Goal.Ge

4 მიზეზი, რომლის გამოც ჩემბერლინი არსენალის ფანებმა მოღალატედ არ უნდა შერაცხონ


4 მიზეზი, რომლის გამოც ჩემბერლინი არსენალის ფანებმა მოღალატედ არ უნდა შერაცხონ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში "ლივერპულმა" ძალიან საინტერესო ტრანსფერი განახორციელა. მაშინ, როცა იურგენ კლოპის გუნდთან რეგულარულად აკავშირებდნენ "საუთჰემფტონის" მცველს, ვირჯილ ვან დიიკს და "მონაკოს" ერთ_ერთ მთავარ ლიდერს - ტომას ლემარს, ინგლისელებმა ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველის, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინის ტრანსფერი გაჩარხეს. 

უდავოა, რომ ჩემბერლინი მერსისაიდელთა ნახევარდაცვის ხაზს გააძლიერებს. ამპლუით ინგლისელი ფეხბურთელი გარემარბია, თუმცა თავის განცხადებებში არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი საყვარელი პოზიცია - ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაა. არ არის გამორიცხული, რომ იურგენ კლოპმა ჩემბერლინს ოცნება აუხდინოს და ცენტრალური ნახევარდაცვის ხაზში ათამაშოს.

ჩემბერლინს აქვს ძალიან კარგი ტექნიკა და არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოთამაშე მთელს ინგლისში. ამასთან, ბოლო წლებში ჩემბერლინმა თავისი ფიზიკური მონაცემები მნიშვნელოვნად განავითარა, რაც თავის მხრივ, ფიზიკურ ორთაბრძოლებში მას უპირატესობას ანიჭებს.

მას შემდეგ, რაც ჩემბერლინმა "ლივერპულს" მიაშურა, ლონდონის "არსენალის" ფანების მხრიდან დიდი აგრესია წამოვიდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩემბერლინს აქამდე ლონდონის "ჩელსიში" გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა ისტორიული მტრის ბანაკში გადასვლა არ ისურვა, თუმცა "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ მის მისამართით "მეთოფეების" მხრიდან შეურაცხმყოფელი პოსტები თვალსაჩინოა. ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ 5 მიზეზს, რომლის გამოც ჩემბერლინი "არსენალის" ფანებისგან მსგავსი მოპყრობის ღირსი არ არის.

4. ბავშვობის ოცნება

ინგლისის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი შეკრების დროს, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თუ ვინ იყო მისი კუმირი და ვის გულშემატკივრობდა ბავშვობაში, რაზედაც ინგლისელის პასუხი შემდეგნაირი იყო: 

"ლივერპული. ამ გუნდისადმი დიდი სიმპათიები მქონდა. რაც შეეხება ჩემს კუმირს, ეს ცალსახად სტივენ ჯერარდია. ვოცნებობ, რომ ოდესმე მის დონეზე შევძლო თამაში". 

ის ფაქტი, რომ ჩემბერლინმა კარიერის გასაგრძელებლად "ლივერპული" აირჩია არის ჩვეულებრივი მომენტი, რადგან ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო და მან ეს ოცნება აიხდინა.

3. მთავარი მწვრთნელი

4 მიზეზი, რომლის გამოც ჩემბერლინი არსენალის ფანებმა მოღალატედ არ უნდა შერაცხონ

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინს არსენ ვენგერთან კონფლიქტი არ ჰქონია, თუმცა არ არის საიდუმლო ის ფაქტი, რომ ვენგერი ინგლისელ მოთამაშეს ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა. იყო დრო, როცა ინგლისელი მოთამაშე ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა, თუმცა თამაშებს სათადარიგოთა სკამიდან იწყებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც დრო გადიოდა ვენგერი ჩემბერლინს რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას არ აძლევდა და ამის ფონზე, გუნდში კონკურენციაც საგრძნობლად იზრდებოდა. ამგვარად, ჩემბერლინის მხრიდან "ლივერპულში" გადასვლა შესაძლოა ვენგერისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზაც აღმოჩნდეს. უდავოა, რომ იურგენ კლოპი ჩემბერლინს სათადარიგო მოთამაშის სტატუსით არ დაიმატებდა. მისი სისწრაფე და ტექნიკა კლოპს პრესინგისა და სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებაში ძალიან გამოადგება.

2. ჩემპიონთა ლიგა

4 მიზეზი, რომლის გამოც ჩემბერლინი არსენალის ფანებმა მოღალატედ არ უნდა შერაცხონ

ევროტურნირზე თამაში - ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა. თუმცა, როცა საქმე დიდი გრანდების მოთამაშეებზეა, მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უბრალოდ ჩვეულებრივი მომენტია. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინის შემთხვევაში ეს ჩვეულებად იყო ქცეული, რადგან "არსენალი" თითქმის ყოველ წელს ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას. 

მიუხედავად ამისა, გასულ სეზონში "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, ასე რომ, ინგლისელ ნახევარმცველს 1 წლით ევროპის ყველზე პრესტიჟულ ტურნირს მიღმა ასპარეზობა უწევდა. ამგვარად, "ლივერპულის" არჩევის დროს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უდავოდ მიიქცევდა ჩემბერლინის ყურადღებას.

1. სამომავლო რესურსი - საჩემპიონო გუნდი?!

"ლივერპულში" იურგენ კლოპმა ძალიან დიდი სამუშაოები დაიწყო და ნელ-ნელა ეს შედეგზეც ისახება. გასულ სეზონში "ლივერპულმა" ოთხეულში შესვლა შეძლო და ეს სეზონიც მერსისაიდელებმა ძალიან კარგად დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ დაცვის ხაზში "ლივერპულს" საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს, იურგენ კლოპის შემტევი ხაზი იმდენად ძლიერია, რომ ამ პრობლემებს აკომპენსირებს. უდავოა, რომ "ლივერპულს" საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ხაზი მაინც ჰყავს. პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 3 შეხვედრაში "ლივერპულს" უკვე 8 გოლი აქვს გატანილი.

"ლივერპულში" გამოჩნდა ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებსაც უდავოდ აქვს იმის პოტენციალი, რომ მომავალში სუპერვარსკვლავები გახდნენ. ნებისმიერი გუნდი, რომელსაც მომავალში წარმატების მიღწევა სურს, მუდმივად უნდა პროგრესირებდეს. "ლივერპულში" ეს პროგრესი იგრძნობა, ხოლო "არსენალში" კი ნაკლებად. უკვე წლებია, რაც ვენგერის გუნდი დიდებულ ტურნირებზე ბრძოლას გამოეთიშა. ერთადერთი, რითაც ლონდონელები თავს ინუგეშებენ - ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასია. 

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვალვერდე: "0:0 სახიფათო ანგარიშია"

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "ბარსელონა" "ლიონს" ესტუმრა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

დღეს, 02:56

სუარესი: "ბარსელონაში კარიერის დასრულება რთული იქნება"

"ბარსელონას" შემტევმა, ლუის სუარესმა კარიერის დასრულებაზე ისაუბრა.

დღეს, 02:53

პსჟ ემირეითს ემშვიდობება, რადგან 50 მილიონი სურს

მომდევნო სეზონიდან "პარი სენ ჟერმენი" "ფლაი ემირეითსთან" ხელშეკრულებას წყვეტს.

დღეს, 02:49

ჩელსი ზიდანსა და ლამპარდს განიხილავს - Sky Sports

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports წერს, რომ ლონდონის "ჩელსი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს.

დღეს, 02:45

"ეს სამარცხვინო სიცრუეა", - იკარდის აგენტი

Gazzetta dello Sport გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაურო იკარდი კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევის გამო გაბრაზებულია და თამაშს არ აპირებს.

დღეს, 02:42

ატლეტიკოსთან კოშტა და ხედირა არ იქნებიან

"იუვენტუსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ატლეტიკოსთან" მატჩში გუნდს სამი ხედირა და დუგლას კოშტა დააკლდებიან.

დღეს, 02:39

ალეგრი: "ვუპირისპირდებით გუნდს, რომელსაც ევროპაში საკმაოდ კარგი მიღწევები აქვს"

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "იუვენტუსი" "ატლეტიკოს" ესტუმრება.

დღეს, 02:37

ისტორიაში მეორედ - ლიგის ორივე მატჩი უგოლოდ დასრულდა

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის, 1/8 ფინალური ეტაპის ორი დაპირისპირება გაიმართა.

დღეს, 02:16

20 დარტყმა და არც ერთი გოლი, ბარსელონამ ლიონი ვერ დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, "ბარსელონა" "ლიონს" ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

დღეს, 01:58

არასანახაობრივი ფრე ენფილდზე, ბაიერნმა და ლივერპულმა უგოლოდ დაასრულეს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, "ლივერპულმა" "ბაიერნი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

დღეს, 01:55

ლიონი-ბარსელონა: შემადგენლობები ცნობილია

თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება ლიონის "ოლიმპიკისა" და "ბარსელონას" მატჩი. გთავაზობთ შემადგენლობებს.

გუშინ, 23:22

ლივერპული-ბაიერნი: შემადგენლობები ცნობილია

თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება "ლივერპულისა" და მიუნხენის "ბაიერნის" მატჩი. გთავაზობთ შემადგენლობებს.

გუშინ, 23:13

მალკომისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, მალკომი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

გუშინ, 20:22

მარსელომ რეალის სპორტულ დირექტორთან საკუთარი მომავალი განიხილა

"რეალის" მცველს "სამეფო კლუბის" სპორტულ დირექტორთან 1-საათიანი შეხვედრა ჰქონდა.

გუშინ, 20:17

ჩელსიმ სარის ულტიმატუმი წაუყენა - რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ იტალიელს?

მაურისიო სარის "ჩელსის" მწვრთნელის პოსტიდან წასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.

გუშინ, 20:12

ბარსელონას პრეზიდენტი: "ვინ შეცვლის მესის?"

ხოსეპ მარია ბართომეუმ საკმაოდ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

გუშინ, 20:08

რატომ არ წავიდა ბეილი გუნდის ვახშამზე? - კურტუა საინტერესო ისტორიას იხსენებს

"რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ აღნიშნა, რომ მადრიდში მისმა ადაპტაციამ შესანიშნავად ჩაიარა.

გუშინ, 19:58

ბართომეუს მორიგი განცხადება ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე მორიგი განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:50

იტალიური კლუბი, რომელიც 0:20 განადგურდა, სერია C-დან მოკვეთეს

კლუბი "პრო პიაჩენცა" იტალიის სერია C-დან მოკვეთეს.

გუშინ, 19:38

""ჩვენ გვიპირისპირდება ყველაზე უხერხული მეტოქე წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე", - კოვაჩი

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:06

დიბალა: "მესი თუ რონალდუ?"

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა პაულო დიბალამ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

გუშინ, 16:57

კეინის დაბრუნების დაახლოებითი თარიღი ცნობილი გახდა

"ESPN"-ის ცნობით, ორშაბათს ჰარი კეინმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.

გუშინ, 16:51

Marca: ესპანეთის სუპერთასი ოთხთა ტურნირი გახდება

"Marca"-ს ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის ფორმატს ცვლის.

გუშინ, 16:41

ვარსკვლავები, რომლებმაც ლივერპულსა და ბაიერნში ითამაშეს

"ლივერპული" - "ბაიერნის" მატჩის წინ, გავიხსენოთ ყველა ის ფეხბურთელი, რომელმაც სხვადასხვა დროს ორივე გუნდის მაისური მოირგო.

გუშინ, 16:13

კლოპი: "დღევანდელ მატჩს ქომაგის რანგშიც სიამოვნებით დავესწრებოდი"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიუნხენის "ბაიერნთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 15:53

ლიდსი მეტოქეზე ჯაშუშობის გამო 200 000 ფუნტით დააჯარიმეს

"ლიდს იუნაიტედი" 200 000 ფუნტით დააჯარიმეს იმის გამო, რომ...

გუშინ, 15:31

იკარდის ცოლმა ერთობლივი ფოტოები ბუხარში დაწვა - ფეხბურთელი თავისუფლებას იძენს?!

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ ფეხბურთელთან განშორების შესახებ ჭორები ააგორა.

გუშინ, 14:28

1252 დღე გოლის გარეშე - სუარესი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გოლებს ვერ იტანს

ურუგვაელი ფორვარდი "ბარსელონას" ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ...

გუშინ, 13:52

ლუკა იოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

"აინტრახტის" თავდამსხმელისთვის ერთბაშად რამდენიმე ევროპული გრანდი იბრძვის.

გუშინ, 13:46

ლივერპულთან მატჩის წინ, ვარჯიში ბაიერნის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა გამოტოვა

"ბაიერნის" ნახევარმცველმა "ლივერპულთან" მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა.

გუშინ, 13:37

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები