გომესი რამდენიმე კვირას გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გომესი რამდენიმე კვირას გამოტოვებს


გომესი რამდენიმე კვირას გამოტოვებს

"ვოლფსბურგის" ახალი კაპიტანი და ცენტრალური თავდამსხმელი, მარიო გომესი, თავის გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში დააკლდება.

გამოცდილმა გერმანელმა ფორვარდმა დაზიანება ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩში, შინ "ჰანოვერის" წინააღმდეგ (1:1), მიიღო და მინდორი 41-ე წუთზე დატოვა.

"მგლების" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ გომესს ტერფის ჯვარედინა იოგები აქვს დაზიანებული და რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.

32 წლის გერმანელი "ვოლფსბურგს" გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და ბუნდესლიგის 33 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ვოლფსბურგი მარიო გომესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები