ავტორიზაცია

სასიამოვნო სიახლე სპორტის მოყვარულებს: დღეიდან SILK TV-ს Setanta Georgia დაემატა

სასიამოვნო სიახლე სპორტის მოყვარულებს: დღეიდან SILK TV-ს Setanta Georgia დაემატა
თარიღი 17 Aug 2017, 16:45
სასიამოვნო სიახლე სპორტის გულშემატკივრებს -  დღ​ეიდან SILK TV-ს Setanta Georgia და Setanta Georgia Plus -ს მაუწყებლობა დაემატა.
 
ცნობილია, რომ ეს არხები სპორტის პაკეტში იქნება, სადაც Silk სპორტი HD 1, SIlk სპორტი HD 2, SIlk სპორტი HD 3 და სილქ უნივერსალიც შედის და ამ პაკეტის ღ​ირებულება 10 ლარია.
 
სეტანტას არხებზე გადაიცემა ისეთი ტოპ ჩემპიონატები, როგორიცაა იტალიის Seria A, გერმანიის Bundesliga, საფრანგეთის Ligue 1, რაგბი TOP 14, ფორმულა 1, UFC, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, NHL და სხვა.