» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

უქმეების 5 მატჩი, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება



"ნანტი" - "მონაკო" (კვირა; 23:55) "მონაკოს" ამჟამინდელი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. გუნდმა ბოლო 2 ტურში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო და "პსჟ"-ს 5 ქულით ჩამორჩება. "კანარეიკაზე" გასვლითი თამაშიც არ იქნება ადვილი. "ნანტს" 13 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და "მონაკოს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ამიტომ ამ შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათ შანსი აქვთ "მონაკოს" ქულებით გაუთანაბრდნენ. "ნანტიდან" უნდა გამოვარჩიოთ სერბი თავდამსხმელი ჯორჯევიჩი, რომელსაც 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირებს კავანის და ფალკაოს მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება. ასე რომ, ამ მატჩში რადამელ ფალკაოსა და ჯორჯევიჩის მცირე დუელიც შედგება   "მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემი" (კვირა; 17:30) ბოლო ტურში ორივე გუნდი მოულოდნელად დამარცხდა. "მანჩესტერ სიტის" "სანდერლენდმა" სძლია 1-0, ხოლო "ტოტენჰემი" უაით ჰარტ ლეინზე "ნიუკასლთან" დამარცხდა ამავე ანგარიშით. სწორედ ამიტომ, ეს გუნდები საუკეთესო ოთხეულს კიდევ უფრო ჩამოსცილდნენ. სამნახევარი წლის წინ, "დეზებმა" "ქალაქელები" ეტიჰად სტეიდიუმზე დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "სიტიმ" საკუთარ მოედანზე 5 ჩატარებული მატჩიდან ხუთივეში მოიპოვა გამარჯვება. მიუხედავად კომპანის, იოვეტიჩისა და სილვას ტრავმებისა, "სიტის" შესწევს ძალა, რომ "ტოტენჰემს" მყარად დაუდგეს. ეს მატჩი საინტერესო იქნება იმით, რომ ნეგრედოს და სოლდადოს ერთმანეთის პირისპირ კიდევ ერთხელ მოუწევთ თამაში.   "ევერტონი" - "ლივერპული" (შაბათი: 16:45) "ევერტონს" საკუთარ მოედანზე უკანასკნელი 14 მატჩიდან არცერთი არ წაუგია. ბოლო 3 მატჩში კი მათ გოლიც არ აქვთ გაშვებული. თუმცა ამჟამად მასპინძლების წინააღმდეგ ითამაშებს სუარესი-სტარიჯის ტანდემი, რომელთა ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 18 გოლია. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელმა ფორვარდმა მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, თუმცა 8 გოლის გატანა მოახერხა. ბეინსი და მისი გუნდი კი კიდევ შეეცდება ჰოვარდის კარი მშრალად შეინახონ. "ევერტონის" თავდასხმის ხაზს კი ლუკაკუ წარმოადგენს, რომელიც ბოლო დროს ცოტა ჩამქრალია, თუმცა ნებისმიერ წამს უნდა ველოდოთ მისგან სიტუაციის გამწვავებას. წინა სეზონში, "ლივერპულმა" "ევერტონთან" გასვლაზე პირველად ითამაშა ფრე 13 წლის განმავლობაში. ამჟამად "მერსესაიდელები" სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას 23 ქულით იკავებენ, "არსენალი" მათ 2 ქულით უსწრებს. ხოლო რაც შეეხება "ევერტონს", ის 20 ქულით მე-6 ადგილზეა და "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. სავარაუდო შემადგენლობები: "ევერტონი": ჰოვარდი, ჯაგიელკა, დისტინი, ბეინსი, მაკარტნი, ბარი, მირალაში, ოსმანი, პიენაარი, ლუკაკუ. "ლივერპული": მიგნოლეტი, სისოკო, აგერი, შკრტელი, ჯონსონი, ლუკასი, კოუტინიო, ჯერარდი, ჰენდერსონი, სუარესი, სტარიჯი.   "სევილია" - "ბეტისი" (კვირა; 23:55) "ბეტისი" პრიმერა დივიზიონში უკანასკნელ ადგილზე იმყოფება. გუნდმა 13 ტურის შემდეგ მხოლოდ 9 ქულის დაგროვება მოახერხა. "სევილია" კი სატურნირო ცხრილში დაახლოებით შუაში იმყოფება. "ბეტისს" უკვე 2 თვეა რაც ლა ლიგაში მატჩი არ მოუგია, ეს ყველაფერი კი სატურნირო მდგომარეობას ნათლად ასახავს. უკანასკნელ ტურში "ანდალუსიელებმა" "ესპანიოლი" გასვლაზე დაამარცხეს 1-3, რამაც ხასიათი მეტად გამოუკეთა გუნდს, რადგან მათ ზედიზედ 2 მარცხი იწვნიეს ჯერ "რეალთან" 7-3 და შემდეგ შინ "სელტასთან" 0-1. ორივე გუნდის დანაკლისი საკმაოა, რამაც შესაძლოა მატჩის მიმდინარეობაზე გავლენა იქონიოს. უნაი ემერიმ შესაძლოა დენის ჩერიშევი ჩართოს თამაშში. მან ტრავმა მოიშუშა და სავარაუდოა, რომ იგი მეორე ტაიმში შემოვა მინდორზე. სავარაუდო შემადგენლობები: "სევილია": ბეტო, ფიგეირასი, ნავარო, მორენო, იბორო, კრისტოფორო, ჯაირო, რაკიტიჩი, ვიტოლო, ბაკა. "ბეტისი": სარა, ნაჩო, ამაია, პაულაო, შტეინჰოფერი, რეიესი, ტორესი, კარლოსი, ვერდუ, ვადილო, მოლინა.   "ბორუსია" - "ბაიერნი" (შაბათი; 21:30) ბუნდესლიგა, მე-13 ტური - დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს. ეს დაპირისპირება მიმდინარე შედეგების მიხედვით უძლიერესია მსოფლიოში. გასული ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებმა უკვე ითამაშეს გერმანიის თასზე და გოლების ფეიერვერკი შემოგვთავაზეს. იურგენ კლოპის შეგირდებმა გვარდიოლას ახალჩაბარებული გუნდი 4-2 დაამარცხა. ამ მატჩში დუბლი როისმა და რობენმა გაიფორმეს, ხოლო რიბერმა საერთოდ ვერ შეძლო საკუთარი გუნდის დახმარება. ფრანგი ფეხბურთელი შაბათს გასამართ მატჩშიც ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა გვარდიოლას აქვს კოზირი მარიო გიოტცეს სახით. ამ შეხვედრაში ასევე იქნება დაპირისპირება რობერტ ლევანდოვსკსა და მარიო მანჯუკიჩს შორის. პოლონელ ფეხბურთელს ალბათ სურს, რომ მარიოს ადგილი სწორედ მან დაიკავოს მომავალ სეზონში. ლევანდოვსკი ბომბარდირთა დავას 9 გატანილი გოლით ლიდერობს, თუმცა მანჯუკიჩი მას მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება. "ბორუსია" აღნიშნულ შეხვედრას დანაკლისით ხვდება. დორტმუნდელებს ვერ დაეხმარება ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი და პიშჩეკი. სავარაუდო შემადგენლობები: "ბორუსია": ვაიდენფელერი, ბლაშიკოვსკი, სოკრატისი, ფრიდრიხი, გროსკროიცი, ბენდერი, შაჰინი, აუბამეიანგი, მხითარიანი, როისი, ლევანდოვსკი. "ბაიერნი": ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ხავი მარტინესი, რობენი, მიულერი, კროოსი, გიოტცე, მანჯუკიჩი.   მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე: LIVE.GOAL.GE

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"წაგება დავიმსახურეთ" - კლოპი ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" შინ "ატალანტას" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 02:53

აზარი: "ეს გოლი ჩემი თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი იყო"

მადრიდის "რეალი" ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 3-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

დღეს, 02:39

კადრები: დღეს, ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში პატივი დიეგო მარადონას მიაგეს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს, 02:30

კაკას შემდეგ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პენალტი რამოსის და რონალდუს გარეშე გაიტანა

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული მატჩი ჩაატარა და სტუმრად "ინტერი" 0:2 დაამარცხა.

დღეს, 02:26

პირველი გამარჯვება: რამდენი მატჩი არ ჰქონდა რეალს სან სიროზე მოგებული?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "ინტერს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:22

გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა - ის, რაც ჯერ არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტიმ" "ოლიმპიაკოსი" სტუმრად 0:1 დაამარცხა.

დღეს, 02:18

3 ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 3 სხვადასხვა კლუბიდან იქნა გაძევებული

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" სტუმრად "ინტერს" დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა.

დღეს, 02:13

აიაქსის ფეხბურთელი, რომელმაც კლიუვერტის და დე იონგის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამის "აიაქსი" "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:09

ცნობილია 6 გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ყველა მატჩი დასრულდა და ბევრი რამ გამოიკვეთა.

დღეს, 02:04

ბაიერნმა შინ ზალცბურგი დაამარცხა და პლეი-ოფში ადგილი დაიბევა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ბაიერნმა“ შინ „ზალცბურგი“ დაამარცხა - 3:1.

დღეს, 01:54

ატლეტიკომ შინ ლოკომოტივს ვერ მოუგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა ჯგუფური ეტაპის მე-4 რაუნდის მატჩი "ატლეტიკოსა" და "ლოკომოტივს" შორის.

დღეს, 01:52

რეალმა ინტერი დამაჯერებლად დაამარცხა და ჯგუფში სიტუაცია გაიუმჯობესა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „რეალმა“ სტუმრად „ინტერი“ დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:51

ლივერპული ენფილდზე ატალანტასთან დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „ლივერპული“ შინ „ატალანტასთან“ 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:50

წინ მხოლოდ ორი არაადამიანია! ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგაზე რაულს გაუტოლდა

„ზალცბურგთან“ გატანილი გოლი რობერტ ლევანდოვსკისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

დღეს, 01:49

VIDEO: ნოიერის წარმოუდგენელი ორმაგი სეივი ზალცბურგთან მატჩში

„ზალცბურგთან“ მატჩში მანუელ ნოიერმა თავისი არაადამიანური შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინა.

დღეს, 01:46

საშინელი სერია დასრულდა! ბოლოს როდის ჰქონდა გატანილი აზარს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე?

მადრიდის „რეალი“ „ინტერთან“ მატჩში ედენ აზარის ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით დაწინაურდა.

დღეს, 00:11

ფოტოები: ნეაპოლი ამ წუთებში - ათასობით გულშემატკივარი კუმირს ქუჩაში ემშვიდობება

კლუბის ლეგენდის, დიეგო მარადონას ხსოვნის საპატივცემლოდ, ნეაპოლი მისი სურათებით გადაჭრელდა, ხალხი კი ქუჩებშია გამოსული.

გუშინ, 23:59

სიტიმ საბენძნეთში მინიმალურად იმარჯვა და პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „სიტიმ“ სტუმრად „ოლიმპიაკოსი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 0:1.

გუშინ, 23:55

რამოსის, კაზემიროს და ბენზემას გარეშე - ინტერი V რეალი [სასტარტო შემადგენლობები]

ჩემპიონთა ლიგის დღის ცენტრალურ მატჩამდე ცოტა დრო რჩება.

გუშინ, 22:48

ნაპოლის სტადიონს შესაძლოა მარადონას საპატივცემლოდ სახელი შეეცვალოს

დიეგო მარადონას გარდაცვალებას „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა.

გუშინ, 22:12

"ის არ გვტოვებს, რადგან დიეგო მარადიულია!" - მესი მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

60 წლის ასაკში, გულის შეტევით ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა.

გუშინ, 22:09

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება

დღეს გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.

გუშინ, 22:06

"სპორტში სიცარიელემ დაისადგურა", - ნადალი

ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებას ესპანელი ჩოგბურთელი რაფა ნადალიც ეხმაურება.

გუშინ, 21:52

არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

სამშობლოში დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას ათმაგად განიცდიან.

გუშინ, 21:47

"ეს სიცარიელე ვერადსროს ამოივსება", - რონალდუს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში კრიშტიანუ რონალდუ ეხმიანება.

გუშინ, 21:42

"ერთხელაც, ზეცაში ბურთს ერთად გავაგორებთ", - პელე

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას ბევრისთვის ფეხბურთის მეფე, პელე გამეოხმაურა.

გუშინ, 21:35

"ყოველთვის ემოციებს და ღიმილს მგვრიდი", - შევჩენკო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა, ანდრეი შევჩენკო, დიეგო მარადონას მოულოდნელ გარდაცვალებას გამოეხმაურა.

გუშინ, 21:29

საშინელი დამთხვევა - დღე, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შავად ჩაიწერება

ფეხბურთის ორი უდიდესი ლეგენდა ერთი და იმავე დღეს გარდაიცვალა.

გუშინ, 21:20

VIDEO: მარადონა გულშემატკივრებს გახურებითაც კი ახარებდა

ლეგენდარული ფეხბურთელი დღეს, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გუშინ, 20:49

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული დიეგო მარადონა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გუშინ, 20:28
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10