ბენტანკური: "მესი სხვა პლანეტიდანაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბენტანკური: "მესი სხვა პლანეტიდანაა"


ბენტანკური:

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა ნახევარმცველმა, 20 წლის როდრიგო ბენტანკურმა, კატალონიის "ბარსელონასთან" გუშინდელი მატჩი შეაფასა და ლიონელ მესიც შეაქო.

"ეს იმედგამაცრუებელი მარცხია, რადგან მინდორზე ყველაფერი დავდეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა კოპა ლიბერტადორესისგან განსხვავდება. აქ უფრო მაღალი ტემპი და მეტი ტექნიკაა.

მესი უბრალოდ არანორმალურია, ის სხვა პლანეტიდანაა", - აღნიშნა ახალგაზრდა ურუგვაელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები