუბის მიმართ, ფერგის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა, ყოველ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავს მანჩესტერულ წლებს. „ის ამბიციური ადამიანია, მსოფლიო ფიგურაა, ყოველთვის სურდა მას ეთამაშა საზღვრებს გარეთ. მაგრამ არა იმ დროს, არა მაგ ასაკში. არ უნდოდა მას თავისი კლუბის ამ სტილში დატოვება. [caption id="attachment_28030" align="alignnone" width="430"]ბოლო მატჩი იუნაიტედში. გუდისონ პარკზე საჩემპიონო ზეიმი ბოლო მატჩი იუნაიტედში. გუდისონ პარკზე საჩემპიონო ზეიმი[/caption] ფერგიუსონმა თავის ახალ ავტობიოგრაფიაში ახსენა ბექჰემი და თქვა რომ მისმა ქორწინებამ საბოლოოდ შეუშალა მის საფეხბურთო კარიერას ხელი. რაც ალბათ სწორია და მართალიც არის, მაგრამ ფეხბურთელის ცხოვრება მინდვრის გარეთაც არსებობს. სულ ბოლო ინტერვიუში ბექჰემმა ახსენა ის პერიოდი როცა დატოვა იუანიტედი და მადრიდში გადაბარგდა, მისი თქმით ის 2 წელი ვერ უყურებდა მანჩესტერ იუნაიტედის მატჩებს რადგა ეს მისთვის ძნელი იყო. ის საუბრობს იმაზე რომ არანაირი ნეგატირუი განწყობა არ აქვს ფერგიუსონის მიმართ რადგან მან მისცა შანსი აესრულებინა ოცნება და მას სჯეროდა ბექჰემის. იხილეთ ეს ინტერვიუ ამ ისტორიიდან ყველაფერი გამოვიდა რეალურად ძალიან ცხოვრებისეულად. ვიღაცა მიდის ვიღაცა რჩება, არის კონფლიქტიც, მაგრამ პროფესიონალი ადამიანები არ კარგავენ ერთმანეთის პატივისცემას. თუმცა ეს ამბავი ბევრჯერ გაიწელა და დამახინჯდა, ათასი რამ დაიწერა და ამით გაზეთებმა ბევრი ფული იშოვეს. სტატიაში გამოყენებული ციტატები და ფაქტები არის დევიდ ბექჰემი გარი ნევილის და ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიებიდან და შეესაბამება სრულ სიმართლეს. ავტორი: David Bero

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ონანა: "ამ მეკრეებისგან ბევრი უნდა ვისწავლო"

ამსტერდამის "აიაქსის" მეკარემ, ანდრე ონანამ თანამედროვეობის გამორჩეული მეკარეები დაასახელა.

დღეს, 03:14

ოფიციალურად: გურამ გოგიჩაშვილმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

ოფიციალურად: გურამ გოგიჩაშვილმა პარიზულ გრანდთან კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა

დღეს, 03:12

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

ლიდერები განაცხადს მიღმა - საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის ცნობილია

დღეს, 02:59

ეროვნული ლიგა - მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 02:14

კახა ჩხეტიანი: "ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა"

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:34

ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა, სელტიკს შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" "შერიფს" დაუპირისპირდება.

დღეს, 01:32

ევროპა ლიგაზე ტორპედოს და ჩიხურას საშინაო მატჩები ერთ დღეს აქვთ - სად ითამაშებენ გუნდები?

დღეს გაიმართა ევროპა ლიგის წილისყრა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

დღეს, 00:58

“იაპონიის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებთ“ - ფილ ნევილი

19 ივნისს ქალთა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური გაიმართება.

დღეს, 00:50

მაკელელე ჩელსიში ბრუნდება

46 წლის კლოდ მაკელელე, სავარაუდოდ, ძველ გუნდს დაუბრუნდება.

დღეს, 00:33

ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის ბოსებს მიმართავს და გუნდში სტივ უელშის მოყვანას ითხოვს.

დღეს, 00:20

მხოლოდ 5 ათასი ბილეთი სუპერ თასისთვის

სუპერ თასისთვის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ ქომაგებს მხოლოდ 5 ათასი ბილეთი გამოუყვეს.

დღეს, 00:12

ახალი დონარუმა? - ბარსა ვენესუელელს უმიზნებს

„ბარსელონა“ 21 წლის მეკარეზე ნადირობს.

გუშინ, 23:59

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

გუშინ, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

გუშინ, 23:39

“გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

გუშინ, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 23:12

ტორეირა მილანთან ახლოსაა

ლუკას ტორეირას „არსენალის“ დატოვება სურს.

გუშინ, 22:58

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

გუშინ, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

გუშინ, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

გუშინ, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 20:31

ატლეტიკომ როდრის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, როდრი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

გუშინ, 19:31

კლოპმა ლივერპულის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

გუშინ, 19:21

ფელიში ატლეტიკოში? - ბენფიკას ოფიციალური განცხადება

"ბენფიკამ" ჟოაო ფელიშის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:17

მიულერმა ზღაპრული წინადადება იუარა, მიზეზები ცნობილია

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კლუბიდან წასვლა არ ისურვა.

გუშინ, 19:12

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ტოტი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა.

გუშინ, 19:09

ვინ იქნება რეალის მეორე მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ცნობილია გოლკიპერი, რომელიც მომდევნო სეზონში "რეალში" ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

გუშინ, 19:03

ოფიციალურად: ნესტა იტალიური გუნდის მწვრთნელი გახდა

"მილანის" ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ იტალიური გუნდი ჩაიბარა.

გუშინ, 18:47

ოფიციალურად: აიაქსი მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "აიაქსმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა.

გუშინ, 18:44

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

გუშინ, 17:59

ყველა სიახლე