[ინტერვიუ] შეყილაძე: "ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ უნდა მესწავლა"


[ინტერვიუ] შეყილაძე:

საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი, ირაკლი შეყილაძე სერია B-ს ბინადარ "სპეციაში" გადავიდა.

GOAL.GE ქართველ შემტევს დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- "სპეციას" გარდა, იყო რომელიმე სხვა გუნდის ინტერესი?

- იანვარში მქონდა "სპალის" ვარიანტი, რომელიც შემდეგ სერია A-ში გადავიდა.

- ახალ გუნდთან რამდენწლიან კონტრაქტს მოაწერე ხელი?

- "სპეციასთან" 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.

- გუნდში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. მზად ხარ კონკურენციისთვის?

- კი, ბევრი გამოცდილი მოთამაშეა. გამოვარჩევდი პაბლო გრანოჩეს - ძლიერი ფეხბურთელი და კარგი პიროვნება... მე კი ყველაფრისთვის მზად ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგ ფორმაში ვიყო და ვახერხებ კიდეც.

- რა იქნება "სპეციას" მიზანი ახალი სეზონიდან?

- გუნდის მთავარი მიზანი ადგილის შენარჩუნება იქნება. შემდეგ კი ჩემპიონატი გვანახებს, თუ რისთვის შეგვეძლება ბრძოლა.

- დაახლოებით, რამდენი გოლის გატანას გეგმავ მომავალ სეზონში?

- ასე წინასწარ არ ვგეგმავ ხოლმე. სერია C-დან მოვდივარ და ჯერ იმაზე ვფიქრობ, რომ ადგილი დავიმკვიდრო. ეჭვი არ მეპარება, ხანგძლივი შრომის შემდეგ გოლები არ დააყოვნებს.

- 2 წელი გაატარე "ტუტოკუიოში". რა მოგცა ამ კლუბმა?

- ამ გუნდში თამაშმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, როგორც საფეხბურთო თვალსაზრისით, ასევე მინდორს გარეთ.

- კარიერის მანძილზე 4 სხვადასხვა იტალიურ გუნდში გითამაშია, ახლა კი "სპეციაში" ხარ. რას ფიქრობ, კარგად მიდის შენი კარიერა?

- წარსულზე აღარ ვფიქრობ, მხოლოდ იმაზე ვდარდობ, თუ რა იქნება დღეს. "სპეციაში" შეკრება ისე დავიწყე, უკეთესად არც შეიძლებოდა. 2 თამაშში 2 გოლი გავიტანე და მწვრთნელიც ჩემი თამაშით ძალიან კმაყოფილია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ასე გაგრძელდეს.

- იტალიაში ჯერ კიდევ 9 წლის წინ წახვედი, "ემპოლიში" კი შენზე იმედები მყარდებოდა. საბოლოოდ,მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც გვინდოდა. რა მოხდა?

- "ემპოლის" მადლობად ვუხდი იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა. ამ გუნდში გატარებული 7 წელი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, გუნდში კი მაკარონე, ტავანო და მჭედლიძე თამაშობდნენ. ალბათ, არ ვიყავი მზად, მაგრამ "ემპოლი" უკვე წარსულია.

- მჭედლიძე ახსენე და... როგორი ურთიერთობა გაქვს ლევანთან?

- მასთან ძალიან კარგად ვარ. ერთმანეთის ოჯახებს ხშირად ვუკავშირდებით. მჭედლო ძალიან მაგარი ადამიანი და ფეხბურთელია.

- ჯერ სულ რაღაც 25 წლის ხარ. გაქვს იმის იმედი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან დაგიძახებენ?

- რა თქმა უნდა, შანსები ყოველთვის არის. სხვა ფეხბურთელების მსგავსად, ჩემთვისაც საქართველოს ნაკრებში თამაში უმნიშვნელოვანესია.

- ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც ფიქრობდი, რომ გამოძახებას იმსახურებდი, თუმცა შანსი არ მოგეცა?

- ამას მე ვერ ვიტყვი, რადგან სხვებმა უნდა შემაფასონ. მე ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო.

- იტალიაში უკვე რამდენი ხანია თამაშობ. ქართულ ენაზე უფრო კარგად იტალიურს ხომ არ ფლობ?

- თანაბრად, მაგრამ ალბათ მაინც უფრო ქართულს. ყოველდღე იტალიურად მიწევს საუბარი და ასე ვთქვათ, ძალიან შევეჩვიე.

- რომ არა ფეხბურთელი, ვიქნებოდი...

- ეს კითხვა არ არსებობს ჩემთვის. (იცინის) ნამდვილად არ ვიცი და არც არასდროს მიფიქრია.

- შენი საუკეთესო თვისება მოედანზე?

- გოლის გატანა. (იცინის)

- საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც გითამაშია?

- მჭედლიძე. ერთხელ ვითამაშეთ ერთად და ისიც ლევანის ასისტით გავიტანე.

- როგორი იყო ირაკლი შეყილაძის ბავშვობა?

- ყოველთვის მეუბნებოდნენ, რონ უნდა მესწავლა, მაგრამ არ შემეძლო... ბურთის თამაშით ვატარებდი ბავშვობას.

- კითხვა თუ გიყვარს და ბოლოს რა წაიკითხე?

- სიმართლე გითხრათ, კითხვაზე არ ვგიჟდები. ბოლოს "დათა თუთაშხია" წავიკითხე.

- მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 5 საუკეთესო ფეხბურთელია?

- ჩემთვის ერთია - ბრაზილიელი რონალდო.

- მატჩი, რომელსაც თავიდან ვერ
იგდებ...


- "ფიორერტინასთან" თასის თამაში, როდესაც გოლი გავიტანე. ძალიან ემოციური იყო, თავი სიზმარში მეგონა.

- რა რჩევას მისცემდი დამწყებ ფეხბურთელებს?

- თუ ბევრს იშრომებენ, აუცილებლად დაუფასდებათ და თავიანთ ოცნებებსაც აიხდენენ.

- მაგალითად, ქართული გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, შენი გადმობირება სურს. როგორ მოიქცეოდი?

- რა თქმა უნდა, მესიამოვნებოდა, მაგრამ ახლა იტალიაში ვარ და აქ ვაპირებ კარიერის გაგრძელებას.

- მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთელად ჩამოგაყალიბა?

- ძალიან ბევრმა სპეციალისტმა შეიტანა თავისი წვლილი ჩემს განვითარებაში. მაგრამ მამაჩემი მაინც ნომერ პირველი იყო. ჩემი გული და სული, რომლის გარეშე აქამდეც ვერ მოვიდოდი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კონტეს სასურველი ფეხბურთელი შერჩეული ჰყავს

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

დღეს, 13:13

ბარსელონასა და რეალს შორის სატრანსფერო ომი იწყება

"ბარსელონა" და "რეალი" "ინტერის" მცველ მილან შკრინიარით ინტერესდებიან.

დღეს, 13:09

არსენალის ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 13:03

რონალდუზე და ნეიმარზე წინ - მესი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორია

"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორია.

დღეს, 12:59

რობენმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო - სად მუშაობს ჰოლანდიელი?

მოგეხსენებათ, "ბაიერნის" ექს-ნახევარმცველმა, არიენ რობენმა კარიერა ზაფხულში დაასრულა.

დღეს, 12:28

დანი ალვეში: "ბრაზილია არგენტინის დამარცხებასაა მიჩვეული"

ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა, დანი ალვეშმა ამხანაგურ მატჩში არგენტინასთან (0:1) მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 12:05

გრიზმანი: "საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოგებას ეცდება"

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა ალბანეთის (2:0) დამარცხებაზე ისაუბრა.

დღეს, 11:58

კეინი: "იმედი მაქვს, ამ ზაფხულს გოლების გატანას გავაგრძელებ"

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 11:48

ბრწყინვალე სანახაობა ლონდონში: ბარბაროსებმა და ფიჯიმ შოუ დადგეს [VIDEO]

"ბარბაროსებმა" 2019 წლის ნოემბრის ტესტები ფიჯისთან მატჩით ლონდონში, "თვიქნემზე" დაიწყეს.

დღეს, 03:40

ჰარი კეინმა ისტორიული რეკორდი დაამყარა

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში ისტორიული რეკორდი დაამყარა.

დღეს, 02:32

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მორაგბის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა [VIDEO]

ლეგენდარული ჯონა ლომუს გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა.

დღეს, 02:30

ინგლისის ნაკრებმა საოცარი შედეგი დააფიქსირა - პირველად 1908 წლის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა სტუმრად კოსოვო 0:4 გაანადგურა.

დღეს, 02:30

აზარმა ლამპარდი შეაქო: "მას შეუძლია, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდეს"

მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა 'ჩელსის" ამჟამინდელი თავკაცი ფრენკ ლამპარდი შეაქო.

დღეს, 02:26

პორტუგალიის მწვრთნელი: "ევრო 2020-ის ფავორიტები არ ვართ"

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიამ ლუქსემბურგი დაამარცხა და ევრო 2020-ზე გავიდა.

დღეს, 02:23

ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი: "აზარს ერთი დიდი ნაკლი აქვს"

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ჯონ–ობი მიკელი თავის ყოფილ თანაგუნდელზე, ედენ აზარზე საუბრობს.

დღეს, 02:20

ლაშა ტალახაძემ ერთ დღეში ერთბაშად 3 ოქრო მოიგო!

დღ​ეს, თურქეთში ძალოსნობის ტურნირი დასრულდა, სადაც მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც მონაწილეობდა.

დღეს, 02:15

სუპერ ფინალი: ლონდონის შემაჯამებელ ტურნირს ახალი ჩემპიონი ჰყავს

ჩოგბურთში, ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ერთმანეთს დომინიკ ტიმი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:11

ჩემპიონთა თასი: მოქმედი ჩემპიონი პარიზში უშანსოდ დამარცხდა, ნარიაშვილის მონპელიემ ბრძოლაში წააგო

კვირას ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

დღეს, 01:57

ეროვნული ლიგა - 34-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 01:57

გვილია: "მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებთან კარგი თამაში გველის"

19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს სტუმრად ხორვატიის ნაკრებთან გამართავს.

დღეს, 01:51

საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაში პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს.

დღეს, 01:48

არაბიძის ტრავმა მძიმე გამოდგა - ქართველი შემტევისთვის წელი დასრულდა

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე 21-წლამდე ნაკრებს ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

დღეს, 01:46

საფრანგეთმა ჯგუფის ბოლო მატჩიც მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ალბანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის შედგა.

დღეს, 01:44

ილია კაიკაციშვილის ორი ლელო საფრანგეთში [VIDEO]

ქართველი პირველხაზელის ორი ლელო

დღეს, 00:19

აბჟანდაძის ყველა ქულა, გიორგაძის და ლობჟანიძის ლელოები ჩელენჯ თასზე [VIDEO]

ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში "სტად ფრანსე" "ბრივს" დაუხვდა და 11:27 დამარცხდა.

დღეს, 00:13

აბიდალი: "გრიზმანმა იცის, რომ საუკეთესო ფორმაში არ არის"

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა ფორვარდ ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

გუშინ, 23:57

დე ლიგტი: "იუვენტუსი და ინტერი ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ დე ვრეი მეხმარება"

მატეის დე ლიგტმა "ინტერის" მცველ სტეფან დე ვრეისთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:49

მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება - ინგლისის ნაკრებმა სტუმრად კოსოვო გაანადგურა [VIDEO]

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ტურის ეგიდით, ინგლისის ნაკრები კოსოვოს ეწვია.

გუშინ, 23:28

რონალდუ: "პორტუგალიის ნაკრები ევრო 2020-ის ფავორიტი არ არის"

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა ევრო 2020-ზე ეროვნული გუნდის შანსებზე ისაუბრა.

გუშინ, 23:22

"ყველამ იცის, რომ არ მიყვარს, როცა მცვლიან", - რონალდუ ალაპარაკდა

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო ორ მატჩში მის შეცვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10