უმაღლესი ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა



გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურის განხილვას. „მეტალურგი“ რუსთავი - „ჩიხურა“ საჩხერე 1-1 გოლი: ბესიკ დეკანოიძე (5), დენის დობროვოლსკი (57) გაფრთხილება: 44’ დენის დობროვოლსკი („მეტალურგი“), 62’ გიორგი გაბედავა („ჩიხურა“), 88’ გიორგი მახვილაძე („მეტალურგი“) როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. შეხვედრაში ანგარიში მალევე, მეხუთე წუთზე, გაიხსნა. გოლის ავტორად კი, ბესიკ დეკანოიძე მოგვევლინა. მიუხედავად ადრეული გოლისა, რუსთაველმა ფეხბურთელებმა შეძლეს მობილიზება და 57 წუთზე დენის დობროვოლსკის ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს. ამ ფრის შედეგად „ჩიხურამ“ ლიდერთან სხვაობის შემცირება ვერ შეძლო, „მეტალურგი“ კი, ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა და ლანჩხუთის „გურიას“ 2 ქულით ჩამორჩება. „მერანი“ მარტვილი - „გურია“ ლანჩხუთი 1-2 გოლი: ალექსანდრე კოშკაძე (37, 50), ლაშა კუჭუხიძე (65) გაფრთხილება: 37’ შოთა ბაბუნაშვილი („მერანი“), 49’ ლაშა კუჭუხიძე(„მერანი“), 54’ ვლადიმერ ჯოჯუა („გურია“), 80’ კიჭი მელიავა („მერანი“), 88’ პაპუნა ფონიავა („მერანი“), 90’ მამუკა ტორონჯაძე (გურია) სამტრედიაში შეკრებილმა გულშემატკივარმა უშეღავათო ბრძოლა და საკმაოდ საინტერესო მატჩი იხილა. შეხვედრის არბიტრმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 6 ყვითელი ბარათი უჩვენა. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება გურულმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს. ანგარიში მათმა გამოცდილმა ნახევარმცველმა, ალექსანდრე კოშკაძემ, 37-ე წუთზე გახსნა. იმავე კოშკაძემ 50-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. მარტვილელებმა ერთი გოლის გაქვითვა 65-ე წუთზე შეძლეს, გოლის ავტორი ლაშა კუჭუხიძე გახდა. ზედიზედ მესამე გამარჯვებით „გურიამ“ „მეტალურგს“ გადაასწრო და მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა. „მერანი“ კი, წარუმატებელ სვლას აგრძელებს და ბოლო ადგილოსანთან ჩამორჩენა 5 ქულაა. „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 1-0 გოლი: ლევან კუხალეიშვილი (90) ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო. ვერც იმას ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდს გამოკვეთილი უპირატესობა ჰქონდა. უკვე სრულდებოდა, როდესაც 90-ე წუთზე ლევან კუხალეიშვილმა ზუსტად დაარტყა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. ეს გამარჯვება ვეტერინარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ისინი ზედიზედ სამი ტური ვერ ახერხებდნენ გამარჯვებას. მატჩში დაფიქსირებულ შედეგს ცხრილში მნიშვნელვანი ცვლილებები არ გამოუწვევია, ორივე გუნდი იმავე პოზიციაზე დარჩა. „სიონი“ ბოლნისი - „სპარტაკი“ ცხინვალი 3-2 გოლი: ალექსანდრე გოგობერიშვილი (18), გიორგი თექთურმანიძე (28), ლაშა ჩაფიძე (68), გიორგი კახელიშვილი (83), ზვიად ლობჟანიძე (85) გაფრთხილება: 42’ ნიკა მგელაძე („სპარტაკი“), 61’ ზვიად ლობჟანიძე („სიონი“), 66’ გიორგი თექთურმანიძე („სპარტაკი“), 72’ ლაშა ჩაფიძე („სპარტაკი“) გაძევება: 83’ ლაშა ჩაფიძე (ორი ყვითელი) ნამდვილი საფხბურთო თრილერი იხილა გორში შეკრებილმა ფეხბურთის გულშემატკივარმა. „სიონმა“ ანგარიშის გახსნა მე-18 წუთზე, ალექსანდრე გოგობერიშვილის, ზუსტი დარტყმის წყალობით მოახერხა. ცხინვალელებმა ამ გოლს ათიოდე წუთში უპასუხეს და ანგარიში გაათანაბრეს, გოლის ავტორი გიორგი თექთურმანიძე გახდა. ასე დასრულდა პირველი ნახევარი. 68-ე წუთზე გოლის გატანა ლაშა ჩაფიძემ მოახერხა და „სპარტაკი“ დააწინაურა. 83-ე წუთზე გიორგი კახელიშვილმა წონასწორობა აღადგინა, ამავე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ლაშა ჩაფიძემ და მოედანი ნაადრევად დატოვა. რიცხვობრივი უპირატესობა ბოლნისელებმა კარგად გამოიყენეს და 85-ე წუთზე ზვიად ლობჟანიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. „ტორპედო“ ქუთაისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 0-1 გოლი: ავთო ენდელაძე (55) გაფრთხილება: 15’ რენე ფერეირა („ზესტაფონი“), 29’ დავით უბილავა („ტორპედო“), 80’ ვახტანგ ჭანტურიშვილი („ზესტაფონი“), 83’ ლაშა შარიქაძე („ზესტაფონი“) საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ქუთაისში გამართული იმერული დერბი. პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ქუთაისელი ფეხბურთელები ფლობდნენ და გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ტაიმის ბოლოს გია გეგუჩაძის შეგირდები გააქტიურდნენ და ორი ძალიან რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა მაქსიმე ქვილითაიამ ორივე ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა და გუნდი გადაარჩინა. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ტერიტორიულ უპირატესობას კვლავ ტორპედოელები ფლობდნენ, მაგრამ დაცვაში ძალიან უყურადღებოდ თამაშობდნენ და სწორედ ეს გახდა გადამწვეტი. ერთ-ერთი ასეთი შეცდომით ავთო ენდელაძემ ისარგებლა და 55-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. ეს ზესტაფონელთა პირველი გამარჯვება იყო გუნდში დაბრუნებული გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისელთათვის კი, ეს მარცხი ზედიზედ მეოთხე აღმოჩნდა. „დინამო“ თბილისი - „დილა“ გორი 1-1 გოლი: გიორგი გველესიანი (17), ოთარ ხიზანეიშვილი (42) გაფრთხილება: 16’ ოთარ ხიზანეიშვილი („დილა“), 50’ ლევან ხმალაძე („დინამო“), 76’ ნიკა ფილიევი („დილა“) ბოლო პერიოდში ამ ორი გუნდის მონაწილეობით გამართული მატჩების მსგავსად, დღევანდელი ტურის უკანასკნელი შეხვედრაც დაძაბული და რაც მთავარია სანახაობრივი გამოდგა. საწყის წუთებში „დილა“ ფლობდა უპირატესობას შემდეგ კი, სათამაშო ინიციატივას „დინამო“ დაეუფლა. შეხვედრაში ანგარიში 17 წუთზე გაიხსნა, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს გიორგი გველესიანმა ზუსტი თავურით უპასუხა და დედაქალაქელები დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობას კვლავ „დინამო“ ფლობდა, თუმცა გორელებიც ცდილობდნენ მწვავედ შეეტიათ მეტოქისთვის. ერთ-ერთი ასეთი შეტევისას დინამოელები ირაკლი მოდებაძეზე დაჯარიმდნენ, საჯარიმო დარტყმა ბრწყნივალედ შეასრულა ექსდინამოელმა ოთარ ხიზანეიშვილმა და 42-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად, გორელთა უპირატესობით განახლდა, მაგრამ თბილისელებმა კვლავ მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა. ისინი აქტიურად უტევდნენ მეტოქეს, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა მატჩის ბოლო წუთები, როდესაც დინამოელებმა რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს, თუმცა მატჩი ფრედ, 1-1 დარულდა. cxrilsat წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფოტო: FC DINAMO

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პელე: "იმედია, რონალდუს ძალ-ღონე ეყოფა და ჩემ 1283-გოლიან ნიშნულს მიაღწევს"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ, გამოთქვა იმედი, რომ „იუვენტუსის“ შემტევი მის 1283-გოლიან ნიშნულს გააუმჯობესებს.

დღეს, 11:40

რამოსი: "ყველაფერი, რასაც ბეილზე ვიტყვი, ნეგატივს გამოიწვევს"

მადრიდის „რეალის“ მცველმა, სერხიო რამოსმა, უელსელ თანაგუნდელზე საუბარი არ ისურვა.

დღეს, 11:35

ვერნერი: "ლევანდოვსკის დონეზე ახლა მხოლოდ ერთი ან ორი ფეხბურთელი თუ თამაშობს"

გერმანული „ლაიპციგის“ შემტევმა, ტიმო ვერნერმა, რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 11:30

პოგბა ისევ ყოფილ გუნდში დაბრუნდება? იუვენტუსის სპორტული დირექტორი მანჩესტერში შენიშნეს

„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, მანჩესტერში შენიშნეს.

დღეს, 11:26

რაკიტიჩს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა და 45 მილიონი ევრო გაამზადა

„ბარსელონას“ ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, შესაძლოა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 11:22

რონალდუ VS მესი: ჰეთ-ტრიკების ბრძოლაში პორტუგალიელმა ლიდერობა გაზარდა

პორტუგალიამ ლიეტუვა გაანადგურა, კრიშტიანუ რონალდუმ კი მეცხრე სანაკრებო ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

დღეს, 11:12

"მინდა, მთელ ქვეყანაზე მქონდეს გავლენა", - რატომ იუარა დროგბამ ჩელსის მწვრთნელობა?

„ჩელსის“ ლეგენდარულმა ფორვარდმა, დიდიე დროგბამ, ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ დაბრუნდა გუნდში მწვრთნელის რანგში.

დღეს, 11:05

გალაქსის მწვრთნელი: "შესაძლოა, ზლატანმა კარიერა იტალიაში დაასრულოს"

„ლოს ანჯელეს გალაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გილიერმო ბაროს სკელოტომ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 10:59

შემადგენლობები, კომენტარები - დღეს საქართველოს ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას დღ​ეს, შვეიცარიის წინააღ​მდეგ გამართავს.

დღეს, 03:13

რამდენი ბილეთია გაყიდული შვეიცარია - საქართველოს მატჩზე?

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში შვეიცარიას დაუპირისპირდება.

დღეს, 02:50

ოთარ კაკაბაძე: "საქართველოს დიდ ნაკრებებთან არაერთი წარმატებული შეხვედრა ჩაუტარებია"

შვეიცარიასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარს საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე აკეთებს.

დღეს, 02:35

ვაისი: " საქართველოს სიურპრიზების გაკეთება შეუძლია"

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს შვეიცარიასთან გამართავს.

დღეს, 02:32

გურამ კაშია: "აქედან ევრო2020-ზე ვერ გავედით, თუმცა მიზანს ერთა ლიგიდან უნდა მივაღწიოთ"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ შვეიცარიასთან შანსები შეაფასა.

დღეს, 02:27

დღევანდელი მატჩის წინ, შვეიცარიის მწვრთნელმა საქართველო შეაქო

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირების წინ კომენტარი მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ პეტკოვიჩმა გააკეთა.

დღეს, 02:24

რამდენი ჰეთ–თრიკი აქვს რონალდუს თავის კარიერაში შესრულებული?

ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა ლიტვა 6:0 გაანადგურა და ჯგუფიდან თითქმის გავიდა.

დღეს, 02:15

კლასი უბერებელია: ფედერერმა ჯოკოვიჩი ხახამშრალი დატოვა

ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე გაიმართა საინტერესო მატჩი როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის.

დღეს, 02:12

კეინმა კრაუჩის შედეგი გაიმეორა

ინგლისის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონტენეგრო არ დაინდო და მეტოქე 7:0 გაანადგურა.

დღეს, 02:07

ისტორიულ რეკორდამდე რონალდუს კიდევ უფრო ცოტა დარჩა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ სანაკრებო დონეზე მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

დღეს, 02:03

საფრანგეთის ნაკრები სირცხვილს ბეწვზე გადაურჩა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საფრანგეთის ნაკრები შინ მოლდოვას დაუპირისპირდა.

დღეს, 01:52

ინგლისელთა მორიგი შოუ და 7:0 განადგურებული მეტოქე [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისმა მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დღეს, 01:48

რონალდუს ჰეთ-თრიკი, პორტუგალიამ 6:0 მოიგო [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს პორტუგალიისა და ლიტვის ნაკრებები შეხვდნენ.

დღეს, 01:41

ინგლისელი მორაგბე კუნგ-ფუს ილეთის გამოყენებისთვის მკაცრად დასაჯეს [VIDEO]

პარასკევს პრემიერშიპის მეოთხე ტურში "სეილ შარქსმა" "უოსპსს" უმასპინძლა და 28:18 სძლია.

გუშინ, 23:54

ჰენდერსონი: "2011 წელს, ერთ-ერთ ვარჯიშზე მზად ვიყავი სუარესი მომეკლა"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჯორდან ჰენდერსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა.

გუშინ, 23:20

პიკე საკუთარ შემოსავლებზე: "ამ წელს ესპანეთის ბიუჯეტზე მეტი"

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ საკუთარ შემოსავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:15

იბრაჰიმოვიჩის შემდეგ კავანი - ლოს ანჯელეს გელექსის დიდი გეგმები

"ლოს ანჯელეს გელექსის" ხელმძღვანელობა ზაფხულში ფორვარდის დამატებას გეგმავს.

გუშინ, 23:10

კლოპმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ლივერპული იბრაჰიმოვიჩს არ დაიმატებს

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

გუშინ, 23:05

სანჩოს დორტმუნდიდან წასვლა უნდა - საქმეში 5 გრანდია ჩართული

"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი, ჯეიდონ სანჩო კლუბიდან წასვლას აპირებს.

გუშინ, 23:00

სუთიაშვილის კაპიტნობა, ცუცქირიძის ძირითადი და სხვა ქართული ამბები საფრანგეთიდან

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მე-11 ტური აიღებს სტარტს.

გუშინ, 22:32

მესი: "სხვა ფეხბურთელებს მაისურს არ ვთხოვ, მაგრამ ერთხელ ზიდანს ვთხოვე"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:20

სოლსკიაერმა მანჩესტერის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ბოსებს მიმართა.

გუშინ, 22:15

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10