Goal.Ge

მანჩესტერ სიტიმ ლივერპულს გადაუარა [VIDEO]


მანჩესტერ სიტიმ ლივერპულს გადაუარა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტური საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო თამაშით გაიხსნა. "მანჩესტერ სიტიმ" შინ "ლივერპული" მიიღო და იურგენ კლოპის გუნდი უშანსოდ გაანადგურა.

თანაბარი სტარტის შემდეგ "ცისფრები" ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და 24-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს. კევინ დე ბრუინის ჩინებული პასით სერხიო აგუერო მეკარესთან პირისპირ დარჩა, მინოლე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

პირველი ტაიმის მიწურულს, 37-ე წუთზე, ძალიან არასასიამოვნო ეპიზოდი შედგა. "ლივერპულის" სენეგალელი შემტევი, სადიო მანე, "მანჩესტერ სიტის" გოლკიპერ ედერსონზე გაშლილი ფეხით წავიდა და ბრაზილიელს ფეხი პირდაპირ სახეში გაარტყა. ედერსონმა უმძიმესი დაზიანება მიიღო, ხოლო სადიო მანემ - წითელი ბარათი.

"სიტის" მეკარის მოედნიდან გაყვანას რამდენიმე წუთი დასჭირდა, ამიტომ ჯონათან მოსმა პირველ ნახევარს 8 წუთი დაამატა. ამ დროში მანჩესტერელებმა მეორე ბურთის გატანაც მოახერხეს. დე ბრუინის ჩაწოდებას თავი გაბრიელ ჟეზუსი გამოეხმაურა - 2:0.

მეორე ნახევარში პეპ გვარდიოლას გუნდმა ათკაციანი "ლივერპული" მარტივად გატეხა და დიდი ანგარიშით იმარჯვა. ჯერ გაბრიელ ჟეზუსმა გაიფორმა დუბლი, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსული ლეროი სანეს ჯერი დადგა. გერმანელმა ჯერ მენდის ჩაწოდებით ისარგებლა, თამაშის ბოლოს კი შორიდან ულამაზესი ჩახვეული დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0!

"მანჩესტერ სიტიმ" 4 ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და დროებით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. "ლივერპულმა" კი პრემიერ ლიგის ახალ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და 7 ქულა დარჩა.

მანჩესტერ სიტი 5:0 ლივერპული

გოლები: 1:0 - აგუერო (24'), 2:0 - ჟეზუსი (45+6'), 3:0 - ჟეზუსი (53'), 4:0 - სანე (77'), 5:0 - სანე (90+1').

შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი: ედერსონი (ბრავო 45+1'); უოლქერი, დანილო, სტოუნსი, ოტამენდი (მანგალა 71'), მენდი; დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; აგუერო, ჟეზუსი (სანე 57').

ლივერპული: მინოლე; ალექსანდრ-არნოლდი, მატიპი, კლავანი, მორენო; ჩანი, ჰენდერსონი, ვიინალდუმი (მილნერი 58'); მანე, ფირმინო (სოლანკე 67'), სალაჰი (ჩემბერლენი 45').

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ირლანდიელი ფეხბურთელი: "საქართველოსთან რთული თამაში გველის"

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება.

დღეს, 18:00

ირლანდიის მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურე. ისინი პროგრესირებენ"

საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკკარტიმ გააკეთა.

დღეს, 17:39

"ქართველი გმირები" - რუსული პრესა ჯანოს ინციდენტს ეხმაურება და კანკავას იხსენებს

რუსული გამოცემა "Sports.ru" საქართველო - შვეიცარიის შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, როდესაც ჯანო ანანიძემ ფაბიან შერი სიკვდილს გადაარჩინა.

დღეს, 17:35

ირლანდიური გაზეთები საქართველოზე აჭრელდა: "ავივა პირველი 3 ქულის მოლოდინშია"

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ირლანდიას ესტუმრება.

დღეს, 17:10

France Football: პერესი სატრანსფერო რეკორდის მოსახსნელად მზად არის

France Football-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სატრანსფერო რეკორდის მოსახსნელად მზად არის.

დღეს, 16:21

Mundo Deportivo: ბაიერნი იოვიჩისთვის რბოლაში ბარსელონას ასწრებს

Mundo Deportivo-ს ცნობით, ლუკა იოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა და ეს არ არის "ბარსელონა".

დღეს, 16:14

ძანიოლოს მომავალი გაირკვა

"რომას" ახალგაზრდა შემტევის, ნიკოლო ძანიოლოს მომავალი გაირკვა.

დღეს, 15:40

დე ხეას კოშმარული სტატისტიკა

როგორც მოგეხსენებათ, ნორვეგიის ნაკრებთან შეხვედრაში დავიდ დე ხეამ მორიგი პენალტი გაუშვა.

დღეს, 15:33

ვინ აკვირდებოდა დე ლიგტს ჰოლანდია-გერმანიის მატჩზე?

ჰოლანდია - გერმანიის მატჩზე შემჩნეული იყო "ბარსელონას" დირექტორი, ერიკ აბიდალი.

დღეს, 15:25

ფრანგული პრესა: ბაიერნი ტუხელს დაუკავშირდა

Téléfoot-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნი" ტომას ტუხელის კანდიდატურით იყო დაინტერესებული.

დღეს, 15:12

Tuttosport: ვარანი, დე ლიგტი, მანოლასი - იუვენტუსი მცველს ეძებს

Tuttosport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" ცენტრალური მცველის ტრანსფერზე მუშაობს.

დღეს, 15:03

ჯანო: "მადლობებს ინგლისიდანაც კი მიხდიან, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა რუსულ პრესასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

დღეს, 14:50

ახალი თაობა, რომელიც უკვე რეკორდებს ამყარებს - იტალიის შანსები და იმედები

როგორც ვიცით, იტალიის ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა -

დღეს, 14:47

მოურინიო: "მინდა, წარმატებები ვუსურვო იმ კლუბს, რომელიც მბაპეს შეძენას შეეცდება"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა კილიან მბაპეზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

დღეს, 14:09

პოგბამ იუნაიტედიდან წასვლა გადაწყვიტა და სასურველი კლუბიც შეარჩია

ფრანგმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება გადაწყვიტა?!

დღეს, 14:05

ზიდანმა რეალის ხელმძღვანელობას პირველი სატრანსფერო მოთხოვნა წაუყენა - Marca

მადრიდის "რეალში' დაბრუნების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა, გუნდის ხელმძღვანელობას პირველი მოთხოვნა წაუყენა.

დღეს, 13:59

არსენალი სამი ფეხბურთელით გაძლიერებას აპირებს

"არსენალის" მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის, ზაფხულში გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი.

დღეს, 13:51

როგორი იქნება მომდევნო სეზონში რეალის მესამე ფორმა? ინტერნეტში სურათები გავრცელდა

მომდევნო სეზონში "რეალს" უჩვეულო ფერის მესამე ფორმა ექნება.

დღეს, 13:45

ჟირუ: "ლიონი კარგია, მაგრამ..."

ლონდონის "ჩელსის" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა "ლიონის" მხრიდან არსებულ ინტერესზე ისაუბრა.

დღეს, 12:28

კუმანი: "85-ე წუთზე ვიგრძენი, რომ გოლს ჩვენ კი არა, გერმანია გაიტანდა"

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გერმანიასთან მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 12:19

ვის ჩართვას აპირებს ბარსელონა დე ლიგტის ტრანსფერში?

კატალონიელებმა ჰოლანდიის ნაკრების მცველს სერიოზულად დაუმიზნეს.

დღეს, 12:12

გაირკვა მიზეზები, რის გამოც, კარდიფს ემილიანო სალას ტრანსფერის საფასურის გადახდა არ სურს

"კარდიფ სიტის" ხელმძღვანელობამ განცხადება შეადგინა, რომელსაც უახლოეს პერიოდში ფიფაში გადააგზავნის.

დღეს, 12:08

სილესენმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა - მეკარე ბარსაში რჩება?

"ბარსელონას" ჰოლანდიელმა მეკარემ, იასპერ სილესენმა, გუნდიდან წასვლა გამორიცხა.

დღეს, 12:02

"რა იქნება, თუ ზიდანი დამირეკავს?", - კანტეს კომენტარი ჩელსიდან შესაძლო წასვლაზე

ფრანგმა ნახევარმცველმა "ჩელსიდან" შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 11:52

მოდრიჩი: "ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება"

ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა, უნგრეთთან მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 11:49

ფაბიო კაპელომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები, ვინც კი ოდესმე გაუწვრთნია

წარსულში ცნობილმა იტალიელმა სპეციალიტმა, ფაბიო კაპელომ, საუკეთესოები გამოჰყო.

დღეს, 11:45

პერინმა ტრავმა კურიოზულ ვითარებაში მიიღო

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარემ მატია პერინმა ტრავმა კურიოზულ ვითარებაში მიიღო.

დღეს, 11:42

როისი: "ჰოლანდიასთან მოგება გერმანიის ნაკრების ხასიათს ხაზს უსვამს"

გერმანიის ნაკრების შემტევმა მარკო როისმა ჰოლანდიასთან გამარჯვება შეაფასა:

დღეს, 11:22

კუმანი: "ეს ჩემი შეცდომაა"

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გერმანიასთან მარცხი შეაფასა:

დღეს, 11:14

ვან დეიკი: "დაცვაში ცუდად ვითამაშეთ"

ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა გერმანიასთან მარცხი შეაფასა:

დღეს, 11:07

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები