ტონი: "ნაგელსმანი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტონი: "ნაგელსმანი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა"


ტონი:

მიუნხენური კლუბის ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ოლაფ ტონმა, "ბაიერნში" იულიან ნაგელსმანის შესაძლო მოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება ჯერ ნაადრევია.

"არამგონია, რომ "ბაიერნში" ანჩელოტის სამუშაოს ეჭქვეშ აყენებდნენ. მას გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავ.

რაც შეეხება ნაგელსმანს, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და გამოცდილება უნდა დააგროვოს", - აღნიშნა ოლაფ ტონმა.

კარლო ანჩელოტის მოქმედი კონტრაქტი "რეკორდმაისტერთან" 2019 წლამდეა ძალაში და აღსანიშნავია, რომ იულიან ნაგელსმანის ხელშეკრულებაც "ჰოფენჰაიმთან" 2019 წელს იწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები