Goal.Ge

4 უძლიერესი ნაკრები, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდეს


4 უძლიერესი ნაკრები, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდეს

სანაკრებო პაუზა დასრულდა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც სიტუაცია შეიცვალა. ზოგიერთმა ნაკრებმა უკვე გაინაღდა რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, ხოლო ზოგიერთმა კი საერთოდ შანსები დაკარგა.

ქვემოთ მოცემულ სტატიაში იხილავთ იმ გუნდების ჩამონათვალს, რომლებსაც მუნდიალის საგზურის მოპოვების სერიოზული პრობლემები აქვთ.

ჰოლანდია

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები, რომლებმაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი უკვე გამოტოვეს, შესაძლოა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მირმაც დარჩნენ. უდავოა, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ასეთი სუსტი ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასდროს ყოფილა. ეროვნულ ნაკრებში კრიზისია, რაც პირველ რიგში გუნდის არადამაჯერებელი რეზულტატის ჩვენებით მტკიცდება. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს და მეორე ადგილოსან შვედეთს 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო პირველ ადგილოსან საფრანგეთს კი - 4 ქულით. იმისათვის, რომ ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა მოახერხოს, დარჩენილი ორი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელებს შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურებში სტუმრად ბელორუსთან და საკუთარ მოედანზე - შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრები დარჩათ.

უელსი

4 უძლიერესი ნაკრები, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდეს

ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, უელსის ეროვნული ნაკრებისგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ძალიან ბევრს ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უელსელებმა ძალიან არადამაჯერებლად დაიწყეს შესარჩევი ეტაპი, მათ შემდეგში რეაბილიტაცია მოახდინეს და საჭირო ქულები მოიპოვეს. ამ დროისთვის უელსს ჯგუფში არც ერთი წაგება არ აქვს, თუმცა გუნდმა 5-ჯერ ითამაშა ფრედ, რაც თავის მხრივ 10 დაკარგული ქულაა. როგორც მოგეხსენებათ, 9 მეორეადგილოსანი გუნდიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი 8 გადის, ასე რომ, ბოლო ტურებში უელსს მინიმუმ 4 ქულა დასჭირდება რომ თავისი პოზიცია გაიმყაროს. არავინ თქვას, რომ უელსს ბოლო ტურებში ადვილი თამაშები ელის, რადგან ისინი ჯერ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შეხვდებიან, ხოლო შემდეგ კი საშინაო შეხვედრაში ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

არგენტინა

4 უძლიერესი ნაკრები, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდეს

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შემდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - არგენტინის ეროვნული ნაკრები შესაძლოა რუსეთში გასამართ მუნდიალზე საერთოდ ვერ მოხვდეს. ბოლო დროს, არგენტინელებმ ბევრი ქულა დაკარგეს და ჯგუფში საქმე ძალიან გაიფუჭეს. ამ დროისთვის არგენტინის ეროვნული ნაკრები ჯგუფში მეხუთე ადგილზეა და თუ ის კიდევ რამდენიმე ქულას დაკარგავს, შესაძლოა საერთოდ 5-ეულს მიღმა დარჩეს. ბოლო 2 ტურში არგენტინის ეროვნული ნაკრები ჯერ პერუს დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ კი ეკვადორს. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ არგენტინას ორივე გუნდის დამარცხება შეუძლია, თუმცა თუ სენსაცია მოხდა და არგენტინელებმა ქულების დაკარგვა კვლავ გააგრძელეს, მაშინ დიდი შანსია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა ვიხილოთ.

ჩილე

4 უძლიერესი ნაკრები, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდეს

ბოლო ორ ტურში ბოლივიასთან და პარაგვაისთან განცდილი მარცხების შემდეგ, ჩილეს ეროვნული ნკრები ჯგუფში მეექვსე ადგილს იკავებს და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა რჩება. ჩილემ საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინელი თამაში აჩვენა. გუნდს 16 ჩატარებულ შეხვედრაში 7 წაგება, 7 მოგება და 2 ფრე აქვს. მიუხედავად ამისა, ჩილეს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც აქვს. ბოლო ტურებში სამხრეთ ამერიკელებმა ბრაზილიასთან და ეკვადორთან გასამართ შეხვედრებში მინიმუმ 4 ქულა უნდა აიღონ. ეს შეუძლებელი ნამდვილად არ არის, თუმცა ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ჩილეს მუნდიალზე თამაშის უფლების მოპოვება ძალიან გაუჭირდება.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ეროვნული ლიგა - IV ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩები უხვგოლიანი და ცოტა მოულოდნელიც გამოდგა.

გუშინ, 23:43

აზარს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული აქვს - AS

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ჩელსის" ლიდერი, ედენ აზარი შესაძლოა გუნდიდან წავიდეს.

გუშინ, 23:18

ერიქსენისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი გრანდი ერთვება

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კრისტიან ერიქსენისთვის ევროპული გრანდები იბრძოლებენ.

გუშინ, 23:04

მორიგი სუპერვარსკვლავი ზიდანის რადარზე

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა France Football ავრცელებს.

გუშინ, 23:01

როგორ ჩაიშალა კროოსისა და ბეილის ტრანსფერები მანჩესტერში?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელმა, დევის მოიესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:55

პოჩეტინო: "არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ რეალის გაწვრთნის შანსი გავუშვი ხელიდან"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ "რეალის" ჩაბარება შეეძლო.

გუშინ, 22:49

ჩელსიმ პირველი შეთავაზება უარყო და რეალს აზარის მინიმალური ფასი შეუთვალა

"რეალი" "ჩელსის" თავდამსხმელ ედენ აზარის ტრანსფერზე ვერ შეუთანხმდა, წერენ ბელგიურ პრესაში.

გუშინ, 22:43

რეალმა აზარის ალტერნატიული ვარიანტი შეარჩია და 150 მლნ გაამზადა

"რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს.

გუშინ, 22:40

პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:27

სარის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია?!

"ჩელსის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა.

გუშინ, 22:19

პსჟ-მ ნეიმარისა და მბაპეს შემცვლელი იპოვნა

"პარი სენ ჟერმენი" ნეიმარის ან კილიან მბაპეს წასვლისთვის ემზადება.

გუშინ, 22:15

ხამესმა სასურველი კლუბი შეარჩია - MARCA

მოგეხსენებათ, ხამეს როდრიგესს "ბაიერნთან" საიჯარო ხელშეკრულების ვადა ეწურება.

გუშინ, 22:11

პსჟ ვეტერან ვარსკვლავებს უშვებს - პარიზში წმენდა იწყება

"პსჟ"-მ შესაძლოა ზაფხულში გუნდიდან რამდენიმე ვეტერანი გაუშვას, წერენ ფრანგულ პრესაში.

გუშინ, 22:04

ბეილი მანჩესტერში? - ყველაფერი გადაწყდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

გუშინ, 21:57

ჩრდილში მყოფი და ტრავმირებული სუარესი - ბარსელონას შეუმჩნეველი გმირი

"ბეტისი" - "ბარსელონას" შეხვედრა ლიონელ მესის შოუდ იქცა -

გუშინ, 18:01

უეფამ რონალდუს გოლის აღნიშნვის თაობაზე გამოძიება დაიწყო

უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს გოლის აღნიშნვის თაობაზე გამოძიება დაწყებულია.

გუშინ, 16:33

ტოტენჰემის საშინაო სტადიონზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილია

"ტოტენჰემის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, "ჰოტსპურის" საშინაო არენაზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილია.

გუშინ, 16:26

როგორ აპირებდა ბალოტელი პსჟ-ს გულშემატკივრების პროვოცირებას?

"პარი სენ-ჟერმენთან" მატჩის წინ, მარსელის "ოლიმპიკის" თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის პარიზელთა პროვოცირება ჰქონდა ჩაფიქრებული:

გუშინ, 16:13

საუთგეიტი: "ჩემპიონთა ლიგა ინგლისის ნაკრებს აზარალებს"

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი ჩემპიონთა ლიგაზე განვითარებული სცენარით უკმაყოფილოა:

გუშინ, 15:59

რეალის ექს-პრეზიდენტი: "ის ერთადერთია, ვისაც პერესი პატივს სცემს"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა ფლორენტინო პერესის ფავორიტ მწვრთნელზე ისაუბრა.

გუშინ, 15:49

როდის დაუბრუნდება იკარდი მოედანს? მაუროს აგენტის განცხადება

მაურო იაკრდის აგენტმა, ვანდა ნარამ, "ინტერთან" არსებული კონფლიქტის ვითარებაზე ისაუბრა.

გუშინ, 15:00

რონალდუზე დამოკიდებულები - ალეგრიმ თავს ახალი პრობლემა შეუქმნა

"ჯენოა" - "იუვენტუსის" შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა.

გუშინ, 14:58

სარი: "იგუაინს გოლის გატანის ერთი კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მისთვის ეს ძალიან ცოტაა"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "ევერტონთან" მარცხზე ისაუბრა.

გუშინ, 14:07

გრიზმანის ტრანსფერს ბარსელონას ფეხბურთელები ბლოკავენ - განსაკუთრებით პიკე

"ბარსელონა" ფრანგი შემტევის შეძენას არ შეეცდება.

გუშინ, 13:36

პიკემ ტრიპლეტის მოგების შანსებზე ისაუბრა

"ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ, გუნდის მიერ სამივე ტიტულის მოგების შანსი შეაფასა.

გუშინ, 13:27

ინტერმა რეალს იკარდის ფასი დაუსახელა

"რეალი" თავდამსხმელის პოზიციაზე ორ ფეხბურთელს განიხილავს.

გუშინ, 13:06

ბეილი ზიდანით გაკვირვებულია, მაგრამ მისი კვლავ არ სჯერა - AS

ზინედინ ზიდანის პირველ მატჩში სასტარტოში მოხვედრით გარეტ ბეილი გაკვირვებული დარჩა.

გუშინ, 13:01

კილიან მბაპე სოციალურ ქსელში რეალის ქომაგების "მსხვერპლი" გახდა

მადრიდული გრანდის გულშემატკივრებს ფრანგის საკუთარ გუნდში ხილვა ძალიან სურთ.

გუშინ, 12:54

გატუზო: "მილანმა ორმაგი მარცხი იწვნია"

"მილანის" მთავარი მწვრთნელი საკუთარი შეგირდების საჯარო ჩხუბმა ძალიან გააბრაზა.

გუშინ, 12:45

მიულერი: "ამიერიდან, მე, ჰუმელსი და ბოატენგი, მეუღლეებს უფრო დიდ დროს დავუთმობთ"

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა, თომას მიულერმა, იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

გუშინ, 12:41

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები