ჭანტურია: "საბურთალო ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჭანტურია: "საბურთალო ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა"


ჭანტურია:

6 აგვისტოს ეროვნული ლიგის 21-ე ტირის ორი შეხვედრა გაიმართება.

ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს "ლოკომოტივი" და "საბურთალო" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

"ლოკოს" 22 წლის ფეხბურთელმა, ნიკა ჭანტურიამ თბილისურ დერბიზე ისაუბრა.

"საბურთალო" "ლოკომოტივისთვის" საკმაოდ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. გარდა იმისა, რომ თბილისური დერბია, რევანშიც აღება აუცილებლად გვმართებს. ყველაფერს გავაკეთებთ ხვალ, 3 ქულის მოსაპოვებლად. დანარჩენი თამაშზე გამოჩნდება. ჩვენთვის ზედიზედ მე-2 დერბი გამოდის და წინას მსგავსად, ახლაც მაქსიმუმს გავაკეთებთ," - თქვა ჭანტურიამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები