[ინტერვიუ] ფალავანდიშვილი: "მთავარი მიზეზი გამოუცდელობა იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

[ინტერვიუ] ფალავანდიშვილი: "მთავარი მიზეზი გამოუცდელობა იყო"


[ინტერვიუ] ფალავანდიშვილი:

გუგა ფალავანდიშვილმა მოლდოვური კარიერა დაასრულა და "ტორპედოში" დაბრუნდა.

GOAL.GE ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- რატომ გადაწყვიტე "ტორპედოში" დაბრუნება?

- ჩემი ინიციატივით დავბრუნდი, არსებული ვარიანტებიდან მერჩივნა აქ გადმოსვლა.

- "ეთნიკოსში" გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. რა მოხდა?

- კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მაგრამ კლუბს ემბარგო დაადეს და ახალი
ფეხბურთელის დარეგისტრირება არ შეეძლოთ. სწორედ ამიტომ მომიწია წასვლა.

- "დაჩიას" ვარიანტი როგორ გაჩნდა და იყო თუ არა სხვა გუნდების ინტერესიც?

- იმ დროისთვის უცხოურიდან მხოლოდ მოლდოვური ვარიანტი იყო, ასევე რამდენიმე ქართული კლუბის.

- როგორ შეაფასებდი შენს მოლდოვურ კარიერას?

- "დაჩიაში" გადასვლას არ ვნანობ, პირიქით, ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, ვიცე ჩემპიონი გავხდი და გამოცდილებაც შევიძინე.

- რას იტყოდი მოლდოვურ ფეხბურთზე

- ჩემი აზრით, იგივი დონეზეა, როგორც საქართველო.

- "ტორპედო" ევროპის ლიგაზე ძალიან ცუდად გამოვიდა. შენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

- ვფიქრობ, ევროტურნირზე გამოუცდელობა.

- რას იტყოდი ახალ ფორმატზე?

- ახალო ფორმატი ამართლებს და ვფიქრობ, მოიმატა ჩემპიონატის დონემ. ვიმედოვნებ, რომ ეროვნული ლიგა უფრო განვითარდება.

- შენი აზრით, აქვს ახლანდელ ტორპედოს იმის პოტენციალი, რომ ჩემპიონი გახდეს?

- "დინამოსთან" და "სამტრედიასთან" ერთად "ტორპედო" უმთავრესი ფავორიტია ჩემპიონობის.

- "ტორპედოში"გაჩერებას რამდენი ხნით აპირებ?

- კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს, შემდეგ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

- ჩემპიონობის შემთხვევაში, გაახანგძლივებ "ტორპედოსთან" კონტრაქტს?

- ნამდვილად არ ვიცი, დეკემბერში დავილაპარაკებთ ორივე მხარე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები