კარისუმ სევილიასთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კარისუმ სევილიასთან გაახანგრძლივა


კარისუმ სევილიასთან გაახანგრძლივა

"სევილიას" ვიცე-კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, დანიელ კარისუმ, მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა.

სევილიური კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ კარისუ "ანჩოუსების" ღირსებას 2020 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

კარისუ "სევილიას" 2013 წლის ზაფხულში "რედინგიდან" შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა, რომელმაც ევროპის ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო.

29 წლის პორტუგალიელმა "სევილიას" მაისურით სულ 70 თამაში ჩაატარა და 4 ბურთის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
სევილია დანიელ კარისუ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები