ნეიმარი: "პსჟ-ს ამბიციამ მიმიზიდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი: "პსჟ-ს ამბიციამ მიმიზიდა"


ნეიმარი:

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა, ნეიმარმა ფრანგულ კლუბში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის "პსჟ"-ს ამბიციით მოიხიბლა.

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარის ტრანსფერი "პსჟ"-ში უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ამიერიდან, ბრაზილიელი მოთამაშე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნება. მის სანაცვლოდ პარიზელებმა 222 მილიონი ევრო გადაიხადეს.

25 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც უდავოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა "ბარსელონაში", განაცხადა, რომ ის ფრანგული კლუბის პროექტით ყოველთვის იყო მოხიბლული.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ "პარი სენ-ჟერმენს" შევუერთდი. მას შემდეგ, რაც ევროპაში გადმოვედი, ყოველთვის იქცევდა ეს კლუბი ჩემს ყურადღებას თავისი ბრწყინვალე პროექტით.

ვფიქრობ, რომ ეს გუნდი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გუნდია მსოფლიოში და სწორედ ამან მიმიზიდა. მე 4 სეზონია ევროპაში ვთამაშობ და ვფიქრობ, მზად ვარ ეს გამოწვევა მივიღო.

დღეიდან მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს გუნდელებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ჩვენ მზად ვართ გავხსნათ ჰორიზონტი ჩვენი გუნდისთვის და მილიონობით გულშემატკივარი გავახაროთ", - განაცხადა ნეიმარმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები