ინტერი რაბიოთი დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინტერი რაბიოთი დაინტერესდა


ინტერი რაბიოთი დაინტერესდა

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო, მილანის "ინტერის" ინტერესის ქვეშ მოექცა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, რაბიოს გადაბირება "ნერაძურის" ახალ სპორტულ დირექტორს, ვალტერ საბატინის, სურს და გამოცდილ სპეციალისტს "ინტერის" თავკაცი ლუჩიანო სპალეტიც ეთანხმება.

საბატინის 22 წლის უნიჭიერესი ფრანგი მოთამაშის დამატება ჯერ კიდევ "რომაში" მუშაობის დროს უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ადრიენ რაბიო ახლა პარიზული კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მისი კონტრაქტი "პსჟ-სთან" 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები