კაშიამ და ჯიღაურმა წააგეს, გვილია თადარიგში დარჩა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კაშიამ და ჯიღაურმა წააგეს, გვილია თადარიგში დარჩა


კაშიამ და ჯიღაურმა წააგეს, გვილია თადარიგში დარჩა

ევროპის ლიგაზე კიდევ 3 ქართველის გუნდმა ითამაშა. აქედან მოედანზე მხოლოდ 2 ჩვენებური ვიხილეთ და ორივეს გუნდმა წააგო.

უხვგოლიანი გამოდგა ვიტესისა და ლაციოს შეხვედრა, რომლის ძირითად შემადგენლობა იყო არნემელთა კაპიტანი გურამ კაშია. ვიტესმა კი 2:3 წააგო, არადა მატჩის განმავლობაში ორჯერ იგებდა თამაშს.

0:5 _ ასე განადგურდა ჯაბა ჯიღაურის ვარდარი საშინაო მატჩში ზენიტთან. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, როდესაც სანკტპეტერბურგელებმა 3-ჯერ აიღეს მაკედონიური გუნდის კარი.

მოედანზე არ გასულა ვაკო გვილია, მისმა ბატემ კი ქულა წამოიღო ბელგრადიდან, სადაც მასპინძელი ცრვენა ზვეზდა იყო. ბატე თავიდან აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში გათანაბრება მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები