Goal.Ge

6 გუნდი, რომლებმაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს


6 გუნდი, რომლებმაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს

რამდენიმე დღის წინ ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა თავისი მატჩი მოიგო და გახდა პირველი ევროპული გუნდი (რუსეთის შემდეგ), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.

ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ 6-ივე გუნდს, რომლებიც რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე უეჭველად გაემგზავრებიან.

რუსეთი

ახალი ამბავი არ არის, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. რუსები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებენ და შესაბამისად, ისინი ამ ტურნირზე პირდაპირ იასპარეზებენ. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, თავისი ქვეყანა ჯერ არნახულ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და ამისათვის მართლაც სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. სანქტ-პეტერბურგში ევროპული დონის სტადიონი აშენდა, რომელიც წვიმის დროს იხურება. გარდა ამ სტადიონისა, ახალი მოედნები აშენდა კრასნოდარში, ყაზანში და ა.შ.

ბელგია

6 გუნდი, რომლებმაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს

ბელგიელებმა საბერძნეთში გამართულ მატჩში საკმაოდ რთული გამარჯვება მოიპოვეს (1:2) და გახდნენ პირველი ევროპელები საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გაინაღდეს. ბელგიამ ჯგუფში ჩატარებულ 8 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულა დაკარგა. გუნდის ახალგაზრდა ლიდერები ბრწყინვალე ფორმაში არიან და ისინი თითქმის ყოველ თამაშზე ამტკიცებენ, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეები არიან. უდავოა, რომ ბელგიელთა მაქსიმუმი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ იქნება.

ბრაზილია

6 გუნდი, რომლებმაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს

ბრაზილიელებს ძალიან ახალგაზრდული ნაკრები ჩამოუყალიბდათ. გუნდს თითქმის ყველა პოზიციაზე 2-3 მოთამაშიანი ალტერნატივა აქვს, რაც რა თქმა უნდა, ამ ნაკრებისთვის ძალიან დიდი პლუსია. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ხშირად "მანჩესტერ სიტის" შემტევი, გაბრიელ ჟეზუსი გვევლინება, რომელიც ამ ფუნქციას ბრწყინვალედ ითავსებს. იგივე შეიძლება ითქვას რობერტო ფირინოზეც. ბრაზილიას საკვალიფიკაციო ეტაპზე 15 ჩატარებულ შეხვედრაშ 11 მოგება 1 წაგება და 3 ფრე აქვს. მეორე ადგილოსან გუნდს ბრაზილიელები არც მეტი, არც ნაკლები 11 ქულით უსწრებენ.

ირანი

6 გუნდი, რომლებმაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს

უკვე დიდი ხანია, რაც აზიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად გაინაღდეს. ირანელებმა ყველასთვის მოულოდნელად ჯგუფში ძალიან სოლიდური თამაში აჩვენეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა უდავოდ დაიმსახურეს. ირანელები ამ დროისთვის ჯგუფში 21 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილოსან სამხრეთ კორეას 7 ქულით უსწრებენ. აღსანიშნავია, რომ ირანელები ბრწყინვალე დაცვით ფეხბურთს თამაშობენ. მათ 9 ჩატარებულ შეხვედრაში არც ერთი გოლი არ აქვთ გაშვებული. თუმცა, გუნდის შემტევ პოტენციალი არც ისე დიდია. 9 მატჩში ირანელებმა მხოლოდ 8 გოლი გაიტანეს.

იაპონია

6 გუნდი, რომლებმაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს

კიდევ ერთი აზიური გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში უკვე გაინაღდა იაპონიაა. B ჯგუფში იაპონია პირველ ადგილს იკავებს და ბოლო ტურის წინ ის მდევარ ავსტრალიას 4 ქულით უსწრებს. იაპონელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ცოტა არასტაბილურად დაიწყეს, თუმცა შემდეგ გონზე მოვიდნენ და სოლიდური თამაში აჩვენეს. ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება გუნდის შემტევი ნახევარმცველი ჰარაგუჩი, რომელსაც უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. იაპონელებმა აზიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლის გატანა (17 გოლი) შეძლეს.

მექსიკა

6 გუნდი, რომლებმაც რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს

ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში საუკეთესო ნაკრებმა - მექსიკამ, რა თქმა უნდა, დროზე ადრე შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. საკვალიფიკაციო ეტაპი მექსიკელებმა წაუგებლად ჩაატარეს. ისინი ამ დროისთვის ჯგუფში უპირობო ლიდერები არიან. ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი ალბათობით კოსტა რიკის და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებებიც ითამაშებენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჰონდურასს და პანამას მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ, მათ უდავოდ უფრო სოლიდური შემადგენლობა ჰყავთ, ვიდრე ნახსენებ 2 ნაკრებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალი იკარდის მისი მეუღლის გამო არ იმატებს

ცნობილი ესპანური გამოცემა, MARCA წერს, რომ "რეალმა" მაურო იკარდიზე ფიქრი მისი მეუღლის, ვანდა ნარას გამო შეწყვიტა.

დღეს, 04:52

რამდენი პენალტი აქვს მესის ლა ლიგაში გაცუდებული?

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" 1:0 დაამარცხა, სადაც ლიონელ მესიმ 2 პენალტი შეასრულა - ლეომ 1 გაიტანა, მეორე კი მეკარემ აუღო.

დღეს, 04:48

ჯერარდი: "ტიტულზე ფიქრი დაასრულეთ"

ფეხბურთელის რანგში, სტივენ ჯერარდმა შიდა ჩემპიონატის მოგება (პრემიერ ლიგის) ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, თუმცა მას ამის განხორციელების შესაძლებლობა მთავარი მწვრთნელის რანგში აქვს.

დღეს, 04:41

ფერგიუსონი მანჩესტერის მწვრთნელის რანგში ბრუნდება

აღნიშნულ ინფორმაციას "ეშმაკუნების" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

დღეს, 04:35

ბეილმა ჩელსისა და მანჩესტერს პასუხი შეუთვალა

29 წლის შემტევს, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

დღეს, 04:33

დისკვალიფიკაციის გამო, რეალს დღეს მოდრიჩი დააკლდება

დღეს 15:00 საათზე, ლა ლიგის მატჩში მადრიდის "რეალი" "ხირონას" მიიღებს.

დღეს, 04:30

ასე გააცილეს ემილიანო სალა უკანასკნელ გზაზე [VIDEO]

გუშინ, ემილიანო სალა არგენტინაში, მშობლიურ მხარეში დაკრძალეს.

დღეს, 04:27

რატომ არქმევენ ურუგვაიში გრიზმანის სახელს ბავშვებს?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ურუგვაის ნაკრებს გოლი გაუტანა, თუმცა არ აღნიშნა, რადგან ეს ქვეყანა უყვარ

დღეს, 04:24

"კარგი რა კრიშტიანუ, გაჩერდი", - რონალდუ ვარჯიშიდან ვერ გაჰყავდათ

პორტუგალიელმა პრესასთან ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც "სპორტინგის" სკოლაში" "იუვენტუსის" შემტევთან ერთად გამოდიოდა.

დღეს, 04:19

პიკე: "აქ კარგი მხოლოდ გამარჯვება იყო"

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:14

სოლარიმ რამოსის ბარათზე პრესა დაადანაშაულა: "თქვენი მეთოდები გაქვთ"

სანტიაგო სოლარიმ სერხიო რამოსის ყვითელი ბარათის გაზვიადებაში პრესა დაადანაშაულა.

დღეს, 04:11

ვალვერდე: "ყველა თამაშში 7 საგოლე ეპიზოდი არ გვექნება"

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:07

მილანის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლეადორი!

თუმცა, 23 წლის კრიშტოფ პიონტეკმა დებიუტში მათ ყველას აჯობა.

დღეს, 04:03

მოიხსნება კონტეს 102 ქულიანი რეკორდი სერია A-ში?

სერია A-ს 24-ე ტურის შემდეგ "იუვენტუსს" 66 ქულა აქვს და მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ისტორიული რეკორდიც დაამყაროს.

დღეს, 03:58

პიონტეკი: "ჩემი თავის მჯეროდა, თუმცა ამას ვერც წარმოვიდგენდი"

სერია A-ს მატჩში "მილანი" "ატალანტას" ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა, სადაც კრიშტოფ პიონტეკმა 2 გოლის გატანა შეძლო.

დღეს, 03:54

რაგბი ევროპა: ქართველებმა იმსაჯეს, რუმინელებმა და რუსებმა გაისეირნეს [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დღის მატჩების მიმოხილვა

დღეს, 02:45

ქვილითაია დაბრუნდა! - ქართველმა ფორვარდმა გენტში წლის პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში ერთმანეთს "ბევერენი" და "გენტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:35

ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - ზარანდიამ პენალტი გამოიმუშავა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული მატჩი "ზაგლებიესა" და "არკას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

დღეს, 02:32

პიონტეკმა რეკორდი დაამყარა - პირველად ბალოტელის შემდეგ

იტალიის სერია ა-ში გამართული მატჩი "ატალანტასა" და "მილანს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

დღეს, 02:18

ყველაზე ხნიერი მეგოლე ბუნდესლიგის ისტორიაში

გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული მატჩი "ჰერტასა" და "ვერდერს" შორის, 1:1 დასრულდა.

დღეს, 02:15

ლეო მესიმ ვალიადოლიდთან ერთბაშად 2 რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის გასულ ტურში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მესის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

დღეს, 02:11

მესის გოლით ბარსელონამ მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

ლა ლიგის მთავარი ფავორიტი "ბარსელონა" 24-ე ტურში "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 01:54

პიონტეკის ბენეფისი გრძელდება - მილანმა კვლავ მოიგო! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო და დაძაბული მატჩი "ატალანტასა" და "მილანს" შორის.

დღეს, 01:52

სოლარიმ ვინისიუსი შეაქო

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ ამ გუნდის ახალგაზრდა შემტევი ვინისიუს ჯუნიორი შეაქო.

დღეს, 00:58

როდის დაბრუნდებიან ნეიმარი და კავანი? - ტუხელის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგაზე, "მანჩესტერთან" მატჩში, ედინსონ კავანიმ და ნეიმარმა ტრავმის გამო ვერ ითამაშეს.

დღეს, 00:54

გრიზმანის საოცარი სტატისტიკა ატლეტიკოში

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 00:50

სოლარი: "რამოსი ამას არ იკადრებს!"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "აიაქსთან" მატჩის ბოლო წუთზე, სერხიო რამოსმა ყვითელი ბარათ მიიღო.

დღეს, 00:43

ასოციაციის თასი: მანჩესტერ სიტიმ მარტივად იმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა [VIDEO]

ასოციაციის თასის 1/4 ფინალში ერთმანეთს "ნიუპორტი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები