გერმანიაში ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის პერიოდის შემცირება სურთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გერმანიაში ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის პერიოდის შემცირება სურთ


გერმანიაში ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის პერიოდის შემცირება სურთ

გერმანული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რეინჰარდ რაუბალი, აპირებს, რომ გერმანიაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი შეამციროს.

"გერმანული ფეხბურთის ფედერაციაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის შემოკლებაზე წინადადებას შევიტან. ამის შემდეგ კი საჭირო იქნება, რომ დეკემბერში ორგანიზაციის მაღალჩინოსნებმა ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

თუ 36 პროფესიონალური კლუბის წარმომადგენლობა თანახმა იქნება, მაშინ წინადადებით საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციას უნდა მივმართოთ. ამ შეთხვევაში სატრანფერო ფანჯარა 1 აგვისტოს დაიხურება", - აღნიშნა რაუბალმა.

ამ ეტაპზე გერმანიაში ისე, როგორც ევროპის სხვა წამყვან ქვეყნებში, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეინჰარდ რაუბალი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები