სალიჰამიჯიჩმა რიბერი გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სალიჰამიჯიჩმა რიბერი გააკრიტიკა


სალიჰამიჯიჩმა რიბერი გააკრიტიკა

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, ფრანკ რიბერი გააკრიტიკა.

"ყველა იცის, რომ ფეხბურთელი უკმაყოფილო იქნება, როდესაც მას მატჩის მსვლელობისას შეცვლიან. თუმცა მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ბევრი მოთამაშე და დიდი არჩევანია.

ანჩელოტის სურს, რომ ყველა ფეხბურთელი კმაყოფილი იყოს და შესაბამისი ფორმა შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, მწვრთნელის გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს!", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, შინ "ანდერლეხტის" წინააღმდეგ (3:0), 35 წლის ვეტერანი ფრანგი კარლო ანჩელოტიმ მეორე ტაიმში შეცვალა და რიბერი ამან ძალიან გააბრაზა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები