იმობილე: "სწორ გზაზე ვართ"

რომის "ლაციოს" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, "მილანთან" დღევანდელი მატჩი შეაფასა.
"ახლა უკვე პატარა ბიჭი აღარ ვარ, 27 წლის გახლავართ, ამიტომ სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ასე იყო ესპანეთთან თამაშის შემდეგაც, რომელიც 0:3 წავაგეთ.
"სპალთან" ფრის შემდეგ დღეს საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაქციის გამოვლენა რთული იყო, მაგრამ გამოგვივიდა. "მილანის" კარში ოთხი ბურთი ბევრს არ გააქვს.
ვფიქრობ, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა შეგვიძლია. კონკურენცია მაღალია, მაგრამ ჩვენ საკუთარი შესაძლებლობები ვიცით", - აღნიშნა იტალიელმა ფორვარდმა.
"ლაციომ" მილანური გრანდი შინ 4:1 გაანადგურა, იმობილემ კი ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ერთი ასისტი გააკეთა. 3 ტურის შემდეგ "არწივები" 7 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ.