Goal.Ge

საუკუნის ბრძოლის შეჯამება: ღირსეული მაკგრეგორი და დაუმარცხებელი მეივეზერი


საუკუნის ბრძოლის შეჯამება: ღირსეული მაკგრეგორი და დაუმარცხებელი მეივეზერი

ლას-ვეგასში მსოფლიო ბოქსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართა, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ 40 წლის ფლოიდ მეივეზერი და UFC-ის მებრძოლი, 29 წლის ირლანდიელი - კონორ მაკგრეგორი იბრძოდნენ. დაპირისპირებას ინტრიგა პირადად კონორ მაკგრეგორმა შესძინა. ირლანდიელი მებრძოლი კლასიკური ბოქსის წესებით დაუმარცხებელ მეივეზერთან ბრძოლას დათანხმდა, რაც მისი მხრიდან ძალიან დიდი სიმამაცის გამოხატულებაა. სპორტში თითქმის არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი, როცა ინდივიდუალი სპორტსმენი რადიკალურად განსხვავებულ სახეობაში ძალიან დიდი რისკების მიუხედავად, იწყებს მზადებას და თითქმის 3-4 თვის შემდეგ თავისთვის უცხო სახეობის ჩემპიონს უპირისპირდება. ეს ნამდვილად გასაოცარი საქმეა.

მიუხედავად იმისა, რომ კონორი მეივეზერის წინააღმდეგ ბრძოლაში თითქმის უშანსოდ იყო, ირლანდიელმა სპორტსმენმა თავის პროფესიონალობაში ყველა დაარწმუნა. მან თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეძლო და მეივეზერის წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა გვაჩვენა. ეს იყო დიდებული შოუ, რომელმაც მასზე დაყრდნობილი იმედები 100%-ით გაამართლა. 

მეივეზერისა და მაკგრეგორის დაპირისპირებას ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრეს-კონფერენციებსა და სოციალური გამოხმაურებებით, მებრძოლები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდნენ, თუმცა ეს ახალი არავისთვისაა. კონორი ამერიკელ მეტოქეს ემუქრებოდა, რომ მის დამარცხებას მე-4 რაუნდში ნოკაუტით მოახერხებდა და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა მეივეზერი 49 გზის წაუგებელი იყო. ირლანდიელ სპორტსმენს საკუთარი თავის რწმენა პიკამდე ჰქონდა განვითარებული და მან იმდენიც კი მოახერხა, რომ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიჩინა. ალბათ კარგად გახსოვთ აწონვის დროს გულშემატკივრის მხრიდან მეივეზერისადმი გამაყრუებელი სტვენა. მიუხედავად იმისა, რომ მეივეზერს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავდა, კონორმა მოახერხა იმდენი, რომ მის მხარეს თითქმის იმდენივე გულშემატკივარი მიიმხრო, რამდენიც ამერიკელ მებრძოლს ჰყავს.

ოპტიმისტური დაწყება

საუკუნის ბრძოლის შეჯამება: ღირსეული მაკგრეგორი და დაუმარცხებელი მეივეზერი

დიახ, მაკგრეგორმა მოახერხა იმდენი, რომ თავის გულშემატკივარს გამარჯვების იმედი ჩაუსახა. ირლანდიელმა ყველა პრეს-კონფერენცია იმისთვის გამოიყენა, რომ მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა, თუმცა რამდენად რთული იქნებოდა 40 წლის მეივეზერისთვის მსგავსი პრობლემის შექმნა, ეს უკვე თავად განსაჯეთ.

როგორც მოგეხსენებათ, მაკგრეგორი UFC-ის მებრძოლია და მას არასდროს არ უბრძოლია 3 რაუნდზე მეტი. ამგვარად, მეივეზერის წინააღმდეგ 12-რაუნდიანი ბრძოლა კიდევ ერთ დიდ პრობლემას ქმნიდა. უნდა აღინიშნოს, რომ კონორი საწყის წუთებში უპირატესობას ნამდვილად ფლობდა. პირველი ორი რაუნდის განმავლობაში მეივეზერი მხოლოდ დაცვაზე, ხოლო მაკგრეგორი მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდა. ირლანდიელმა მოკრივემ საკმაოდ ბევრი დარტყმა მიაყენა მეივეზერს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელი თავს ბრწყინვალედ იცავდა.

ძალიან კარგი დაცვის ფონზე, მეივეზერი კონტრშეტევებზე ტრადიციულად ძალიან სახიფათო იყო. მაკგრეგორის მიყენებული 12 დარტყმა შესაძლოა არ ყოფილიყო ისეთი სახიფათო, როგორიც მეივეზერის 1 და ზუსტი დარტყმა. ფეხით მოძრაობა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კლასიკურ ბოქსში. პირველ რამდენიმე რაუნდში ჩვენ მაკგრეგორთან ეს ნამდვილად ვერ დავინახეთ. ფეხით მოძრაობა არ არის ისეთი რამ, რომლის სწავლაც მაკგრეგორს 3-4 თვეში შეეძლო, ასე რომ, ეს ფაქტი ბუნებრივიცაა. მიუხედავად ამისა, მაკგრეგორი სიმაღლის უპირატესობას ფლობდა და თავისი გრძელი ხელების გამოყენებას ცდილობდა. თუ დააკვირდებოდით, ირლანდიელი მებრძოლი შეტევას ყოველთვის მარცხენა ხელით იწყებდა და შემდეგ მარჯვენათი აგრძელებდა. კონტრშეტევებზე თავის დაცვას კი ვერაფრით ასწრებდა, რაც რა თქმა უნდა მისი გამოუცდელობის ბრალია. ასეა თუ ისე, მეივეზერმა პირველი რამდენიმე რაუნდი აშკარად დათმო.

საუკუნის ბრძოლის შეჯამება: ღირსეული მაკგრეგორი და დაუმარცხებელი მეივეზერი

ფლიდ მეივეზერი - მოკრივე ძალიან დიდი გამოცდილებით. ჩვენ გვახსოვს მისი ბრძოლა კარიერის პიკში მყოფი მენო პაკიაოს წინააღმდეგ, სადაც ამერიკელმა ნამდვილად სოლიდური ბრძოლა ჩაატარა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. გვახსოვს კანელოს წინააღმდეგ გამართული ურთულესი ბრძოლა, რომელშიც მეივეზერმა საკმაოდ ბევრი დარტყმა მიიღო (თუმცა არა იმდენი, რამდენიც მაკგრეგორის წინააღმდეგ ბრძოლაში). ყველა შეხვედრაში, რომელიც მეივეზერმა ჩაატარა, 
ამერიკელმა მოკრივემ გაიმარჯვა თავისი გამოცდილების ხარჯზე და რაც მთავარია ფლოიდს აქვს გასაოცარი საბრძოლო ინტელექტი, რასაც რინგზე ის ბრწყინვალედ იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდი თავს ძალიან კარგად იცავდა, მან ირლანდიელი მებრძოლისგან საკმაოდ ბევრი დარტყმა მიიღო. თავიდან ამერიკელმა უპირატესობა დათმო და ინიციატივა მაკგრეგორს გადაულოცა, თუმცა შემდეგ უკვე რინგზე მხოლოდ ამერიკელი სოლირებდა. მაკგრეგორის პრობლემებიც დაიწყო დაახლოებით მეხუთე-მეექვსე რაუნდის შემდეგ. მეივეზერმა შეატყო მეტოქეს დაღლილობა და აქტიური დაცვიდან სწრაფადვე აქტიურ შეტევაზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ მაკგრეგორს ბევრი პრობლემა შეექმნა, ირლანდიელმა აქტიურ დაცვას მაინც არ მიმართა და შეუპოვრად იბრძოდა.

მეცხრე რაუნდის ბოლოს მაკგრეგორი უკვე საშინელ მდგომარეობაში იყო. ის ვეღარც ფეხით აკეთებდა მოძრაობებს და მყარად დგომაც აღარ გამოსდიოდა. ამგვარად, ყველასთვის ლოგიკური დასასრული მეათე რაუნდში დადგა და მეივეზერმა ირლანდიელი მოკრივე ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მაკგრეგორმა მეივეზერს 111 დარტყმა მიაყენა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. მასზე მეტი დარტყმა ამერიკელ მოკრივეს მხოლოდ და მხოლოდ კანელომ მიაყენა (117 დარტყმა). რაც შეეხება მენო პაკიაოს, ფილიპინელი მებრძოლის ანგარიშზე მეივეზერის წინააღმდეგ 81 ფანჩი იყო.

მარჩიანოს რეკორდი

საუკუნის ბრძოლის შეჯამება: ღირსეული მაკგრეგორი და დაუმარცხებელი მეივეზერი

მეივეზერმა კარიერაში 50-ე გამარჯვება მოიპოვა და ამით მან ლეგენდარული როკი მარჩიანოს რეკოდი დაამყარა, რომელსაც 49 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. დღესდღეობით მეივეზერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად ითვლება. ასე რომ, შოუ, რომელიც მაკგრეგორსა და ამერიკელ მოკრივეს შორის შედგა, ფინანსური თვალსაზრისით ორივე მოკრივესთვის მომგებიანი აღმოჩნდა - მაკგრეგორმა დაახლოებით 70 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მეივეზერმა კი - 100 მილიონი დოლარი.

ეს ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ჩაიწერება ისტორიაში. მაკგრეგორმა სპორტში ინოვაცია შემოიტანა და არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი ბრძოლები მომავალშიც ვიხილოთ. ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესოა, თუ როგორ იბრძოლებს MMA-ის ჩემპიონი კლასიკური ბოქსის წესებით ან პირიქით, ასე რომ, ამ ძალიან მამაცური გადაწყვეტილებით, მაკგრეგორმა სხვებს მაგალითი მისცა და ის ნამდვილად არ არის დამარცხებული ამ ბრძოლიდან. ტყუილად არ ამბობს ირლანდიელი: "მე არასდროს ვმარცხდები. ან ვიგებ, ან ვსწავლობ"

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

UFC-ის წინამორბედი, რომელსაც ქართველები იპყრობდნენ - მათზე კომპიუტერული თამაშიც კი შექმნეს

90-იანი წლების შუა პერიოდი - დრო, როდესაც მსოფლიო ბაზარზე შემოიჭრა ახალი თაობის სათამაშო კონსოლები.

დღეს, 03:57

ტალახაძე და ასანიძე რუსთავი 2-ში არ მივიდნენ: "გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხდა"

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი იმყოფებოდა.

დღეს, 03:42

პრემიერ ლიგაში, მინა პირველივე მატჩში საუკეთესოდ დასახელდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იერი მინა "ბარსელონადან" "ევერტონში" გადავიდა, თუმცა მას ტრავმა ჰქონდა, რის გამოც 3 თვე გაუცდა.

დღეს, 03:35

რაკიტიჩი ბარსელონას მნიშვნელოვან მატჩში დააკლდება

ლა ლიგის გასული ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ბეტისი" მიიღო და 4:3 დამარცხდა.

დღეს, 03:32

მესი: "ტიაგოს გამო გაოცებული ვიყავი"

2-კვირიანი პაუზის შემდეგ, ლიონელ მესი "ბეტისთან" მატჩში დაბრუნდა, თუმცა "ბარსელონა" 4:3 დამარცხდა.

დღეს, 03:30

"მე მაბრალებ?" - სუარესისა და პიკეს დაპირისპირება [VIDEO]

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონა" "ბეტისთან" 3:4 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოედნის ცენტრში ხერარდ პიკე და ლუის სუარესი საუბრობდნენ.

დღეს, 03:26

ტებასი: "რონადლუ წავიდა, მესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა"

ლა ლიგის პრეზიდენტს, ხავიერ ტებასს სურს, რომ ჩემპიონატში ლიონელ მესის სახელობის ჯილდო შეიტანოს.

დღეს, 03:22

"ყურადღებიანი უნდა იყოს", - დეშამმა დემბელეს ქცევები გააკრიტიკა

უკვე რამდენიმე კვირაა, უსმან დემბელე "ბარსელონას" ვარჯიშებსა და თამაშებზეც კი აგვიანებს.

დღეს, 03:19

ბერლუსკონი: "არჩევნები მილანის მმართველების გამო წავაგე"

2018 წელს, იტალიის საპარლამენტო არჩევნებში სილვიო ბერლუსკონის პარტია დამარცხდა და იტალიელმა ეს ფაქტი "მილანის" მმართველებს დააბრალა.

დღეს, 03:03

"ეს არის ფაქტი, რაზეც ბავშობაში ვიოცნებებდი", - კიელინი

სანაკრებო პაუზის დროს, იტალიის ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დღეს, 02:58

"ზღვაზე მინდა", - შუა სეზონში მატუიდი დასვენებას ითხოვს

ბლეის მატუიდის სურს, რომ შუა სეზონში 1-კვირიანი პაუზა აიღოს და დაისვენოს.

დღეს, 02:55

MLS-ში სეზონის საუკეთესო ტრანსფერი დაასახელეს

MLS-მა, 2018 წლის საუკეთესო ტრანსფერად ზლატან იბრაჰიმოვიჩის "ლოს ანჯელეს გელექსიში" გადასვლა დაასახელა.

დღეს, 02:51

ოფიციალურად: ფედერაციამ რეალის მთავარი მწვრთნელი დაადასტურა

ფლორენტინო პერესმა ხულენ ლოპეტეგი ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლა და გუნდი დროებით არგენტინელს ჩააბარა.

დღეს, 02:48

სტარიჯს ტოტალიზატორებთან თანამშრომლობაში ედავებიან - FA-მ გამოძიება დაიწყო

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დანიელ სტარიჯის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

დღეს, 02:44

ჯოკოვიჩის შეხვედრაზე, რონალდუმ ბურთი შემთხვევით გერლფრენდს მოარტყა [VIDEO]

ATP World Tour-ის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკელი ჯონ ისნერი 2 სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა.

დღეს, 02:36

კაკაბაძე: "ოთხი მოგების შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მშვენიერი განწყობაა"

ანდორასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

დღეს, 01:45

მერებაშვილი: "იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთ შეხვედრას მოვიგებთ"

ანდორასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა გააკეთა.

დღეს, 01:44

საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში ანდორაში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის ჩასატარებლად ანდორაში ჩავიდა. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს ეროვნული გუნდი ანდორაში არასრული შემადგენლობით იმყოფება. ნაკრებმა 12 ნოემბერს მსუბუქად ივარჯიშა.

დღეს, 01:40

პრო დ2: ჯავახიამ ძირითადში პირველად ითამაშა

ქართველი ლეგიონერების მონაგარი საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში

დღეს, 00:37

პაკომ ბუნდესლიგაში 55 წლიანი რეკორდი მოხსნა

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეული, პაკო ალკასერი, მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება.

გუშინ, 22:20

გამოძახებიდან 2 საათში ლაკაზეტი შინ დაბრუნდა

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი, ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 2 საათით გამოიძახეს.

გუშინ, 22:20

კონტემ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:54

ATP შემაჯამებელი: ზვერევმა გამარჯვებით დაიწყო

დღეს ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე A ჯგუფის პირველი მატჩი გაიმართა.

გუშინ, 20:48

ორი ევროპელი ვარსკვლავი - როგორია MLS-ს სეზონის სიმბოლური?

დღეს MLS-მ სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა და წლის საუკეთესო თერთმეტეული გამოავლინა.

გუშინ, 20:35

საფრანგეთის ნაკრებს პოგბა და მარსიალი გამოაკლდნენ

ნოემბრის საერთაშორისო შეხვედრების წინ საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ორი წამყვანი მოთამაშე დაკარგა.

გუშინ, 20:29

"არასოდეს თქვა არასოდეს" - კონტემ იტალიაში დაბრუნება არ გამორიცხა

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ანტონიო კონტემ, თავის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 20:26

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები