ნეიმარი: "ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი: "ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ"


ნეიმარი:

"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა, ნეიმარმა, განაცხადა, რომ ის არა ოქროს ბურთზე, არამედ გუნდის წარმატებაზე ფიქრობს.

"რა თქმა უნდა, ოქროს ბურთის მოპოვებაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს, მაგრამ მე ამაზე არ ვფიქრობ. მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქრო თუ როგორ მოვუტანო კლუბსა და გუნდს მაქსიმალური წარმატება.

ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და თუ სწორი გზით სიარულს გავაგრძელებთ, მაშინ "პსჟ-ს" ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსები ექნება", - განაცხადა 25 წლის ბრაზილიელმა.

ნეიმარი პარიზულ კლუბს ამ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონადან" შეუერთდა და მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო. 5 შეხვედრაში ნეიმ 5 ბურთი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ნეიმარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები