ავტორიზაცია

7 ტრავმირებული ფეხბურთელი — რეალი მანჩესტერ სიტის საკადრო პრობლემებით უმასპინძლებს

7 ტრავმირებული ფეხბურთელი — რეალი მანჩესტერ სიტის საკადრო პრობლემებით უმასპინძლებს
თარიღი 09 Dec 2025, 12:12
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. მაყურებელს რეალ მადრიდისა და მანჩესტერ სიტის საინტერესო დაპირისპირება ელოდება, სადაც დიდი შანსია ჩაბი ალონსოს მომავალი გაირკვეს — მადრიდელებმა გამარჯვება თუ ვერ მოახერხეს, ესპანელი სპეციალისტი შესაძლოა სამეფო კლუბს დაემშვიდობოს.

ამ პრინციპულ მატჩს რეალ მადრიდი ძალიან დიდი დანაკლისით ხვდება. სამეფო კლუბს ამ შეხვედრაში არც მეტი, არც ნაკლები 7 ფეხბურთელი დააკლდება: დინ ჰაუსენი, დანი კარვახალი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ედერ მილიტაო, ფერლანდ მენდი, ედუარდო კამავინგა და დავიდ ალაბა — ეს ფეხბურთელები მანჩესტერ სიტისთან მატჩს 100% გამოტოვებენ.

შეგახსენებთ, რეალ მადრიდს 5 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, პეპ გვარდიოლას გუნდს 10 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.