კონტე: "არ დაგავიწყდეთ, რომ მორატა ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე: "არ დაგავიწყდეთ, რომ მორატა ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს"


კონტე:

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ამ გუნდის თავდამსხმელი ალვარო მორატა შეაქო.

"მორატა ძალიან კარგი თავდამსხმელია. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.

ალვარო რეალსა და იუვენტუსში განვითარდა და უკვე გამოცდილი მოვიდა ჩელსიში. ის ჩვენთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მორატა კიდევ უფრო განვითარდეს და მალე საუკეთესო გახდეს თავის პოზიციაზე", - აცხადებს კონტე.

შეგახსენებთ, რომ არისტოკრატებმა ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები