ავტორიზაცია

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!
თარიღი 27 Jun 2017, 23:54
აჭარაბეთმა სამაგიდო თამაშების მოყვარულებს უპრეცედენტო გათამაშება შესთავაზა.

სამაგიდო გრანპრის აქციის ფარგლებში 8 კვირის განმავლობაში, ყოველ ოთხშაბათს თამაშდებოდა ფულადი პრიზები და უახლესი Toyota RAV4.
გათამაშების ბილეთების დაგროვება შესაძლებელი იყო ნარდის, დომინოს, ბურასა და იაპონური ჯოკერის ქეშ მაგიდებზე.

გათამაშების ფარგლებში უკვე გამოვლენილია 40 იღბლიანი გამარჯვებული, 32 მათგანს გადაეცათ ფულადი პრიზები, რვა იღბლიანი კი Toyota RAV4-ის მფლობელი გახდა. კუთვნილი მანქანების გადასაფორმებლად გამარჯვებულები სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ უკან კი უკვე ახალი Toyota RAV4-ით დაბრუნდნენ - ფოთში, ქუთაისში და მცხეთაში.

რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ რომ მანქანა მოიგეთ?

ნანი: ჩემი ემოციები არ იკითხოთ. სულ მთლად გადავირიე. ჩემმა ძმიშვილმა რომ დამირეკა და მითხრა, არც ვუჯერებდი. მერე ჩემს ბიჭს დაურეკა მისმა მეგობარმა, შენი დის ხმა იყო აშკარად ტელევიზორში, მანქანა მოიგეთო. გადარეულები ვიყავით მთელი ოჯახი.
შალვა: პირველ გათამაშებაში სულ რაღაც 9 ბილეთი გვქონდა, ჯამურად 10 ლარზე მეტი არ გვითამაშია ასე რომ საერთოდ არ ველოდებოდი მოგებას. მე საზღვარგარეთ ვიყავი წასული და ტელეფონს დედაჩემმა უპასუხა. მაშინვე დამირეკა დედამ და მახარა. თავიდან არ მჯეროდა, ხომ არ მეხუმრება მეთქი.

ნარგიზა (დედა): შალვა წასული იყო და მე მქონდა მისი ნომერი ჩართული. არ ვიცი წინათგრძნობა იყო თუ რა, მაგრამ გათამაშების დაწყებამდე ნახევარი საათით ვუთხარი მეუღლეს, დაგვირეკავენ მეთქი. მანქანაზე ვიხუმრე, ჩემია ეს მანქანა მეთქი. ჰოდა გამართლდა კიდეც.

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!

adjarabet.com-მა გამარჯვებულებს ავტომობილები გადასცა!