ვენგერი: "სანჩესი ოპტიმალურ ფორმაში არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენგერი: "სანჩესი ოპტიმალურ ფორმაში არ არის"


ვენგერი:

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, აცხადებს, რომ "მეთოფეების" ლიდერი, ალექსის სანჩესი, ახლა ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება.

"მატჩში შესასვლელად დიდი ხანი დაგვჭირდა და სულელური გოლი გავუშვით. ასეთ პირობებში მთავარი იყო, რომ პანიკაში არ ჩავვარდნილიყავით და საკუთარ კარში კიდევ ერთი ბურთი არცერთ შემთხვევაში არ მიგვეღო.

დროთა განმავლობაში უფრო სწრაფად ავთამაშდით და თამაში კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ, რამაც საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოგვაპოვებინა.

სანჩესი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ის შესაფერის ფიზიკურ კონდინციებს მხოლოდ ახლა კრეფს. ვფიქრობ, ის ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არის.

მიუხედავად ამისა, ალექსისი რაღაც განსაკუთრებულის შესაქმნელად ყოველთვის მზად არის, რაც ამ საღამოსაც ვნახეთ", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ლონდონურმა კლუბმა ევროპის ლიგა "კიოლნთან" საშინაო მატჩით დაიწყო და გერმანული კლუბი 3:1 დაამარცხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები