ლა ლიგის პირველ ტურში რეალს რონალდუს გარდა კიდევ ორი ფეხბურთელი დააკლდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლა ლიგის პირველ ტურში რეალს რონალდუს გარდა კიდევ ორი ფეხბურთელი დააკლდება


ლა ლიგის პირველ ტურში რეალს რონალდუს გარდა კიდევ ორი ფეხბურთელი დააკლდება

"რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ნახევარმცველმა, მატეო კოვაჩიჩმა და მცველმა, ხესუს ვალიეხომ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "დეპორტივოსთან" გასამართი შეხვედრის წინ გუნდის სავარჯიშო სესია გამოტოვეს.

როგორც AS იტყობინება, კოვაჩიჩს ბარძაყის კუნთის ტრავმა ჯერ კიდევ არ მოურჩენია.

საინტერესოა, რომ ხორვატის მსგავსი დაზიანება აღენიშნება ხესუს ვალიეხოსაც.

კრიშტიანუ რონალდუს არ უვარჯიშია, რადგან "დეპორტივოსთან" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები