» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

იმერული დერბისა და "დინამო"-"დილას" მოლოდინში



ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტური 24 ნოემბერს ჩატარდება. სანაკრებო თამაშების გამო აღებული პაუზის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაშები გველის, რომელთაგან იმერული დერბი - "ტორპედო"-"ზესტაფონი", ასევე "დინამო" თბილისისა და "დილას" და "მეტალურგი"-"ჩიხურას" მატჩებია აღსანიშნავი. სამტრედია, ცენტრალური სტადიონი. 14:00 „მერანი“ – „გურია“ მძიმე მდგომარეობა აქვს მარტვილის „მერანს“. ამ გუნდს, რაც სახლის მატჩებს სამტრედიაში ატარებს, მას შემდეგ ქულის მოპოვებაც კი უჭირს. უკანასკნელი 4 მატჩი მეგრელებმა წააგეს და ცხრილშიც ქვედა ნაწილისკენ ჩაინაცვლეს. გურულები მე-3 ადგილზე იმყოფებიან და ვერავინ იტყვის, რომ დაუმსახურებლად. ეს გუნდი შინ ქულას არ კარგავს და სტუმრადაც, რომ უკეთ დაიწყონ ბურთაობა, შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებენ. მიუხედავად ამისა, "გურიას" აქვს პრობლემები, რომელიც ფინანსებს ეხება. ეს კი ისეთი პრობლემაა, რომლსაც ყველაფრის წყალში ჩაყრა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს ჯერჯერობით ჩემპიონატში ფრე არ უთამაშიათ. პირველ წრეში "გურიამ" 1-0 დაამარცხა "მერანი".   მცხეთა, „მცხეთა პარკი“. 14:00 „ვიტ ჯორჯია“ – „ზუგდიდი“ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება მცხეთაში შედგება, სადაც უკანაკნელ 3 მატჩში დამარცხებული „ვიტ ჯორჯია“ „ზუგდიდის“ უმასპინძლებს. ვიტელები ახლაც თუ დამარცხდებიან, რთულ ვითარებაში ჩაიგდებენ თავს. „ზუგდიდში“ ცვლილებებია, ფეხბურთელების ხელფასების პრობლემა ნელ-ნელა გვარდება და ახალი ბიუჯეტიც უკვე განსაზღვურლია. ამის გარდა, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს გიორგი დარასელიას სახით. ეს ყველაფერი კი წესით შედეგზე უნდა აისახოს. ამ მომენტისთვის „ზუგდიდი“ ბოლო ადგილზეა, მხოლოდ 1 მოგება აქვს და ყველაზე ცოტა  - 5 გატანილი ბურთი. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა 0-0 დასრულდა.   გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი. 14:00 „სიონი“ – „სპარტაკი“ ეს შეხვედრა გორში შედგება, სადაც გასულ ტურში „სიონმა“ „დილა“ დაამარცხა და მოგების გემო გაიხსენა. ახლა ბოლნისელები „სპარტაკს“ შეხვდებიან და ეცდებიან კიდევ ერთი 3 ქულა მოიპოვონ, რაც ცხრილიდან გამომდინარე, ურიგო არ იქნება. „სპარტაკმა“, რომელიც ჩემპიონატის სტარტზე აშკარად აუტსაიდერი იყო და თამაშის მოგების გარდა, გოლის გატანაც კი უჭირდა, ბოლო ტურებში უკეთ დაიწყო ბურთაობა. ამას ისიც მოწმობს, რომ ბოლო ორი მატჩი მოიგო. თუ გუნდი ასეთივე სვლას გააგრძელებს, გასავარდნ ზონას მალე დააღწევს თავს. პირველ წრეში „სიონმა“ სტუმრად 0-2 იმარჯვა.   რუსთავი, „ფოლადის“ სტადიონი. 14:00 „მეტალურგი“ – „ჩიხურა“ კარგი თამაში უნდა გამოვიდეს რუსთავში, სადაც „მეტალურგი“ „ჩიხურას“ მასპინძლობს. რუსთაველებმა ბოლო ტურებში ძალიან მოუმატეს და მე-4 ადგილზე ამიტომაც გადაინაცვლეს. ახლა „მეტალურგი“ მეორეზე მყოფ „ჩიხურას“ ხვდება და არაფერს დაიშურებს, რათა იმერული კლუბი შინ უქულოდ გაუშვას. „ჩიხურა“ პირველზე მყოფ „დინამოს“ 4 ქულით ჩამორჩება და ახლა წაბორძიკების უფლება არ აქვს, რადგან შესაძლოა სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც ჩემპიონობის შანსებს შეამცირებს. ასე რომ, იმერულმა კლუბმა ყველაფერი უნდა იღონოს ქვემო ქართლში მოსაგებად. პირველ წრეში გუნდებმა ფრე 1-1 ითამაშეს.  აღსანიშნავია, რომ „მეტალურგი“ შინ დაუმარცხებლად ასპარეზობს. „ჩიხურა“ კი ის გუნდია, რომელსაც ჩემპიონატის ყველა ტურში მინიმუმ 1 გოლი მაინც გააქვს.     ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი. 16:00 „ტორპედო“ – „ზესტაფონი“ ჩემპიონატის სტარტზე „ტორპედო“ ჩინებულად თამაშობდა, უშვებდა ცოტა გოლს და ქულებსაც ისე აგროვებდა, რომ ლიდერთა შორის იმყოფებოდა. უკანაკნელ ტურებში კი, ქუთაისლებს საქმე ცუდათ მისდით. ბოლო სამი მატჩი ერთნაირი ანგარიში - 1-2 წააგეს და მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს. ეს იმერული დერბი კარგი შანსია ამ წარუმატებელი სერიისთვის წერტილის დასასმელად. „ზესტაფონში“ გია გეგუჩაძე კი დაბრუნდა და პირველივე თამაშში „დინამოსთან“ მარცხის მიუხედავად, ჩინებულად ითამაშა გუნდმა, მაგრამ ახლა კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია არის იმედგაცრუებული ქართულ ფეხბურთში არსებული სიტუაციით, რის გამოც ამ კლუბის ირგვლივ მოვლენების განვითარება ბურუსითაა მოცული. კონკრეტულად ამ თამაშში კი აშკარად  არაფერს დათმობენ ზესტაფონელები და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდებიან. მართლაც უნდა ითქვას, რომ პირველი წრის თამაში გამორჩეული და კარგი სანახაობრივი იყო. მაშინ „ტორპედომ“ 2-3 დაამარცხა მეტოქე.     თბილისი, „დინამო არენა“. 18:00 „დინამო“ – „დილა“ კარგი თამაშის მოლოდინშია თბილისიც. სადაც ჩემპიონი „დინამო“ „დილას“ უმასპინძლებს. დედაქალაქელები შინ ყველა მატჩს იგებენ და ამ შეხვედრაშიც ფავორიტები არიან, მითუმეტეს, რომ ახლა მოგებით შანსი აქვთ პოზიცია უფრო გაიმყარონ, რადგან მეორეადგილოსან „ჩიხურას“ რთული მატჩი ელის. „დილას“ პრობლემები აქვს და ეს უკანაკნელ ტურში, „სიონთან“ წაგებულ შეხვერაშიც გამოჩნდა. არადა „დილა“ „დინამოს“ თამაშის შემდეგ, რომელიც პირველ წრეში გორში შედგა, ბევრს ეგონა, რომ სწორედ ეს ორი გუნდი იბრძოლებდა ჩემპიონოისთვის. „დინამოს“ შემთხვევაში ასე ხდება, გუნდი პირველ ადგილზეა, აი, „დილა“ კი ჯერჯერობით ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის. პირველი წრის თამაში 1-1 დასრულდა.   ბომბარდირები: 9 - ირაკლი მოდებაძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), 7 – დორინ გოგა (“დინამო”), 5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”), 4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”), 3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (“გურია”)  
 წყარო: Geosports.Ge - გიორგი ბაბუნაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

Nike-მა ბარსელონას ახალი ფორმა გაყიდვიდან ამოიღო, მიზეზი - დაბალი ხარისხი

Nike-ის ოფიციალურ მაღაზიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვაში უნდა შესულიყო "ბარსელონას" ახალი ფორმა, მაგრამ ასე არ მოხდა.

დღეს, 14:29

ნოიერსა და ობლაკზე წინ - კურტუას საუკეთესო შედეგი ევროპის ტოპ-5 ლიგაში

"ხეტაფესთან" მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მეკარეს, ტიბო კურტუას ლა ლიგაში 16 მშრალი მატჩი დაუგროვდა.

დღეს, 14:09

ნევილმა სიტი-ლივერპულის ყველაზე სუსტი მოთამაშის შესახებ: "სრული კოშმარი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" შეხვედრის ყველაზე სუსტი მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 13:52

მშვიდობით, კოუტინიო - სანეს ნომერი ბაიერნში ცნობილია

ადიდასის ოფიციალური ტვიტერის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულის, ლეროი სანეს სათამაშო ნომერი ცნობილია.

დღეს, 13:42

ფაბრეგასი: "იმის გათვალისწინებით, რომ სამი დღეა არ უძინიათ, ლივერპული ძალიან კარგად თამაშობს"

„მანჩესტერ სიტისთან" მატჩში „ლივერპულის" გამანადგურებელ მარცხს, ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ირონიულად გამოეხმაურა.

დღეს, 12:50

რივალდო: "ვერ ვხვდები, რატომ ეძლევა გრიზმანს ასე მცირე სათამაშო დრო"

„ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, რივალდომ, ანტუან გრიზმანის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

დღეს, 12:30

პრაქტიკულად შეთანხმებულია! ტიაგო ალკანტარა ახალ გუნდს უახლოვდება - SPORT

კატალონიური გამოცემა Sport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 12:15

ბაიერნმა სიტის მოუბოდიშა

მიუნხენის „ბაიერნმა" „მანჩესტერ სიტის" ლეროი სანეს სურათის ნაადრევი გამოქვეყნების გამო, ბოდიში მოუხადა.

დღეს, 12:00

"პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა", - სანეს პირველი კომენტარი ბაიერნში გადასვლის შემდეგ

ნახევარმცველმა ლეროი სანემ „მანჩესტერ სიტიდან" „ბაიერნში" გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 11:55

კლოპი: "თუ იმის თქმა გინდათ, რომ კონცენტრირებულები არ ვიყავით, მიდით, მაგრამ მე გუნდის განწყობა მომეწონა"

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „მანჩესტერ სიტისთან" განადგურებაზე (0:4) ისაუბრა.

დღეს, 11:49

VIDEO: გუნდური თამაშის მარგალიტი! ატალანტას ულამაზესი გოლი ნაპოლის კარში

ჯანპიერო გასპერინის გუნდმა „ნაპოლის" ულამაზესი გოლი გაუტანა.

დღეს, 11:23

ლინეკერი: "ვიწყებ ფიქრს, რომ ლივერპული ქაფის ბუშტი იყო"

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, „ლივერპულის" „სიტისთან" გამანადგურებელ წაგებას კომენტარი „ტვიტერში" გაუკეთა.

დღეს, 11:19

ოფიციალურად: ლეროი სანე - ბაიერნის ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაეირნმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ლეროი სანეს ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს, 11:16

ჩილეს ნაკრების ექს-ფეხბურთელს 4-წლიანი ციხე, ვარსკვლავების ბინის ძარცვისთვის მიესაჯა

ჩილეს ნაკრების ექს-ფეხბურთელს, ნიკოლას კარასკო ოვიედოს, თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

დღეს, 10:58

ზიდანი ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ლეო მესის „ბარსელონადან" შესაძლო წასვლის ინფორმაციას გამოეხმაურა.

დღეს, 10:52

"იმედგაცრუების უკეთ მიღებას თუ არ მივეჩვიე, შეიძლება ფეხბურთიდან ვერასდროს წავიდე", - ბუფონი

„იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, ისაუბრა, თუ რატომ აგრძელებს საფეხბურთო კარიერას.

დღეს, 10:45

გვარდიოლა: "უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო"

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „ლივერპულის" განადგურებაზე (4:0) ისაუბრა.

დღეს, 10:40

ლივერპულმა არსენალის 22-წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტიმ" „ლივერპული" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 10:36

3 მიზეზი, რის გამოც მესი ბარსელონადან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს

ესპანური გამოცემა Cadena SER იტყობინება, რომ „ბარსელონასთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ლიონელ მესი გუნდიდან წასვლას აპირებს.

დღეს, 10:29

შეთანხმება მიღწეულია! ბარსელონაში ხავი ინიშნება - Mundo Deportivo

„ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი გუნდში მწვრთნელად ინიშნება.

დღეს, 10:26

როგორი სტატისტიკით დატოვა ლევან მჭედლიძემ დინამო თბილისი?

დღეს, "დინამო თბილისის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ლევან მჭედლიძემ" გუნდი დატოვა.

დღეს, 04:16

დე ბრუინი ანრის ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპული" 5:0 გაანადგურა.

დღეს, 04:05

ლეო მესი ბარსელონას დატოვებს?

კატალონიის "ბარსელონაში" არეული სიტუაციაა და ამას მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის მოსვლას უკავშირებენ.

დღეს, 04:02

ზიდანი: "ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები მოთამაშეები არიან"

"ხეტაფესთან" მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 04:00

გვარდიოლა 4:0 მოგების შემდეგ: "ამ კვირაში ლივერპულმა ბევრი ლუდი დალია"

"ლივერპულთან" მოგებული 4:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

დღეს, 02:58

კლოპი: "სიტისთან მატჩს ჩემი ფეხბურთელები სრული სერიოზულობით მოეკიდნენ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა - მოქმედი ჩემპიონი "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" 4:0 განადგურდა.

დღეს, 02:54

სტერლინგი ლივერპულთან გამარჯვების შემდეგ: "მომდევნო სეზონი დღეს დაიწყო!"

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა "ლივერპულთან" მოგებული 4:0 მატჩი შეაფასა.

დღეს, 02:49

მოურინიო VAR-ს გადაეკიდა: "როცა ლამაზი თამაშია, ეს ყველაფერს აფუჭებს"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "შეფილდი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

დღეს, 02:46

20 დარტყმა, 20 გოლი - რამოსის ბრწყინვალე შედეგი

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალმა" თანაქალაქელი "ხეტაფე" სერხიო რამოსის პენალტით დაამარცხა.

დღეს, 02:42

რეალისა და ხეტაფეს მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:39
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10