ავტორიზაცია

ვილანოვა თავის სამომავლო გეგმებს დღეს გაგვაცნობს

ვილანოვა თავის სამომავლო გეგმებს დღეს გაგვაცნობს
თარიღი 26 აპრ 2013, 15:40
დღეს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც იგი თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. AS-ის ინფორმაციით, სპეციალისტი განაცხადებს, დარჩება თუ არა კატალონიელების მთავარ მწვრთნელად შემდეგ სეზონშიც. ადრე ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე ისაუბრა, რომელიც მზადაა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. თუმცა, თუ ვილანოვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ მისი ალტერნატივის სახით "ბლაუგრანა" მანუელ პელეგრინისა და იუპ ჰაინკესის კანდიდატურებს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ყელზე ჩატარებული ოპერაციის გამო, მიმდინარე სეზონში ვილანოვა "ბარსას" დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა. წყარო: AS