Goal.Ge

ბლოგი: ქართული ეშხი ცივ კუნძულზე



ქართული ეშხი ცივ კუნძულზე – ანუ შოთის ბრიტანული კარიერა. ქართველებს და ბრიტანელებს ცოტა რამ თუ გვაქვს საერთო, განსხვავები კი ბლომად, ტრადიციები, ჩვეულებები, მენტალიტეტი, რელიგია, ხელოვნება. ნუ ჩვენთან სხვაა ყველაფერი, განვითარების დონითაც უკან ვართ. რითიც შეგვიძლია მათ გვერდით დავდგეთ და რაღაც საერთო ვნახოთ ეს ფეხბურთია. ქართველ ხალხს უყვარს ფეხბურთი, თან საკამოდ გულიანად, აი ქართველ ფეხებურთელებზე მეტადაც უყვარს. ქართული ფეხბურთის წარმატება ვერა და ვერ მოხდა იმის მერე, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. გვყავს და გვყავდა ნიჭიერი და წარმატებული ფეხბურთელები, მაგრამ არიან ფეხბურთელებიც რომლებმაც წარმატებას სხვანაირი ფრთები შეასხეს და ჩვენი ქვეყნისთვის არნახულ სიმაღლეებს მიაღწიეს. საუბარია საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელზე, საუკეთესო მეგოლეზე, კარგ და მხიარულ ადამიანზე, შოთა არველაძეზე. შოთას დიდი კარიერა ძმასთან ერთად თურქეთში დაიწყო, აქედან კი საოცნებო გუნდში ჰოლანდიურ საფეხბურთო მონსტრში გაგრძელდა. ამსტერდამში ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ, შოთის კარიერა ფეხბურთის სამშობლოსკენ წავიდა, აიაქსთან შეთანხმება არ შედგა, არველაძე კლუბმა კარგად გააცილა, გულშემატკივარი ფეხზე იდგა და ტაშს უკრავდა, ემოციური საღამო იყო, როგორც ხდება ხოლმე ფეხბურთში ამ დროს. [caption id="attachment_28417" align="alignnone" width="199"]შოთა არველაძე რეინჯერსში შოთა არველაძე რეინჯერსში[/caption] არველაძის კარიერა უილიამ ვოლასის სამშობლოში გაგრძელდა. გლაზგოში გადაბარგებული ქართველი ნელა–ნელა ეგუებოდა იქარურ წესებს და ცხოვრებას. თუ მისი პირველი შტაბეჭდილებებით ვიმსჯელებთ თავიდან არც იცოდა სად მოხვდა. როგორი იყო ბრიტანეთში თამაში, მითუმეტეს შოტლანდიაში და მითუმეტეს რეინჯერსში, როცა შენი მეტოქე სელტიკია. შოთამ სადებიუტო მატჩშივე დუბლით გამოიჩინა თავი, მეორე გოლის შემდეგ პირჯვარი გადაიწერა მართლმადიდებლურად და შესვენებაზე მწვრთნელისგან რჩევა დარიგება მიიღო ამის შესახებ. აქ რელიგია და ფეხბურთი ერთად დგას და ამის გამო ხალხი ემტერება ერთმანეთს, ასე რომ უფროსის დარიგება ნამდვილად საჭირო იყო ქართველი ბიჭისთვის. მაშინდელი რეინჯერსის თავკაცი დიკ ადვოკაატი იყო, არველაძე მის სათამაშო სქემაში მთლიანად ჯდებოდა, შოთისაც გვარიანად გაჰქონდა. რამდენიმე თვეში გუნდის მთავარ მწვრთნელად ალექს მაკლიში მივიდა, სწორედ მის დროს მოუწია ქართველს „ოლდ ფირმში“ მონაწილეობის მიღება, ანუ რეინჯერსი – სელტიკის წინააღმდეგ. მისი პირველი ბრიტანული სეზონი სელტიკთან გოლის გარეშე დასრულდა. მანამდე სელტიკთან ჰქონდა გატანილი შოთას აიაქსში თამაშის დროს, თუმცა რეინჯერსში თამაშისას, მაინცდამაინც კარგად არ გამოსდიოდა სელტიკთან ყველაფერი. ლიგის თასის ფინალში 1–1–ზე შოთიმ მატჩის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე პენალტი გააცუდა, დამატებით დროში რეინჯერსმა მაინც იმარჯვა და შოთის პენალტიც ამან გადაფარა, მაგრამ მათი წაგების შემთხვევაში წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა ფანებში. პირველ წელს ქართველმა ბიჭმა 25 მატჩში 18 ჯერ შეაგდო ბურთი მოწინააღდეგის კარში. მოიგო ასოციიაციის თასი და ლიგის თასი, შოტლანდიის ჩემპიონობა კი არ გამოვიდა. შემდეგი სეზონი შოთისთვის კარგად დაიწყო, „რივერ პლეიტთან“ გოლიც შეაგდო. მოკლედ მოსამზადებელმა პერიოდმა ისე კარგად ჩაიარა, რომ ეს მუხტი მთელი სეზონი გაჰყვათ და რეინჯერსმა შოტლანდიაში არაფერი დატოვა მოსაგები. ამავე წელს არველაძემ თავისი პირველი გოლი შეაგდო „ოლდ ფირმის“ დაპირისპირებაში, სელტიკთან გასვლითი მატჩი იყო, შოთიმ ანგარიში 2–3 გახადა, სასწუალი ემოცია იყო, მისი გოლის შემდეგ სალტო და ფანების დიდი ტალღა, რომელიც კუჭავდა შოთის სიხარულისგან, არველაძესთან ერთად კაპიტანი ბარი ფერგიუსონი ხარობდა ყველაზე მეტად, ის მატჩი ფრედ 3–3 დასრულდა. (შოთის გოლი იხილეთ 4:55–დან) [caption id="attachment_28418" align="alignnone" width="300"]შოთას სალტო სელტიკთან გოლის შემდეგ შოთას სალტო სელტიკთან გოლის შემდეგ[/caption] სახლში რეინჯერსმა იმარჯვა და ამით გალიდერდა, თუმცა სეზონის ბოლოს ქულები დაკარგა და სელტიკსა და რეინეჯრს შორის ჩემპიონობა ბოლო ტურის მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო. საბოლოოდ რეიჯერსმა უფრო მეტი შეაგდო და დაიმსახურა ორმოცდამეათე ნანატრი ჩემპიონობა. შემდეგი სეზონი შოთას მუხლის ტრავმით დაიწყო, მიუხედავად ამისა, მან შეაგდო ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი გოლი კოპენჰაგენის კარში და ამით გუნდს დიდი ფული, სიხარული და წარმატება მოუტანა, ფანები უბრალოდ საოცრებებს აკეთებდნენ! ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფში რეინჯერსი მანჩესტერ იუნაიტედს, შტუტგარტს და პანათინაიკოს უნდა შეხვედროდა. შოთას მუხლის ტკივილი არ ჩერდებოდა, საბოლოოდ იუნაიტედთან მეორე მატჩის შემდეგ, მან გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება. ამ მატჩში შოთამ ნახევარმცველად ითამაშა მაკლიშის გადაწყვეტილებით. [caption id="attachment_28419" align="alignnone" width="450"]შოთა და როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი – რეინჯერსი 3:0) შოთა და როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი – რეინჯერსი 3:0)[/caption] თებერვალში არველაძემ ოპერაცია გაიკეთა და 6 თვით მოშორდა ფეხბურთს, მისი სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს გაგრძელდა, ამიტომ ის ცოტა შეშინდა კიდეც. მისმა ტყუპისცალმაც იგივე ტრავმის გამო მიანება ფეხბურთს თავი. ასე რომ სანერვიულო ნამდვილად ჰქონდა. არაფერია ფეხბურთელისთვის იმაზე უარესი, რასაც ფეხბურთზე უარის თქმა ჰქვია. ზუსტად ექვსი თვის შემდეგ, შემდეგი სეზონის მოსამზადებელ პერიოდში შოთა გადიოდა მოედანზე, ნელ–ნელა იღებდა დატვირთვებს. ირლანდიაში მატჩის დროს შოთიმ მოედანზე შესვლისას პირჯვარი გადაიწერა, მივიწყებული ჰქონდა ძველი მწვრთნელის დარიგება. ამის შემდეგ ყველა მისი ბურთთან შეხება გამაყრუებელ სტვენას იწვევდა. ირლანდია ხომ პროტესტანტების და კათოლიკების დაპირისპირების ყველაზე ცხელი ადგილია. თამაშის შემდეგ უფროსობასთან მან ყველაფერი გაარკვია და აუხსნა, რომ მისი რელიგია არავის ერჩის და ეს ჟესტიც მხოლოდ თავისთავის უსაფრთხოებისთვის გააკეთა. ეს სეზონი შოთისთვის არეულ–დარეული გამოდგა, იყო ლამაზი გოლები, თუმცა სეზონი გამორჩეული არ ყოფილა. შოთიმ ერთხელაც გაუტანა სელტიკს, როცა გუნდი აგებდა ,მაკლიშმა 12 წუთით ადრე მინდორზე შეუშვა, ჯერ პრშომ გაიტანა შოთის პასით მერე კი თავადვდე მიაყოლა, მარცხენა ფლანგიდან შეიწია და მეკარეს ახლო კუთხეში დაბალი გაუგორა ბილიარდის ბურთივით. (შოთას გოლი იხილეთ 12:30–დან) [caption id="attachment_28420" align="alignnone" width="468"]შოთა სელტიკთან გატანილი გოლის შემდეგ შოთა სელტიკთან გატანილი გოლის შემდეგ[/caption] შოთის კარგი თამაშის შემდეგ დაიწყო საუბრები კონტრაქტის გახალგრძლივებაზე. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბლექბერნიდან მოვიდა შეთავაზება, რაზეც არველაძემ უარი თქვა. შემდეგ იყო დანდისთან გაწყვეტილი კუნთი, რომელმაც თვეები გამოატოვებინა. ეს დაზიანება თავისი ბრალი იყო, რადგან მან მოედანი არ დატოვა და გააგრძელა დაჭიმული კუნთით თამაში. სეზონის ბოლო მატჩები სრულად ჩაატარა თითქმის. ბოლო თამაში „აიბროქსეზე“ მოზევლეთან იყო, აქ შოთიმ თავის შოტლანდიურ კარიერას ორი გოლი მიამატა. დღე ემოციური იყო მისთვის, ფანები მის სახელს ყვიროდნენ, ის ემშვიდობებოდა განსხვავებულ საფეხბურთო ქალაქს, ასეთი ქალაქის და გუნდის სიყვარული ძნელია გიაგო, თუ ბოლომდე არ ხარ ფეხბურთით შეპყრობილი, შოთი ზუსტად ასეთია. თუმცა რაღაც ყოველთვის მთავრდება და იწყება ახალი ეტაპი, ჰოდა შოთის ცხოვრებაშიც ზუსტად ეს პერიოდი იდგა. მისი რეინჯერსული კარიერა წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, იმ ყველაფრის ფონზე, რაც მის ჯანმრთელობას დაატყდა თავს. ქართველმა კუნძულზე გამოსვლისას 132–ჯერ ჩაიცვა რეინჯერსის მაისური და 57–ჯერ შეაფართხალა მეტოქის ბადე. არველაძის, მაკლიშისა და შოტლანდიის საქმე ამით არ მორჩენილა. 2007 წელს,შოთიმ შოტლანდია – საქართველოს მატჩში ბრწყინვალე გოლი გაუტანა მასპინძლებს. სამწუხაროა რომ ის მატჩი დავთმეთ. [caption id="attachment_28421" align="alignnone" width="450"]შოთა შოტლანდიის კარში გატანილი გოლის შემდეგ შოთა შოტლანდიის კარში გატანილი გოლის შემდეგ[/caption] მინდა იმედი დავიტოვო, რომ გამოჩნდება საქართელოში იგივე დონის ფეხბურთელი, როგორიც შოთა არველაძე იყო. ავტორი: DAVID BERO

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი საჩუქარი რაგბის გულშემატკივარს!

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.

20-09-2019, 21:42

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

"ჩელსი" - "ლივერპულის" 56-ე წუთზე კამერამ დააფიქსირა საინტერესო მომენტი - აგრესიულად განწყობილი ფრენკ ლამპარდი და იურგენ კლოპი,

დღეს, 15:50

მცველი აზარი - რამდენჯერ აართვა ბელგიელმა ბურთი მეტოქეს განვლილ შეხვედრაში?

„სევილიასთან“ განვლილ შეხვედრაში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა თავი სხვა მხრიდან წარმოაჩინა.

დღეს, 14:46

ქომაგებისგან თავის დასაცავად პოგბამ 18 ათას ფუნტად ძაღლი შეიძინა [ფოტო]

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ქომაგებისგან თავის დასაცავად ძაღლი შეიძინა.

დღეს, 14:40

სოლსკიაერი იუნაიტედის ორი ფეხბურთელით არის უკმაყოფილო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი, გუნდის შემტევების ქმედებებით უკმაყოფილოა.

დღეს, 14:35

ბალოტელი: "რონალდუს წინააღმდეგ თამაში? ჩემთვის სულერთია"

„ბრეშიას“ იტალიელმა ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ სერია ა-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებს არ გვრის.

დღეს, 14:31

გრანადასთან მატჩის შემდეგ, მესიმ თანაგუნდელები გაკიცხა

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „გრანადასთან“ მატჩში თანაგუნდელების მოქმედებით საშინლად უკმაყოფილო იყო.

დღეს, 14:27

ვერტონგენი: "VAR-მა ფეხბურთი სრულიად სხვა თამაშად აქცია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ლესტერთან“ წაგებაზე (1:2) ისაუბრა.

დღეს, 13:32

მსოფლიო თასების ეგიდით: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია პირველი დონის გუნდებთან

საქართველოს ნაკრები დღეს რიგით მეხუთე მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას და ტოიოტაში უელსის ნაკრებს შეერკინება.

დღეს, 13:27

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უზბეკეთშიც კი არ გააჩერეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ექტორ რაულ კუპერი, უზბეკეთის ნაკრებიდან გაუშვეს.

დღეს, 13:26

"ყოველკვირა ერთიდაიგივე ნეხვია", - როისმა ჟურნალისტს უხეშად უპასუხა

დორტმუნდის „ბორუსიას“ კაპიტანმა, მარკო როისმა, ჟურნალისტს მკაცრად უპასუხა, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ჰკითხა.

დღეს, 11:50

ჟოზე: "ახლა მანჩესტერი იმაზე საშინელია, ვიდრე ჩემ დროს იყო"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

დღეს, 11:47

რიბერი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, იტალიის სერია ა-ს ახალი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 11:43

რომელ ადგილზეა ბარსელონა ლა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ?

კატალონიის „ბარსელონასთვის“ მიმდინარე პრიმერა დივიზიონი არც ისე წარმატებულად მიმდინარეობს.

დღეს, 11:33

ზიდანმა სევილიასთან მატჩი შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 09:20

იკარდიმ ინტერს წაკბინა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერს" წაკბინა:

დღეს, 09:12

UFC-ის პრეზიდენტმა ხაბიბის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა:

დღეს, 09:04

ლამპარდის კიდევ ერთი ანტი-რეკორდი - პირველად 1988 წლის შემდეგ

"ლივერპულთან" წაგების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი მიითვალა.

დღეს, 08:50

რეალის შთამბეჭდავი შედეგი სევილიასთან მატჩში - პირველად 2016 წლის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "სევილია" დაამარცხა.

დღეს, 08:39

იკარდიმ მესიზე ისაუბრა

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 08:27

კოვინგტონი: "დათვები? ხაბიბი უარესს ცხვრებთან აკეთებს"

UFC-ის მებრძოლმა კოლბი კოვინგტონმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მისამართით მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:14

მოურინიო: "ჩელსისა და მანჩესტერის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება"

ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მორიგი პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

დღეს, 08:01

საქართველოს ჩემპიონატში ვითარება დაიძაბა - ვინ გახდება ჩემპიონი?

ერვნული ლიგის სეზონის დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ცხრილში სიტუაცია ძალიან დაძაბულია.

დღეს, 02:02

გიორგი მაკარიძის ბრწყინვალე სტატისტიკა პორტუგალიაში

პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "სეტუბალმა" "პორთიმონენსეს" უმასპინძლა და 0:0 ითამაშა.

დღეს, 01:56

რაული რეალის ფეხბურთელზე: "ის ჩვენთან არაა, რადგან პირველი გუნდის მოთამაშეა"

მადრიდის "რეალის" მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რაულმა სამეფო კლუბის ფეხბურთელი შეაქო.

დღეს, 01:52

რატომ დაესწრო ერიკ აბიდალი ნაპოლის მატჩს?

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" "ლეჩეს" დაუპირისპირდა და 1:4 დაამარცხა.

დღეს, 01:48

კლოპმა ჩელსისთან მოგებული მატჩი შეაფასა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "ჩელსის" ესტუმრა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 01:44

ლამპარდი: "ჩელსი ლივერპულზე უკეთესი იყო"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა "ლივერპულთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 01:41

ჩელსიმ ანტი-რეკორდი დაამყარა - პირველად 1978 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ჩელსი" შინ "ლივერპულთან" დამარცხდა.

დღეს, 01:36

ბენზემას საუკეთესო შედეგი 2019 წელს

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "სევილიას" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10