ბიურკი: "მითია, რომ მეკარეს ახლო კუთხეში გოლის გაშვების უფლება არ აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბიურკი: "მითია, რომ მეკარეს ახლო კუთხეში გოლის გაშვების უფლება არ აქვს"


ბიურკი:

დორტმუნდის "ბორუსიას" გოლკიპერმა, რომან ბიურკიმ, ლონდონის "ტოტენჰემთან" თამაშის შემდეგ კრიტიკოსებს უპასუხა.

"დიახ, ეს საუკეთესო დღე არ ყოფილა, მაგრამ მინდა რამდენიმე სიტყვით იმ ადამიანებს მივმართო, რომლებიც ფიქრობენ, რომ მეკარემ ახლო კუთხეში გოლი არ უნდა გაუშვას.

არ ვიცი საიდან მოდის ეს მითი. ყველამ, ვინც კარში დგას, კარგად იცის, რომ მეკარეს საკმაოდ დიდი ადგილის დაფარვა უწევს და როგორც შორეული, ისე ახლო კუთხების გაკონტროლება.

როდესაც დარტყმა კარგია ბურთის მოგერიება ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესია. გარდა ამისა, ახლო კუთხეში ხშირად ახლო მანძილიდან ურტყამენ, ამიტომაც ჩვენი საქმე უფრო რთულდება", - განმარტა "ბორუსიას" შვეიცარიელმა კიპერმა.

გერმანული კლუბი ლონდონში 1:3 დამარცხდა და ბიურკიმ ორი ბურთი სწორედ ახლო კუთხეში გაუშვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია რომან ბიურკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები