რატომ არის დიდიე დროგბა ყველაზე მაგარი აფრიკელი მსოფლიო ფეხბურთში!
დიდიე დროგბამ ლონდონის "ჩელსიში" კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. ბოლოს იყო მიუნხენის ფინალი, საპასუხო გოლი, გადამწყვეტი პენალტი. დროგბა - იმ მატჩის გმირი.
ჩინეთში დიდიეს დიდი ხმაურით შეეგებნენ:
მაგრამ ათი მატჩის და დაახლოებით ამდენივე გოლის შემდეგ ის ევროპაში დაბრუნდა.
დიდიე დროგბა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასულ და კარგი ფეხბურთელების მაძიებელ "გალათასარაიში" გადავიდა.
თურქეთში მან პირველივე მატჩიდან დაიწყო გატანა
"გალამ" "შალკე 04" დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც დროგბამ "რეალს" ულამაზესი გოლი გაუტანა.
და ძველ ნაცნობსაც შეხვდა.
სხვა ნაცნობებს ძველებურად გაუმწარა ცხოვრება. ზაფხულში, სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე დროგბამ "არსენალის" კარი კვლავ აიღო.
სუპერთასზეც შეძლო კოტ დ'იუვარელმა გოლის გატანა. სხვათა შორის, მას 10 მოგებულ ფინალში აქვს გოლი გატანილი.
თურქეთში აფრიკელი ხშირად და ლამაზად იტანს.
ძალიან მოხერხებულია... ვითომც არაფერიო!
დროგბა ღირსეულად იქცევა მოედნის გარეთაც. მან საავადმყოფოში მოინახულა მეტოქე, რომელიც მასთან თავით შეჯახების შემდეგ დაშავდა.
კოტ-დ'იუვარში 5 საავადმყოფოს აშენებს. ეს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთ დროს იღებდა სამედიცინო განათლებას.
2005 წელს, როცა კოტ-დ'იუვარის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, დიდიემ თანამემამულეებს მუხლზედაჩოქილმა მიმართა, სამოქალაქო ომი შეეწყვიტათ. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის დროს მის სამშობლოში მშვიდობა გამოაცხადეს. დროგბას გამოუვიდა!
მიუხედავად იმისა, რომ დროგბა ახლა "გალათასარაის" ღირსებას იცავს, ინგლისში მაინც ახსოვთ. "ჩელსის" ფანების გულში აფრიკელი მუდამ იქნება!
გულშემატკივრები ეუბნებიან : "ჩვენ გვენატრები"
მატჩის დროს მოედანზე შერბიან...
ზოგჯერ "ჩელსის" გასახდელშიც შეივლის ხოლმე...
უხარია ლონდონელთა გამარჯვება ევროპის ლიგაზე
და მხარს უჭერს რომელუ ლუკაკუს, რომელმაც სუპერთასის ფინალში პენალტი გააცუდა.
"პენალტს მხოლოდ ის არ აფუჭებს, ვინც არასდროს ურტყამს. შენ საკმარისად ძლიერი იყავი, რომ ეს გაგეკეთებინა. შენ ისევე სწავლობ, როგორც მე ვისწავლე მოსკოვის ფინალში ნაჩვენები წითელი ბარათით და "ბარსელონასთან" გამართული ნახევარფინალით. კარგად იმუშავე. უკეთესი დღეები წინ გაქვს. შენ "ჩელსი" ხარ, შენ "ლურჯი" ხარ და "ლურჯები" არასდროს ნებდებიან, რომელუ".
ამ შემოდგომაზე დიდიემ "Golden foot" მიიღო...
ამ კვირაში კი კოტ-დ'იუვარის ნაკრები ზედიზედ მესამედ გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე დროგბა 36 წლის იქნება, მაგრამ ასაკი მას ვერაფერს დააკლებს. დიდიე ბრაზილიაშიც გაიბრწყინებს, აი, ნახავთ!