რობენი: "ლევანდოვსკიზე ამდენი არ უნდა ვილაპარაკოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რობენი: "ლევანდოვსკიზე ამდენი არ უნდა ვილაპარაკოთ"


რობენი:

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა ვინგერმა, არიენ რობენმა, აღნიშნა, რომ "რეკორდმაისტერმა" თამაშზე უნდა იფიქროს და რობერტ ლევანდოვსკის განცხადების განხილვა შეწყვიტოს.

"ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რადგან სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.

ვფიქრობ, ლევანდოვსკიზე ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ და საკუთარი შესაძლებლობები მინდორზე გამოვავლინოთ. სარკეში უნდა ჩავიხედოთ და თვითკრიტიკულები ვიყოთ.

ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია, რადგან ნადმვილად შეგვიძლია", - განაცხადა 33 წლის ჰოლანდიელმა.

"ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა მსუბუქად გააკრიტიკა, რასაც მიუნხენური გრანდის მაღალჩინოსნების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები