Goal.Ge

ლივერპულმა არსენალს გადაუარა [VIDEO]


ლივერპულმა არსენალს გადაუარა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის მესამე ტური ცენტრალურ შეხვედრაში "ლივერპულმა" ლონდონის "არსენალი" საკუთარ მოედანზე უშანსოდ გაანადგურა - 4:0.

იურგენ კლოპის გუნდმა თავის სტილში, ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო და მიზანსაც მიაღწია. შეხვედრის მე-17 წუთზე ჯო გომესის ჩაწოდების შემდეგ რობერტო ფირმინომ თავით ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს კი მერსესაიდელებმა დიდებული კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც სადიო მანეს ულამაზესი გოლით დაგვირგვინდა.

მეორე ტაიმში "არსენალმა" ვერაფერი შეცვალა. "ლივერპული" დაცვაში დიდებულად მოქმედებდა და ნაყოფიერად პასუხობდა. 57-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა თითქმის მთელი მოედანი გაირბინა და პიტერ ჩეხს შანსი არ დაუტოვა - 3:0. საბოლოო ანგარიში კი სალაჰის ჩაწოდების შემდეგ შეცვლიდან შემოსულმა დანიელ სტარიჯმა დააფიქსირა.

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგის ახალ სეზონში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 7 ქულა დააგროვა. "არსენალს" კი კვლავ 3 ქულა აქვს და "მეთოფეებმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს, თანაც გატანილი გოლის გარეშე.

ლივერპული 4:0 არსენალი

გოლები: 1:0 - ფირმინო (17'), 2:0 - მანე (40'), 3:0 - სალაჰი (57'), 4:0 - სტარიჯი (77').

შემადგენლობები

ლივერპული: კარიუსი; ჯო გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო; ჩანი (გრუიჩი 74'), ჰენდერსონი, ვიინალდუმი; სალაჰი, ფირმინო (მილნერი 80'), მანე (სტარიჯი 74').

არსენალი: ჩეხი; ჩემბერლეინი (ლაკაზეტი 62'), ჰოლდინგი, კოსელნი, მონრეალი, ბელერინი; რემზი (კოკლენი 46'), ჯაკა; იოზილი, უელბეკი, სანჩესი (ჟირუ 62').



ლონდონის "ტოტენჰემმა" კი "უემბლიზე" მორიგი მატჩი ვერ მოიგო. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა "ბარნლის" უმასპინძლა და მეორე ტაიმის დასაწყისში დეილი ალიმ ანგარიში გახსნა. თუმცა შეხვედრის 92-ე წუთზე ვუდმა სტუმრებს ქულა მოუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

"ტოტენჰემსა" და "ბარნლის" თანაბარი 4-4 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან.

ტოტენჰემი 1:1 ბარნლი

გოლები: 1:0 - ალი (49'), 1:1 - ვუდი (90+2').

შემადგენლობები

ტოტენჰემი: ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბენ დევისი; დაიერი, დემბელე (დ.სანჩესი 90+3'); სონი (სისოკო 70'), ალი, ერიკსენი (ვინკსი 88'); კეინი.

ბარნლი: ჰიტონი; ლოუტონი, ტარკოვსკი, ბენ მი, უორდი; გუდმუნდსონი (ვუდი 57'), კორკი, დეფური (ვესტვუდი 81'), ბრეიდი; არფილდი; ვოუკსი (ბარნსი 57').


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამდენი კილოგრამი მოიმატა ისკომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ?

გამოცემა "OK Diario"-ს ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ისკოს პრობლემების შესახებ ისაუბრა.

დღეს, 15:09

Tutto Mercato: იუვენტუსსა და ინტერს გრანდიოზული ბარტერი ჩაეშალათ

Tutto Mercato-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" ზაფხულში ბარტერს გეგმავდნენ.

დღეს, 14:55

გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა

გოგა ბითაძე ადრიატიკის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დასახელდა.

დღეს, 14:42

ახალი გერმანია - როგორ აპირებს ლიოვი ბუნდესნაკრების აღორძინებას?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სენსაცია, უდავოდ გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენაა.

დღეს, 14:22

პარი სენ-ჟერმენმა ნეიმარისა და მბაპეს წარმომადგენლებისგან პირობა მიიღო

დიდი ალბათობით, პარიზულ კლუბში კარიერას ნეიმარიც გააგრძელებს და კილიან მბაპეც.

დღეს, 14:09

ყველაფერი, რაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შესახებ უნდა ვიცოდეთ

2020 წლის ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი 21 მარტს იღებს სტარტს.

დღეს, 14:02

დავით თარგამაძე კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი დავით თარგამაძე კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს.

დღეს, 13:53

გრიზმანი თუ იოვიჩი? ბარსელონამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

კატალონიური კლუბი ლუის სუარესის შემცვლელის აქტიურ ძიებაში იმყოფება.

დღეს, 13:50

ქართველი მცველები კარგ ფორმაში არიან - კვერკველია პრემიერ ლიგის საუკეთესო 11-ეულში!

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში "ლოკომოტივი" "კრასნოდარს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 13:46

ატლეტიკომ შესაძლოა ფალკაო დაიბრუნოს

"როხიბლანკო" ვეტერანის დაბრუნებაზე დაფიქრდა.

დღეს, 13:45

ბარსელონამ აიაქსს 60-მილიონიანი წინადადებით მიმართა

კატალონიური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონამ" "აიაქსთან" მოლაპარაკებები წამოიწყო.

დღეს, 13:43

ვის აკვირდებოდნენ ტოტენჰემის სკაუტები მილანური დერბის დროს?

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ტოტენჰემის" სკაუტები "დერბი დელა მადონინას" დაესწრნენ.

დღეს, 13:38

აზარს ჩელსის სატრანსფერო ბანი ვერ შეაჩერებს - ედენს გული მადრიდისკენ მიუწევს

ბელგიელს გუნდის შეცვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

დღეს, 13:36

"ზიდანი სოლარისგან განსხვავდება", - რა უთხრა ფრანგმა ვინისიუსს პირველი შეხვედრისას?

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევმა ზინედინ ზიდანი და სანტიაგო სოლარი შეადარა ერთმანეთს.

დღეს, 13:31

კანტე ჩელსიდან წასვლაზე დაფიქრდა - მისი შეძენა ორ გუნდს სურს

ლონდონის "ჩელსის" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი გუნდის შეცვლაზე დაფიქრდა.

დღეს, 13:26

ვატო არველაძის გოლი პოლონეთში საუკეთესოთა შორის მოხვდა

პოლონეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში "კორონა" "იაგელონიას" დაუპირისპირდა და 1:3 დაამარცხა.

დღეს, 13:22

ნავასი: "სოლარის დროს, ვარჯიშზე რაც არ უნდა გამეკეთებინა, მოედანზე მაინც არ გავიდოდი"

მადრიდის "რეალის" მეკარემ, კეილორ ნავასმა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვაზე ისაუბრა.

დღეს, 13:14

მოურინიო: "რეალში რომ მივედი, გუნდს ლიონის ეშინოდა"

ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

დღეს, 13:09

ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მესამედ მოხვდა

უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურში დონეცკის "შახტარი" "ზორიას" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 13:08

ვინისიუსი: "ბარსელონამ პირველმა დამირეკა და უფრო მეტსაც მთავაზობდა"

მადრიდის "რეალის" ვუნდერკინდმა "ბარსელონას" მხრიდან არსებულ ინტერესზე ისაუბრა.

დღეს, 13:04

გენტის დირექტორი: "შესაძლოა, ჩაკვეტაძის ტრავმა ცუდი არც არის"

"გენტის" დირექტორმა მიშელ ლუვაგი ამ გუნდის ქართველი ტალანტის გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმას გამოეხმაურა.

დღეს, 13:02

გრიზმანისთვის ბრძოლაში ორი გუნდი გალიდერდა

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი, შესაძლოა, სხვა ჩემპიონატში გადაბარგდეს.

დღეს, 12:58

ტოჩინოშინმა მორიგი ბრძოლა წააგო - ქართველი სუმოისტი ოძეკის სტატუსს კარგავს?

დიდია იმის ალბათობა, რომ ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის სტატუსი დაკარგოს.

დღეს, 12:52

ბითაძის მორიგი კარგი თამაში - ბუდუჩნოსტმა კვლავ წააგო [VIDEO]

ევროლიგაში გამართული მატჩი "ფენერბაჰჩესა" და "ბუდუჩნოსტს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 76:67 დასრულდა.

დღეს, 12:48

რაბიოს დედა: "ჩემი შვილი პსჟ-ში მძევალია"

"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს დედამ შვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა:

დღეს, 12:09

ალკასერის უნიკალური შედეგი, რომლითაც ის მესისა და მბაპეს აღემატება

Corriere dello Sport-მა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში ჩაატარა კვლევა - რომელ ფეხბურთელს სჭირდება ყველაზე ნაკლები წუთი ერთი გოლის გასატანად?

დღეს, 11:53

როდის დაბრუნდება მოურინიო? პორტუგალიელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა

ჟოზე მოურინიომ თავის მომავალ გეგმებზე ისაუბრა:

დღეს, 11:43

ინტერმა პერიშიჩს ფასი დაადო

მილანის "ინტერის" შემტევის, ივან პერიშიჩის სახელს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "არსენალს" უკავშირებდნენ.

დღეს, 11:24

სანჩესი: "მანჩესტერის გულშემატკივრების გაბედნიერება მინდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ალექსის სანჩესმა თავის ამბიციებზე ისაუბრა:

დღეს, 11:15

ბექჰემს მესისა და რონალდუს გადმობირების იმედი აქვს

მაიამის "ინტერის" მფლობელმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ მისი მიზანია კლუბში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მოყვანა.

დღეს, 11:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები