ჰიტონი რამდენიმე თვეს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰიტონი რამდენიმე თვეს გამოტოვებს


ჰიტონი რამდენიმე თვეს გამოტოვებს

"ბარნლის" ძირითადმა მეკარემ, ტომ ჰიტონმა, მხრის ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, შინ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ (1:0), ჰიტონმა მხარი ამოიგდო და იძულებული გახდა, რომ მინდორი ნაადრევად დაეტოვებინა.

"ოპერაციის შედეგებით კმაყოფილნი ვართ, მაგრამ არ ვიჩქარებთ. საჭიროა, რომ ის 100%-თ გამოჯანმრთელდეს. ამისათვის კი ტომს რამდენიმე თვე დასჭირდებდა", - აღნიშნა "ბარნლის" მთავარმა მწრთნელმა, შონ დაიჩმა.

ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 31 წლის ინგლისელმა 35 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაუშვა და 10-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბარნლი ტომ ჰიტონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები