ლოჩოშვილი: "ბედნიერი ვარ, რომ მოედანს სწრაფად დავუბრუნდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლოჩოშვილი: "ბედნიერი ვარ, რომ მოედანს სწრაფად დავუბრუნდი"


ლოჩოშვილი:

გუშინ დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურის შეხვედრა გაიმართა.

"დინამო თბილისმა" გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 5:0 გაანადგურა.

"დინამოს" ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა GOAL.GE-სთან მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, გორის "დილასთან" მატჩში მოედანზე მოსაგებად გავედით. მეტოქეს დასაწყისშივე აგრესიული, სწრაფი ფეხბურთი შევთავაზეთ, რამაც შედეგი გამოიღო და პირველი ტაიმი ჩვენი დიდი უპირატესობით დასრულდა.

საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გაგვჭირვებია. ვფიქრობ, "ლოკომოტივთან" მარცხის შემდეგ ასეთი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოედანს სწრაფად დავუბრუნდი და გამარჯვებაში გარკვეული წვლილი შევიტანე. ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, ფორმის აღდგენას მოვახერხებ და გუნდსაც უფრო დავეხმარები," - გვითხრა ლოჩოშვილმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები