ქოჩლაძე: "მთელი თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ქოჩლაძე: "მთელი თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა"


ქოჩლაძე:

გუშინ დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურის შეხვედრა გაიმართა.

"დინამო თბილისმა" გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 5:0 გაანადგურა.

"დინამოს" ფეხბურთელმა, ლაშა ქოჩლაძემ GOAL.GE-სთან მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა.

"თამაში თავიდანვე ჩვენი უპირატესობით წარიმართა, რაც მალევე შედეგზეც აისახა. ფაქტიურად მთელი შეხვედრა ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. რაც შეეხება ჩემს გოლს, "დინამოს" მაისურით მე-2 გოლი გავიტანე და ძალიან გახარებული ვარ, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე," - გვითხრა ქოჩლაძემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები