Goal.Ge

5 გუნდი, რომელმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს


5 გუნდი, რომელმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს

გუშინ ევროპის ყველაზე პრესტიჟულმა ტურნირმა აიღო სტარტი. საქმეში რამდენიმე ფავორიტი ჩაერთო და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ გუნდების ჩამონათვალს, რომლებმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართონ.

იუვენტუსი

უკვე საკმაო ხანია, რაც ტურინელები ევროტურნირებზე სათანადო შედეგეს ვერ აჩვენებენ. იტალიელებმა 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხეს, თუმცა, მაშინ "ბარსელონასთან" დამარცხდნენ. მოგვიანებით, მასიმილიანო ალეგრის გუნდს, სერიოზული შანსი ჰქონდა რომ ამ წაგების გამო რეაბილიტაცია მოეხდინა და ეს სანუკვარი ტიტული ხელში ჩაეგდო, თუმცა 2017 წელს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში "ბებერმა ქალბატონმა" გამანადგურებელი ანგარიშით წააგო.

ზაფხულის სატრანსფერო ფანაჯრაზე ტურინელთა შემადგენლობა ფედერიკო ბერნარდესკის, ბლეიზ მატუიდის, დუგლას კოშტას და ბენედიქტ ჰიოვედესის შეძენით გაძლიერდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "ბებერმა ქალბატონმა" გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი - ლეონარდო ბონუჩი დაკარგა.

ამ სეზონში მასიმილიანო ალეგრის ძალიან ბევრის დამტკიცება მოუწევს, ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, "იუვენტუსისთვის" რთული სეზონი იქნება. კატალონიის "ბარსელონასთან" მარცხით იტალიელებს იმედი, რა თქმა უნდა, არ გადაეწურებათ მათ ნამდვილად აქვთ იმის რესურსი, რომ მომავალში რეაბილიტაცია მოახდინონ და საქმეში თავიანთ სტილში დაბრუნდნენ.

პსჟ

5 გუნდი, რომელმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს

პარიზული კლუბის მფლობელებმა უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ თავიანთ გუნდს ევროპულ დონეზე წარმატებისთვის მიეღწია. ამ დროისთვის პარიზელთა შემადგენლობაში მსოფლიოს ორი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე - კილიან მბაპე და ნეიმარი თამაშობენ. გუშინდელმა თამაშმა უდავოდ დაამტკიცა, რომ პარიზელებს საჩემპიონო გუნდი ჰყავთ და მათ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ.

ფრანგები შიდა ჩემპიონატშიც ბრწყინვალედ გამოიყურებიან. ისინი საფრანგეთის ლიგა 1-ში ქვას ქვაზე არ ტოვებენ და თამაშებს გამანადგურებელი ანგარიშით იგებენ. ერთადერთი მინუსი, რაც შეიძლება "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარამტების მიღწევისთვის დააკლდეს დაცვის ხაზია. ვერაინ იტყვის, რომ მიუხედავად კოლოსარული გამოცდილების მქონე ტიაგო სილვას და დანიელ ალვეშის ყოფნისა, გუნდს დაცვაში პრობლემები არ აქვს. საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულმა ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ დაცვა არც ისეთი სტაბილურია, როგორიც უნდა იყოს.

მანჩესტერ სიტი

კიდევ ერთი გუნდი, რომელშიც წლების წინ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო. მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტი" შეიხმა მფლობელმა იყიდა, გუნდში ძირეული ცვლილებები განახორციელდა. "ქალაქელებმა" მოახერხეს და ინგლისის პრემიერ ლიგა მოიგეს, თუმცა ისინი ევროტურნირებზე არც ისე დამაჯერებლად ასპარეზობენ. გუნდმა დროთა განმავლობაში ბევრი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, თუმცა წარმატების სხივი ჯერჯერობით არ ჩანს.

პეპ გვარდიოლამ ზაფხულის სატრნსფერო ფანჯარაზე გუნდში ბევრი ახალწვეული მოიყვნა. ესპანელმა სპეცილისტმა იზრუნა როგორც გუნდის დაცვის, ისევე ნახევარდაცვისა და შემტევი ხაზის გაძლიერებაზე,. შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ დროისთვის, "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ჩემპიონთა ლიგაზეც გუნდს საკმაოდ სერიოზული შანსები ექნება. პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" ბრწყინვალე ფორმაში მყოფი იურგენ კლოპის "ლივერპული" გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა, რაც ცალსახად "ქალაქელთა" დიდებულ შესაძლებლობებზე მიუთითებს.


ჩელსი

5 გუნდი, რომელმაც უკვე დროა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. ანტონიო კონტეს გუნდი რამდენიმე საკვანძო ფიგურამ დატოვა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა ეს დანაკარგი ახალწვეულების მოყვნით შეავსო. გუშინ, "სტემფორდ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლონდონელებმა გოლების წვიმა მოაწყეს და "ყარაბახი" გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პედროს და ზაპაკოსტას მიერ გატანილი ფანტასტიური გოლები. უდავოა, რომ ანტონიო კონტეს გუნდი ბრწყივნალე ფორმაში იმყოფება დ ამ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებ სავსებით რეალურია.

მანჩესტერ იუნაიტედი

შესაძლოა ცოტათი გასაკვირი იყოს, თუმცა 5-ეულში სამი ინგლისური გუნდი მოხვდა. ალბათ ყველა ელოდება იმ დროს, როცა ინგლსიური კლუბები ევროპულ საღამოებს კვლავ გაალამაზებენ ისე, როგორც ამას წლების წინ აკეთებდნენ, ასე რომ, ჩვენი ბლოკის ხუთეულში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფნა უადგილო ნამდვილად ვერ იქნება.

ჟოზე მოურინიომ გასულ სეზონში ევროა ლიგა მოიგო და ამ გზით მოახერხა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. გუნდმა ამ ზაფხულს სერიოზული შენაძენები გააკეთა, ასე რომ, ობიექტური თვალთახედვიდან, "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შემადგენლობას უყრის თავს. რომელუ ლუკაკუს და ნემანია მატიჩის დამატებამ გუნდის როგორც შემტევი, ისევე დაცვითი ხაზი საგრძნობლად გააძლიერა. ლუკაკუს შეძენით, "იუნაიტედს" ამიერიდან გოლების მანქანა ეყოლება, ხოლო ნემანია მატიჩი კი თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა - მისნაირი ჩამშლელი მსოფლიოში მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი თუ იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ "იუნაიტედმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, უდავოა, რომ შვედი მოთამაშე შემდეგ სეზონში თავისი უმაღლესი კლასით და კოლოსარული გამოცდილებით "წითელ ეშმაკებს" ტიტულების მოგებაში დაეხმარება.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ანრიმ თავისი გუნდის ფეხბურთელს დისციპლინარული გაკვეთილი უსიტყვოდ ჩაუტარა [VIDEO]

წარსულში ლეგენდარულ ფეხბურთელს, ტიერი ანრის, შესაძლოა, "მონაკოს" მთავარი მწვრთნელის რანგში, არც თუ საუკეთესო შედეგები ჰქონდეს, მაგრამ, დისციპლინა უმაღლეს დონეზე დაყენებული.

დღეს, 13:57

ედინსონ კავანის ისტორიული ნიშნული - ურუგვაელი პსჟ-ს პირველი ფეხბურთელია

"პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, "ცრვენა ზვეზდასთან" შეხვედრაში ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია.

დღეს, 13:49

ბელგიური პრესა: "მალე, ჩაკვეტაძის ტოპ კლუბში გადასვლა გარდაუვალი იქნება"

ბელგიური პრესა ქართველი ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძის მომავალს კვლავ განიხილავს.

დღეს, 13:41

ერიქსენო: "ევროთასების ზრდასრული მებრძოლეები ვართ"

ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა, "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ, საკუთარი გუნდი შეაქო.

დღეს, 13:41

ლორისი: "გულშემატკივრებმა ისეთი ხმაური ატეხეს, რომ ყველაფერს მივხვდი"

ლონდონის "ტოტენჰემის" მეკარემ, უგო ლორისმა, "ბარსელონასთან" მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 13:36

ჩელსიმ ფაბრეგასის შემცვლელს ბარსელონაში მიაგნო

"ჩელსიმ" ესპანელი ნახევარმცველის შემცვლელის ძიება დაიწყო, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

დღეს, 13:32

პოჩეტინო: "ყოველთვის მჯეროდა"

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, "ბარსელონასთან" მატჩი შეაფასა.

დღეს, 13:27

ვალვერდე: "ნამდვილი ფუფუნებაა, როდესაც შემადგენლობაში ასეთი ფეხბურთელი გყავს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, შეაქო თავისი გუნდის ფეხბურთელი, რომელიც, როგორც წესი, თადარიგში იმყოფება.

დღეს, 13:23

ბუფონი: "ნაპოლის და ინტერის გამო ვწუხვარ"

"პარი სენ-ჟერმენის" იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგას იტალიური გუნდები გამოეთიშნენ.

დღეს, 13:18

კულიბალი: "ევროპა ლიგის ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ"

"ნაპოლის" მცველმა, კალიდუ კულიბალიმ, "ლივერპულთან" მარცხი შეაფასა.

დღეს, 13:12

ანჩელოტი: "ვან დეიკი გასაძევებელი იყო!"

"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, მიაჩნია, რომ განვლილ შეხვედრაში, არბიტრს "ლივერპულის" მცველი, ვირჯილ ვან დეიკი უნდა გაეძევებინა.

დღეს, 12:19

შოთა არველაძე სნეიდერს შეხვდა: "მასთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა"

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და "ფახთაქორის" ამჟამინდელი მწვრთნელი შოთა არველაძე მადრიდში იმყოფება.

დღეს, 04:26

ხოჭოლავა მნიშვნელოვანი მატჩის წინ: "ფსიქოლოგიურად, საბრძოლო განწყობა გვაქვს"

თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "შახტარი" საკუთარ მოედანზე "ლიონს" დაამარცხებს, 1/8 ფინალში გავა.

დღეს, 04:19

მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოლონეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში გამართული მატჩი "კორონასა" და "ვისლას" შორის, ფრედ 2:2 დასრულდა.

დღეს, 04:10

ტოტენჰემმა ჩემპიონთა ლიგაზე არსენალის და ნიუკასლის შედეგი გაიმეორა

ბევრი წვალების და ბრძოლის შედეგად, "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან მაინც გავიდა.

დღეს, 03:53

კლოპი: "როგორ შეიძლება, ამ გუნდით ამაყი არ ვიყო?"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულმა" "ნაპოლის" 1:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 03:49

აზარი: "რეალი ყოველთვის მიყვარდა"

"ჩელსის" შემტევმა ედენ აზარმა მადრდის "რეალზე" კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

დღეს, 03:39

სოლარიმ რონალდუს უპასუხა: "მას ვერ განვსჯი"

კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ "იუვენტუსში" მას საუკეთესო კოლექტივი ჰყავს და შემადგენლობა "რეალისას" ამჯობინა.

დღეს, 03:37

ბარსელონამ დემბელე 100 000 ევროთი დააჯარიმა

AS წერს, რომ ამ ფაქტის გამო კლუბმა ფეხბურთელი 100 000 ევროთი დააჯარიმა.

დღეს, 03:34

ბარსელონამ ბურთის ფლობის საოცარი სტატისტიკა დაასრულა: პირველად, 2006 წლის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "ბარსელონასა" და "ტოტენჰემს" შორის, 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:03

ანრი: "მონაკოს ჩემპიონთა ლიგისთვის არ ეცალა"

"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი, ტიერი ანრი, ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის მორიგ წაგებას გამოეხმაურა.

დღეს, 02:54

"პოგბას მე ვერ ვათამაშებ?", - მოურინიო შეკითხვამ გააბრაზა

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "მანჩესტერი" "ვალენსიას" შეხვდება და მოურინიომ დაანონსა, რომ პოლ პოგბა ძირითად 11-ეულში იქნება.

დღეს, 02:52

დორტმუნდის ბორუსია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "მონაკო" გასვლაზე 2:0 დაამარცხა და კვარტეტი პირველ ადგილზე დაასრულა.

დღეს, 02:50

სპალეტი: "გაშვებული გოლის შემდეგ გონს ვერ მოვედით!"

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, "პსვ-სთან" დღევანდელი შეხვედრა შეაფასა.

დღეს, 02:42

ალისონის სასაწაული ბოლო წუთზე: ბრაზილიელმა ერთი სეივით გუნდი ჯგუფიდან გაიყვანა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "ლივერპულსა" და "ნაპოლის" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დღეს, 02:35

საქმე მე-5 წესამდე მივიდა - რატომ ჩარჩა ნაპოლი ჯგუფში?

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში "ლივერპულმა" "ნაპოლი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:35

ანჩელოტი: "იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ელოდით"

"ნაპოლის" გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, "ლივერპულთან" დღევანდელი მარცხი (0:1) შეაფასა.

დღეს, 02:33

ჯგუფიდან პრემიერ ლიგის 4-ვე გუნდი გავიდა - იტალიელთა ფიასკო ინგლისელებთან

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, პრემიერ ლიგის 2-მა გუნდმა 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

დღეს, 02:29

1/2 ფინალიდან სრულ ფიასკომდე - მონაკოს რეგრესი

ტიერი ანრის "მონაკომ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შინ დორტმუნდის "ბორუსიასთან" 0:2 წააგო და ბოლო ადგილზე გავიდა.

დღეს, 02:28

"თუ ჯგუფში ჩავრჩებით, პენისის თავები ვიქნებით", - რა გამოდის ანჩელოტი?

ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში "ნაპოლი" "ლივერპულთან" დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა.

დღეს, 02:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები