მანე: "ედერსონს ბოდიში მოვუხადე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანე: "ედერსონს ბოდიში მოვუხადე"


მანე:

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, სადიო მანემ, განაცხადა, რომ ედერსონს უმძიმესი შეჯახების შემდეგ ბოდიში უკვე მოუხადა.

"ვფიქრობ, მომდევნო ჯერზე ბურთზე პირველი მე ვითამაშებ.

ჩემი მიზანი გოლკიპერის დაზიანება არ ყოფილა. საბოლოოდ, ყველაფერი ძალიან ცუდად გამოვიდა და ედერსონს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

მისთვის სახეში ფეხის ჩარტყმა არ მინდოდა, ამიტომაც ბოდიში უკვე მოვუხადე. ასეთი უხეში მოთამაშე არ ვარ. თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია და ახლა აღარაფრის შეცვლა შემიძლია.

როდესაც წითელი ბარათი დავინახე გავვოცდი, რადგან მეგონა, რომ მხოლოდ ყვითელს მივიღებდი. თუმცა ახლა ეს ყველაფერი უნდა მივიღო და მალე დავივიწყო", - განაცხადა "წითლების" სენეგალელმა შემტევმა.

გასულ უქმეებზე, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" თამაშში (5:0), ძალიან ცუდი ეპიზოდი მოხდა - სადიო მანე ბურთზე ბრძოლაში ედერსონს პირდაპირ გაშლილი ფეხით დაეჯახა და "სიტის" ბრაზილიელმა მეკარემ სახე სერიოზულად დაიზიანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლივერპული სადიო მანე ედერსონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები