იუვენტუსის პრეზიდენტი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსის პრეზიდენტი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ


იუვენტუსის პრეზიდენტი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ

ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, ბილეთების თაღლითურად გაყიდვის გამო შესაძლოა ფეხბურთიდან დროებით მოკვეთონ.

იტალიური ფეხბურთის ფედერაცია ახლა ანდრეას საქმეს განიხილავს. მას ბრალად "იუვენტუსის" ქომაგების ერთ-ერთ დაჯგუფებასთან კავშირი და მათთვის ბილეთების არალეგალურად მიყიდვა ედება.

ბრალდების თანახმად, ანიელი ულტრასების გარკვეულ ნაწილს თამაშზე დასასწრებ აბონემენტს უხანგრძლივებდა და ლიმიტს ფარულად უზრდიდა.

ანდრეამ აღიარა, რომ როკო დომინელოს ხვდებოდა, რომელიც "იუვეს" ულტრასების ლიდერი და კალაბრიის კრიმინალური დაჯგუფების წევრია. მას ბილეთებთან დაკავშირებით იგივე სახის სპეკულაციის გამო 8 წელი ჰქონდა მისჯილი.

თუ ანიელის ბრალი დადასტურდება, ის ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება, ხოლო "იუვენტუსის" პრეზიდენტის პოსტს უახლოესი 10 წლის განმავლობაში ვეღარ დაიკავებს.

ანიელი ახლახანს ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტიც გახდა და კარლ-ჰაინც რუმენიგე შეცვალა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ანდრეა ანიელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები