კუადრადომ არსენალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კუადრადომ არსენალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა


კუადრადომ არსენალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა

ტურინის "იუვენტუსის" კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ "არსენალში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ კუადრადო "იუვენტუსიდან" ლონდონურ გუნდში გადაბარგდება.

"იუვენტუსს ვემშვიდობები და არსენალში გადავდივარ? ამჟამინდელ გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ და წასვლაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია.

კარგ ფორმაში შევედით, ვცდილობდით სეზონი წარმატებულად ჩავატაროთ. წინ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის", - აცხადებს კუადრადო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები