ვენგერმა სანჩესისა და დიეგო კოშტას მომავალზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენგერმა სანჩესისა და დიეგო კოშტას მომავალზე ისაუბრა


ვენგერმა სანჩესისა და დიეგო კოშტას მომავალზე ისაუბრა

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა და დიეგო კოშტას "ჩელსიდან" წასვლის თემასაც შეეხო.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ალექსის სანჩესი კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს.

რაც შეეხება დიეგო კოშტას, ესპანელმა ფეხბურთელმა შესაძლოა "ჩელსი" დატოვოს და "მილანში" გადაბარგდეს.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ამ სეზონშიც სანჩესი არსენალში ითამაშებს და დაგვეხმარება წარმატებულ თამაშში.

დიეგო კოშტასა და სანჩესის მომავალზე სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. სანჩესი მალე შემოგვიერთდება, კოშტა რთულ ვითარებაშია", - აცხადებს ვენგერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები