მონტელა: "კმაყოფილები ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მონტელა: "კმაყოფილები ვართ"


მონტელა:

"მილანის" მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, ვენის "აუსტრიასთან" გუშინდელი თამაშით კმაყოფილი დარჩა.

"ლაციოსთან" მარცხის შემდეგ ზეწოლას ვგრძნობდით, მაგრამ მომეწონა, რომ ჩემმა ბიჭებმა საბრძოლო სულისკვეთება გამოავლინეს და თამაშს სწორად მიუდგნენ.

გუნდმა სწრაფად, მაღალ ტემპში, იმოქმედა და საჭირო შედეგს უკვე შესვენებამდე მიაღწია. მეორე ნახევარში კი თამაშიდან არ გამოვედით და ბოლომდე ვიბრძოლეთ.

ზოგიერთ მომენტებში კონცენტრაციას ვკარგავდით და ამაზე უნდა ვიმუშავოთ, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

"როსონერიმ" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი ჩინებული გამარჯვებით დაიწყო და სტუმრად "აუსტრია" 5:1 გაანადგურა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ვინჩენცო მონტელა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები