მარსელო 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მარსელო 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა


მარსელო 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ესპანური ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი, მარსელო, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

29 წლის ბრაზილიელმა ლა ლიგის მესამე ტურში, "ლევანტესთან" საშინაო შეხვედრაში (1:1), ლერმას წინააღმდეგ უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო.

მარსელომ წაქცეულ მეტოქეს ზურგში ფეხები მიარტყა, რის გამოც მოედნიდან გაძევება და დამატებით კიდევ 1 მატჩიანი ბანი მიიღო.

გამოცდილი ბრაზილიელი "რეალ სოსიედადთან" და "ბეტისთან" გასამართ თამაშებს გამოტოვებს. მას სავარაუდოდ ახალწვეული თეო ერნანდესი შეცვლის.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალი მარსელო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები