Goal.Ge

ეროვნული ლიგა დაძაბული ტურის მოლოდინშია


ეროვნული ლიგა დაძაბული ტურის მოლოდინშია

დღეს და ხვალ საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართება. მესამე წრეს დასასრულისკენ მიდის და ჯერ ბევრი რამ გასარკვევია, ამიტომაც ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ამ ტურშიც ყველა შეხვედრას თავისებური ინტრიგა ახლავს.

16 სექტემბერი
სამტრედია-ლოკომოტივი

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
არბიტრი: გ. ყრუაშვილი; პირველი ასისტენტი: ლ. ვარამიშვილი; მეორე ასისტენტი: ზ. მენთეშაშვილი; მეოთხე მსაჯი: დ. სანოძე

ტურის ცენტრალურ მატჩად ეროსი მანჯგალაძეზე გასამართიშეხვედრა უნდა მივიჩნიოთ. ლოკომოტივი გამარჯვების შემთხვევაში ძალიან დაძაბავს ბრძოლას სამეულისთვის. წაგების შემთხვევაში კი მხოლოდ მიზერულ შანსს დაიტოვებს. ასე რომ, როგორც იტყვიან, 6-ქულიანი მატჩია.

ლოკომოტივი იშტაზეა მოსული და ბოლო 4 ტურში 12 ქულა აიღო. ცხადია, რკინიგზელები შეეცდებიან ამ წარმატებული სერიის გაგრძელებას.

სამტრედიამ კი ზედიზედ 3 ფრეს შემდეგ წინა ტურში მოიგო, ასე რომ, ახლა დასაკარგი ქულები არ აქვს, რადგან ბრძოლა მე-2 ადგილისთვისაც ძალუძს და თუ იღბალიც წაეხმარება, ჩემპიონობისთვის.

დინამო (ბთ)-ტორპედო

ბათუმი. რაგბი არენა
არბიტრი: ჯ. ხორავა; პირველი ასისტენტი: დ. ჩიგოგიძე; მეორე ასისტენტი: ზ. ბერულავა; მეოთხე მსაჯი: ტ. რუხაია
დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი (ტორპედო)

საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს: ბათუმელებმა წინა ტურში სტუმრად 0:5 წააგეს საბურთალოსთან და ახლა საკუთარი მაყურებლის წინაშე იმ მარცხის რეაბილიტაციას შეეცდებიან. პლუს, ზღვისპირელებს არცთუ დალხენილად აქვთ საქმე და ელიტაში დარჩენის საკითხი გასარკვევი აქვთ.

მესამე წრე კი ძალიან ცუდი გამოდგა ტორპედოსთვის _ ბოლო 5 ტურში რიონისპირელებმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს, 2 ფრედ დაასრულეს და ორიც წააგეს, რის შემდეგ საჩემპიონო ბრძოლას პრაქტიკულად ჩამოშორდნენ. მორიგი ქულების დაკარგვა კი სამეულში მოეხვედრაზეც შეუქმნის პრობლემებს.

17 სექტემბერი
ჩიხურა-კოლხეთი

ივანწმინდა. ცენტრალური
არბიტრი: გ. ავაზაშვილი; პირველი ასისტენტი: ზ. ფიფია; მეორე ასისტენტი: ა. კოკაია; მეოთხე მსაჯი: პ. მაჭარაძე
დისკვალიფიკაცია: თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა), დინო ჰამზიჩი (ჩიხურა);

ჩიხურა მშვიდად არის, სავარუდოდ, აქცენტი უფრო თასზე ექნება გადატანილი, სადაც ნახევარფინალშია გასული და იქ მესამელიგელი ელოდება. ჩემპიონატში თავიდან არასტაბილურად დაიწყო და ახლა ევროტურნირების ზონაში მოხვედრა გაუჭირდება.

ქულები უფრო კოლხეთს სჭირდება, რადგან ძალიან საშიში ზონაში იმყოფებიან. მართალია, მე-9 ადგილი პირდაპირ გავარდნის საშიშროებას არ იძლევა, მაგრამ ზურგს უკან შუქურას სუნთქვა ესმის, რომელიც ბოლო ტურებში კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ჯერ არაფრის შანსი დაუკარგავს. გარდა ამისა, კოლხთათვის ვერც პლეი აუტი გახდება ელიტაში დარჩენის გარანტი.

კოლხეთს ბოლო 4 მატჩი წაგებული აქვთ, ვნახოთ რას შეცვლის გუნდში ახალი მწვრთნელი, უკრაინელი ბელგიელი ალექსანდრ შტელინი, რომელიც ფოთელთა თავკაცად ამ ტურის წინ დაინიშნა.

შუქურა-დილა
ბათუმი. რაგბი არენა
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი; პირველი ასისტენტი: ი. უკლება; მეორე ასისტენტი: ს. სპიცინი; მეოთხე მსაჯი: კ. გიორგაძე
დისკვალიფიკაცია: გიორგი კახელიშვილი (შუქურა);

ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩია. შუქურა ბოლო ადგილზეა და ზღვისპირელებს დასაკარგი არაფერი აქვთ. ამასთან, ბოლოს ქულების მოგროვებაც დაიწყეს და ხასიათიც გამოიკეტეს. წინა ტურში სულაც ლიდერ დინამოს ააცალეს ქულა, არადა, რომ არა ბოლო წუთზე ჩავარდნილი მომენტის, დედაქალაქიდან 3 ქულითაც დაბრუნდებოდნენ, მაგრამ...

გორელებიც დასარჩენად იბრძვიან _ მესამე წრეში ყველამ მოუგო კოლხეთის გარდა და მორიგ 3 ქულას აუტსაიდერთან გეგმავენ, მაგრამ ქობულეთელთა უკითხავად? ცხადია, შუქურა არაფერს დათმობს.

დინამო (თბ)-საბურთალო
თბილისი. დინამო არენა
არბიტრი: გ. ვადაჭკორია; პირველი ასისტენტი: ლ. თოდრია; მეორე ასისტენტი: გ.ელიკაშვილი; პირველი დამატებითი ასისტენტი: გ. ვარდიძე; მეორე დამატებითი ასისტენტი: შ. ქუხილავა; მეოთხე მსაჯი: ი. ხერხაძე;
დისკვალიფიკაცია: ცოტნე ნადარაია (საბურთალო);

ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ ტურის ცენტრალურ მატჩად დედაქალაქური დერბი მიიჩნია და მსაჯთა დიდი კორპუსიც გაუშვა. თუმცა, გაცილებით საინტერესო მატჩები სხვა ქალაქებში იმართება.

დინამო ლიდერია და საჩემპიონოდ შემართული. საამისოდ კი ბოლოს ქულები გაანიავა და მეტოქეები რომ არ წახმარებოდნენ, საქმეს გაირთულებდნენ. ასე რომ, მორიგი წაფორხილების უფლებას თავს არ მისცემენ.

მით უფრო, რომ მეტოქედ ცხრილის შუაგულში უმოტივაციოდ მყოფი საბურთალო ჰყავთ. არ ვამბობთ, რომ საბურთალოელები ფეარ პლეის პრინციპებს დაარღვევენ და დინამოს იოლი 3-ქულიანი მატჩი ელით _ უბრალოდ, ქვეყნის ფლაგმანი გუნდის მოტივაცია გაცილებით მაღალია.

სატურნირო ცხრილი:
1.დინამო (თბ) 25 18 3 4 63-18 57
2.ტორპედო 25 14 6 5 34-20 48
3.სამტრედია 25 14 6 5 39-25 48
4.ლოკომოტივი 25 13 3 9 46-33 42
5.ჩიხურა 25 11 4 10 32-39 37
6.საბურთალო 25 11 4 10 37-28 37
7.დინამო (ბთ) 25 8 2 15 22-37 26
8.დილა 25 6 7 12 30-39 25
9.კოლხეთი 25 4 7 14 22-46 19
10.შუქურა 25 2 6 17 23-63 12

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლიონი-ბარსელონა: შემადგენლობები ცნობილია

თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება ლიონის "ოლიმპიკისა" და "ბარსელონას" მატჩი. გთავაზობთ შემადგენლობებს.

გუშინ, 23:22

ლივერპული-ბაიერნი: შემადგენლობები ცნობილია

თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება "ლივერპულისა" და მიუნხენის "ბაიერნის" მატჩი. გთავაზობთ შემადგენლობებს.

გუშინ, 23:13

მალკომისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, მალკომი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

გუშინ, 20:22

მარსელომ რეალის სპორტულ დირექტორთან საკუთარი მომავალი განიხილა

"რეალის" მცველს "სამეფო კლუბის" სპორტულ დირექტორთან 1-საათიანი შეხვედრა ჰქონდა.

გუშინ, 20:17

ჩელსიმ სარის ულტიმატუმი წაუყენა - რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ იტალიელს?

მაურისიო სარის "ჩელსის" მწვრთნელის პოსტიდან წასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.

გუშინ, 20:12

ბარსელონას პრეზიდენტი: "ვინ შეცვლის მესის?"

ხოსეპ მარია ბართომეუმ საკმაოდ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

გუშინ, 20:08

რატომ არ წავიდა ბეილი გუნდის ვახშამზე? - კურტუა საინტერესო ისტორიას იხსენებს

"რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ აღნიშნა, რომ მადრიდში მისმა ადაპტაციამ შესანიშნავად ჩაიარა.

გუშინ, 19:58

ბართომეუს მორიგი განცხადება ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე მორიგი განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:50

იტალიური კლუბი, რომელიც 0:20 განადგურდა, სერია C-დან მოკვეთეს

კლუბი "პრო პიაჩენცა" იტალიის სერია C-დან მოკვეთეს.

გუშინ, 19:38

""ჩვენ გვიპირისპირდება ყველაზე უხერხული მეტოქე წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე", - კოვაჩი

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გუშინ, 17:06

დიბალა: "მესი თუ რონალდუ?"

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა პაულო დიბალამ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

გუშინ, 16:57

კეინის დაბრუნების დაახლოებითი თარიღი ცნობილი გახდა

"ESPN"-ის ცნობით, ორშაბათს ჰარი კეინმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.

გუშინ, 16:51

Marca: ესპანეთის სუპერთასი ოთხთა ტურნირი გახდება

"Marca"-ს ცნობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის ფორმატს ცვლის.

გუშინ, 16:41

ვარსკვლავები, რომლებმაც ლივერპულსა და ბაიერნში ითამაშეს

"ლივერპული" - "ბაიერნის" მატჩის წინ, გავიხსენოთ ყველა ის ფეხბურთელი, რომელმაც სხვადასხვა დროს ორივე გუნდის მაისური მოირგო.

გუშინ, 16:13

კლოპი: "დღევანდელ მატჩს ქომაგის რანგშიც სიამოვნებით დავესწრებოდი"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიუნხენის "ბაიერნთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 15:53

ლიდსი მეტოქეზე ჯაშუშობის გამო 200 000 ფუნტით დააჯარიმეს

"ლიდს იუნაიტედი" 200 000 ფუნტით დააჯარიმეს იმის გამო, რომ...

გუშინ, 15:31

იკარდის ცოლმა ერთობლივი ფოტოები ბუხარში დაწვა - ფეხბურთელი თავისუფლებას იძენს?!

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ ფეხბურთელთან განშორების შესახებ ჭორები ააგორა.

გუშინ, 14:28

1252 დღე გოლის გარეშე - სუარესი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გოლებს ვერ იტანს

ურუგვაელი ფორვარდი "ბარსელონას" ისტორიაში მეხუთე საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ...

გუშინ, 13:52

ლუკა იოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

"აინტრახტის" თავდამსხმელისთვის ერთბაშად რამდენიმე ევროპული გრანდი იბრძვის.

გუშინ, 13:46

ლივერპულთან მატჩის წინ, ვარჯიში ბაიერნის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა გამოტოვა

"ბაიერნის" ნახევარმცველმა "ლივერპულთან" მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა.

გუშინ, 13:37

2008-ში ბაიერნი კლოპს შეუთანხმდა, მაგრამ ბოლოს კლინსმანი აირჩია - მიუნხენელთა ეპიკური შეცდომა

"ლივერპულთან" მატჩის წინ, მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გაიხსენა ისტორია,

გუშინ, 13:34

პოგბას საოცარი მაჩვენებელი სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელის დიდებული მაჩვენებლები.

გუშინ, 13:27

ბონუჩი: "სიმართლეა თუ არა, რომ რეალი უარით გავისტუმრე?"

"იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენა.

გუშინ, 13:17

პოგბა: "ამიტომ ვართ მანჩესტერ იუნაიტედი და ამიტომ მოვიდა აქ სოლსკიაერი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, "ჩელსისთან" გამარჯვებაზე ისაუბრა.

გუშინ, 13:11

რიბერი გუნდს ლივერპულში შეუერთდა

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, გუნდს "ლივერპულში" შეუერთდა.

გუშინ, 13:03

ჰენდერსონი: "მარტო პრემიერ ლიგის კი არა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეგვიძლია"

"ლივერპულის" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, აღნიშნა, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში დუბლის შესრულება შეუძლია.

გუშინ, 12:58

ვენგერმა იოზილის პრობლემების შესაძლო მიზეზი დაასახელა

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა მესუთ იოზილის პრობლემების მიზეზებზე ისაუბრა.

გუშინ, 12:31

ლიონის პრეზიდენტი: "ძალიან კარგი იქნება, თუ მესი გაცივდება"

"ლიონის" პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ, "ბარსელონასთან" მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

გუშინ, 11:56

ჩელსის გულშემატკივრები გუშინდელ მატჩზე: "Fuck Sarriball"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის მსვლელობისას ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს

გუშინ, 11:53

ჩელსის ექს-ფეხბურთელი: "სარის აუცილებლად გააგდებენ"

"ჩელსის" ექს-ფეხბურთელმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, გამოთქვა დარწმუნება, რომ მაურიციო სარის მომავალი გარკვეულია.

გუშინ, 11:52

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები